ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com

გამოქვეყნებულია 4-04-2017, 14:10
8.04. 2017წ. III-ა კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე: " სივრცითი გეომეტრიული ფიგურები"

გამოქვეყნებულია 20-03-2017, 15:40
2017 წლის 19 მარტს IIIბ კლასის დამრიგებელმა ირინა ჭანტურიამ ჩაატარა შემაჯამებელი გაკვეთილი მათემატიკაში. მიზანი იყო შესწავლილი მასალის გახსენება, მსჯელობისა და ანალიზის უნარის განვითარება. მუშაობა წარიმართა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. გაკვეთილი დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით. მოსწავლეებმა გამოავლინეს ლოგიკური აზროვნებისა და თანამშრომლობის უნარი. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.
გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, ქალბატონი მარინე ქვრივიშვილი, დაწყებითი კათედრის წევრები და მშობლები.

გამოქვეყნებულია 3-03-2017, 10:50
მოსწავლეებმა ღონისძიების დასაწყისში თოჯინების თეატრით წარმოადგინეს პიესა
„დედა“ , წაიკითხეს ლექსები და ცნობილი ადამიანების გამონათქვამები დედაზე, იმღერეს, გადასცეს დედებს თავიანთი ხელით დამზადებული საჩუქრები და მისალოცი ბარათები .
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია და მშობლები.

გამოქვეყნებულია 3-03-2017, 10:45
2 ბ კლასის პატარებმა დედებს განსხვავებულ გარემოში მიულოცეს დღე, რომელიც მხოლოდ მათ ეძრვნებოდათ... შემოქმედებითი უნარის გამოხატვის ნამდვილი ზეიმი დადგა - ლექსების , მოთხრობების , ჩანახატების სახით. პატარებმა ასევე საკუთარი ხელით დამზადებული საჩუქრები უსახსოვრეს დედებს. ასევე გაშუქდა მისალოცი სლაიდი, რომელიც გაჯერებული იყო მათი ზრდის პროცესის ამსახველი ფოტოებით.
ბოლოს კი სკოლის დირექტორმა ქალბატონმა მარინა ქვრივიშვილმა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული მოსწავლეები გამოავლინა და შესაბამისი სიგელებით დააჯილდოვა.

გამოქვეყნებულია 3-03-2017, 10:43
2017წლის 2 მარტს ჩატრდა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მე-2 გ კლასში , დამრიგებელი მირანდა კეშელავა.
ღონისძება საკმაოდ თბილ გარემოში ჩატარდა, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, მოთხრობები, გამონათქვამები .....ყველაფერში დედის მოფერება იგრძნობოდა. იცეკვეს და ბოლოს პატარა ხელებით გაკეთებული საჩუქრები დაურიგეს დედებს.
ბოლოს კლასის დამრიგებელმა საპატიო სერთიფიკატებით დააჯილდოვა დედები, სახელწოდებით - „წლის საუკეთესო დედა!“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია და მშობლები.

გამოქვეყნებულია 3-03-2017, 10:40
2016 -17 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ჩატარებული რეიტინგული წერების მიხედვით, სკოლა „კანდიდმა“ გამოავლინა მოსწავლები, რომლებმაც აჩვენეს მაღალი შედეგები და შევიდნენ „ოქროს რეიტინგში“.
აღსანიშნავია რომ სკოლას ასევე ყავდა „ვერცხლის“ და „ბრინჯაოს“ რეინგოსანი მოსწავლეებიც.
მშობლებს დირექციის მხრიდან გადაეცათ „მადლობის ფურცლები“ მასწავლებლებთან ერთად გაწეული შრომისა და თანადგომისათვის და ასევე მოსწავლეების მიერ ხელით შექმნილი „მისალოცი ბარათები“ სადაც ისინი დედის დღეს ულოცავდნენ საკუთარ დედებს.
გთავაზობთ წარჩინებულ მოსწავლეთა სიას:

გამოქვეყნებულია 10-02-2017, 10:55
სკოლა „კანდიდის“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ი.გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ ორგანიზებულ პროექტში „მოვეფეროთ იაკობს და დედაენას“, რომელიც ი.გოგებაშვილის დაბადების 176-ე და „დედა ენის“ 140 წლისთავისადმია მოძღვნილი. მოსწავლეებმა შექმნეს ილუსტრირებული ალბომები და ხელისგულისოდენა წიგნები.
სკოლა კანდიდს და გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.

გამოქვეყნებულია 3-02-2017, 11:31
2017 წლის 3 თებერვალს 2 ბ კლასის დამრიგებელმა რუსუდან ალიბეგაშვილმა განახორციელა პროექტი „ წიგნი ჩემი მეგობარია“, რომლის მიზანიც გახლდათ კითხვის მოტივაციის გაზრდა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში.
თავდაპირველად მოსწავლეებს მიეცათ არდადეგებზე წასაკითხათ ასტრიდ ლინდგრენის „ლოტა აურზაურის ქვეყნიდან“, ხოლო გამოსვლისთანავე მოეწყო წაკითხული წიგნის განხილვა. მოსწავლეები გაეცნენ ავტორს და მის ბიოგრაფიას. ასევე უპასუხეს ტექსტიდან დასმულ კითხვებს, გამოყვეს თექსტიდან ყველაზე დასამახსოვრებელი აბზაცები,გააკეთეს ჩანახატები და საბოლოოდ წერილი მიწერეს მთავარ გმირ ლოტას.

გამოქვეყნებულია 28-01-2017, 14:48
28 იანვარს IVგ კლასის პედაგოგმა მაია კახაიამ განახორციელა პროექტი თემაზე „ქართულ ენა და ლიტერატურა“. პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში მშობლიური ენის მიმართ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას, დამუშავებას და უკუკავშირს - პრეზენტაციების სახით.
მონაწილე მოსწავლეებს პრეზენტაციების ბოლოს სკოლის დირექტორმა ქალბატონმა მარინე ქვრივიშილმა გადასცა სერთიფიკატები.

გამოქვეყნებულია 26-01-2017, 13:13
ტრადიციისამებრ წელსაც სკოლა „კანდიდში“ ჩატარდა საახალწლო კარნავალი, სადაც სკოლის მეორე და მესამე საფეხურის მოსწავლეებმა თვითმმართველობის ხელმძღვანელობით წარადგინეს სხვადასხვა სახის გასართობი, საცეკვაო და იუმორისტული ნომრები. სკოლის ყველაზე აქტიურმა და კრეატიულმა მასწავლებლებმა შეასრულეს გადაცმის "ერთი-ერთში", იმიტაცია, სადაც განასახიერეს სხვადასხვა ჟანრის ცნობადი სახეები (მუსიკალური თუ ქორეოგრაფიული), რომელმაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და გამოიწვია ოვაციები .
კარნავალზე წარდგენილი იყო ნომინაციები, სადაც კლასები, ინდივიდუალური შემსრულებლები და წყვილები დაჯილდოვდნენ, ასევე წლის მანძილზე ჩატარებული გამოკითხვების შედეგად დასახელდა ნომინაციებში გამარჯვებული მოსწავლეები და პედაგოგები.
სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს დამდეგ 2017 წელს სრულიად სასკოლო საზოგადოებას და უსურვებს წინსვლას, ულევ პოზიტივს და წარმაატებას !!!

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)