ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com

გამოქვეყნებულია 1-10-2019, 12:15
მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, სკოლა უფასოდ გთავაზობთ ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ მომსახურებას - “რობოტიკის კლუბს”.
რობოტიკის კლუბით სარგებლობა შეუძლიათ VII-X კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლეს. დაკომპექტდება ორი სხვადსხვა ასკობრივი ჯგუფი(VII-VIII კლასელებისთვის და IX-X
კლასელებისთვის).
შაბათობით, პატარა გამომგონებლები შეისწავლიან რობოტიკას, შექმნიან საინტერესო ჯგუფურ და ინდივიდუალურ პროექტებს სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში.

გამოქვეყნებულია 21-06-2019, 19:22
ახმეტელის თეატრში წელსაც გაიმართა სასწავლო წლის დასკვნითი ღონისძიება, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ჩვენი სკოლისთვის ტრადიციად, თითოეული ჩვენგანისთვის კი უმნიშვნელოვანეს და მღელვარებით აღსავსე მოვლენად იქცა.
კიდევ ერთხელ გვინდა მადლობა გადავუხადოთ: ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და მობრძანებულ სტუმრებს! რომ არა მათი თანადგომა-ეს ყოველივე უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა!

გამოქვეყნებულია 19-06-2019, 16:51
ჩვენი სკოლის ხელოვნების კლუბის ფარგლებში, ოთხშაბათს, 12 ივნისს შედგა შეხვედრა, თემის შერჩევა ტრადიციულად მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა შორის კენჭისყრის ჩატარებით მოხდა, მოსწავლეთა უმრავლესობისათვის სასურველი თემა აღმოჩნდა: „აღმოსავლური პოეზია“.

გამოქვეყნებულია 19-06-2019, 16:48
20 მაისს ჩვენი სკოლის პედაგოგმა ნათია ტაბატაძემ მე–9 ა კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი ქიმიაში, თემაზე – „ქიმია და გარემო“. რომლის მიზანი იყო: მოსწავლეები გაცნობოდნენ გარემოში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემების (გლობალური დათბობა, ჰაერის დაბინძურება, მჟავა წვიმები და კატალიზატორები) ქიმიურ კონტექსტს.

გამოქვეყნებულია 5-06-2019, 10:12
...

გამოქვეყნებულია 31-05-2019, 10:45
25 აპრილს ჩვენმა პედაგოგმა ირინა ჭამტურიამ Iბკლასშიჩაატარა შემაჯამებელი გაკვეთილი მათემატიკაში, რომლის მიზანი იყო წლის მანძილზე განვლილი მასალის გამეორება, პრობლემის გადაჭრისა და მსჯელობის უნარის განვითარება.

გამოქვეყნებულია 30-05-2019, 15:17
25 მაისს სკოლა „კანდიდში“ თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული „flea market” – ი (გამოფენა-გაყიდვა) ჩატარდა, რომელსაც „მწვანე აქცია“ ეწოდა.

გამოქვეყნებულია 30-05-2019, 11:30
...

გამოქვეყნებულია 29-05-2019, 13:02
22 მაისს კიდევ ერთხელ გაისმა ბოლო ზარი, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა მომავლისკენ და კიდევ ერთხელ გაჟღერდა სიტყვები მადლიერებასა და სიყვარულზე!
.... ღიმილიანი...კრეატიული...ენაკვიმატი და ბობოქარი ბავშვები...

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ნოემბერი 2019 (7)
ოქტომბერი 2019 (9)
სექტემბერი 2019 (4)
ივნისი 2019 (6)
მაისი 2019 (19)
აპრილი 2019 (27)