ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გამოქვეყნებულია 18-05-2019, 18:18
18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო და ასევე ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით, სკოლა „ კანდიდის“ 4 ა და 4 გ კლასები (დამრიგებლები: ეკატერინე ხმალაძე და მირანდა კეშელავა) იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. გასვლითი ღონისძიების მიზანი იყო: მოსწავლეთათვის თვალსაწიერის გაფართოება, ქართული ტრადიციების გაცნობა, და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება.
გამოქვეყნებულია 18-05-2019, 10:57
18 მაისს, პედაგოგმა ნინო ხმალაძემ მე–3 გ კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი ბუნებისმეტყველებასა და ქართულში (ინტეგრირებული) თემაზე: ,,ღრუბელი და წვიმა’’, ,,დარის ღრუბელი’’.
გამოქვეყნებულია 18-05-2019, 10:47
18 მაისს პედაგოგმა ეთი ჯანეზაშვილმა I გ კლასში ჩაატარა შემაჯამებელი გაკვეთილი მათემატიკაში. პატარებმა, შეაჯამეს განვლილი მასალა და იმოგზაურეს „ციფრთა სამყაროში“. გაიხსენეს: კენტი და ლუწი, წინა და მომდევნო რიცხვები. შეასრულეს შეკრება-გამოკლება დაშლის ხერხით (ათეულის გავლით), შეადგინეს და ამოხსნეს ამოცანები, გეომეტრიული ფიგურების გამოყენებითა და მაგალითების პასუხების მეშვეობით ააწყვეს ნახატი "ჩვენი ეზო".
საბოლოოდ, გაკვეთილი მეტად სახალისო, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გამოვიდა.
გამოქვეყნებულია 16-05-2019, 12:00
16 მაისს სკოლა „კანდიდის“ 3 გ კლასი (დამრიგებელი - ნინო ხმალაძე) იმყოგებოდა სტუმრად Gino Paradise-ში, სადაც მოსწავლეებს დახვდათ უნიკალური წყლის პარკი, ატრაქციონები, სასრიალოები და დიდი მხიარულება.
ბავშვები, დადებითი ემოციებით აღვსილი დაუბრუნდნენ სკოლას და სურვილი გამოთქვეს ახლო მომავალში კიდევ ეწვიონ Gino Paradise–სს.
გამოქვეყნებულია 15-05-2019, 12:33
15 მაისს სკოლა „ კანდიდის“ 4 ა და 4 გ კლასები (დამრიგებლები : ეკატერინე ხმალაძე და მირანდა კეშელავა) იმყოფებოდნენ ეთნოგრაფიულ მუზეუმში. გასვლითი ღონისძიების მიზანი იყო : თვალსაწიერის გაფართოება, მოსწავლეთათვის ქართული ტრადიციების გაცნობა.
გამოქვეყნებულია 15-05-2019, 11:34
15 მაისს, IV ბ კლასმა (პედაგოგი - რუსუდან ალიბეგაშვილი) წარმოადგინა საჩენებელი გაკვეთილი „მე და საზოგადოებაში“, თემაზე : ,,მოდი მივცეთ ხმა!“
გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეებს პრაქტიკულად გაევლოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესი, გაეცნობიერებინათ, რომ ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა.
გამოქვეყნებულია 7-05-2019, 12:50
7 მაისს სკოლა „კანდიდის“ 2 ა კლასში პედაგოგმა თამარ ტიტვინიძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი მათემატიკაში, თემაზე: ორნიშნა რიცხვების განახევრება-გაორმაგება.
გამოქვეყნებულია 6-05-2019, 10:16
6 მაისს 1 გ კლასის ( დამრ. ე. ჯანეზაშვილი) და 2გ კლასის ( დამრ. მ. კახაია) მოსწავლეები დამრიგებლებთან ერთად ეწვივნენ დედაენის ძეგლს. ძეგლი ამავე სახელწოდების პარკში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე “მშრალ ხიდთან” დგას. მასზე გამოსახულია ცოდნის წყურვილით ზეცისკენ ხელებაპყრობილი ყმაწვილი, რომელიც ეს ესაა ზარს შემოკრავს.
გამოქვეყნებულია 3-05-2019, 11:27
3 მაისს სკოლა "კანდიდის" 4 ა კლასი (დამრიგებელი - ეკატერინე ხმალაძე ) იმყოფებოდა სტუმრად ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში. ბავშვებმა დაათვალიერეს ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის საცხოვრებელი სახლი, ეზო, მწერლის მემორიალური ნივთები, XIX ს-ის ქართული კულტურის წარმომადგენელთა ფოტოპორტრეტები და XIX ს-ის ყოფის ამსახველი ფოტომასალები, კერძოდ: მწერლის ხელნაწერები, მისივე გამოცემული პერიოდიკის ნამუშევრები ("ივერია", "საქართველოს მოამბე" და სხვ).
ბავშვები დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ თითოეულ ნივთს და საბოლოოდ ამ ვიზიტით ყველა კმაყოფილი დარჩა, პატარებს ეს ამაღლებული განწყობა დიდხანს გაყვებათ.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)