ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გამოქვეყნებულია 30-01-2023, 21:45
კურსდამთავრებულების🎓
ჩანაწერებიდან📝
კანდიდში გატარებული 12 წელი არის ის პერიოდი, რომელსაც ყოველთვის სიყვარულითა და მონატრებით გავიხსენებ✅
კანდიდში არსებული სითბო და კომფორტი ყოველთვის მიხალისებდა სწავლის პროცესს. აქ შეძენილმა ადამიანებმა, იქნება ეს მოსწავლე თუ მასწავლებელი, წარუშლელი კვალი დატოვეს ჩემს ცხოვრებაში. გავატარე დაუვიწყარი დღეები, რომლის გამოც ამ სკოლისთვის მადლობის გარდა არაფერი მეთქმის🙏
აქ მიღებული გამოცდილება, ცოდნა და განათლება უდავოდ ამარტივებს იმ გამოცდებს, რომლებიც გხვდება დროთა განმავლობაში. პირველი და უდიდესი მადლობა ეკუთვნის ქალბატონ მაიას, რომელიც ფასდაუდებელ შრომას დებს ამ თბილი გარემოს შექმნაში🙌
გამოქვეყნებულია 29-01-2023, 21:44
კურსდამთავრებულების🎓
ჩანაწერებიდან📝
კანდიდი იმაზე მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ სკოლა❣
12 წლის განმავლობაში, ყოველ დილას მოვდიოდი ოჯახში, სადაც პრობლემას არაფერი წარმოადგენდა და ნებისმიერი ადამიანი მზად იყო მხარში დამდგომოდა💞
უნივერსიტეტში ჩაბარების შემდგომ სკოლა კიდევ უფრო დავაფასე, უამრავი რამ, რაც უნივერსიტეტში ბევრისთვის ახალი იყო, კანდიდში უკვე გამოცდილი, მრავალჯერ დამუშავებული და დახვეწილი მქონდა✅
ცოტა ხნის წინ კანდიდს კვლავ ვესტუმრე. დამრიგებლები, მასწავლებლები, დირექტორი, დამხმარე პერსონალი, ყველა მათგანი ისე დამხვდა, როგორც ოჯახის წევრს🤗
ისინი ჩვენ ბავშვობიდან გვიცნობენ და ჩვენს აღზრდაში ლომის წვლილი მიუძღვით🙌
📣მერწმუნეთ, ასეთ ყურადღებას და მზრუნველობას სხვაგან იშვიათად თუ ნახავთ❣
დავით (საბა) ბაქრაძე
გამოქვეყნებულია 26-01-2023, 21:41
კურსდამთავრებულების🎓
ჩანაწერებიდან📝
კანდიდზე რომ ვისაუბრო ალბათ დიდი ხანი ვერ გამაჩერებთ, თუმცა ვეცდები მოკლედ აგიღწეროთ ის სიყვარული და პატივისცემა, რაც მე ამ სკოლის და მისი წევრების მიმართ გამაჩნია👇
ჩემი და კანდიდის ურთიერთობა მესამე კლასიდან იწყება. მახსოვს, როგორ ვნერვიულობდი გასაუბრებაზე, რომელიც ჩემი ამ სკოლაში მოხვედრის საგზური იყო. თუმცა მარტივად გავართვი თავი და ჩვენი თავგადასავალიც დაიწყო➡️
კანდიდი ჩემთვის პატარა, მაგრამ დიდი გულის ოჯახია, სადაც არამხოლოდ განათლებას, არამედ ადამიანურ ღირებულებებსაც იძენ✅
მოსწავლეები სკოლის პერიოდში ვერ აცნობიერებენ, რამდენად ღირებულია იქ გატარებული თითოეული წამი, რამდენად მნიშვნელოვანი, გასათვალისწინებელი და გამოსადეგია პედაგოგთა რჩევა-დარიგებები. როგორც კი "მშობლიურ კალთას" მოშორდებიან, მაშინვე აფასებენ, რეალურად, რამხელა შრომა, ცოდნა და რესურსია მათში ჩადებული❣
გამოქვეყნებულია 20-01-2023, 21:38
კურსდამთავრებულების🎓
ჩანაწერებიდან📝
,,არ ვარ ემოციური ადამიანი და არც ჩემს შეხედულებებზე მიყვარს საჯაროდ საუბარი, თუმცა ამ შემთხვევაში არ ვაპირებ იმ ემოციების დამალვას, რაც კანდიდში ყოფნის დროს განვიცადე🥰
მიუხედავად იმისა, რომ სრული 12 წელი არ გამიტარებია კანდიდში, თავიდანვე შევუერთდი ამ დიდ და მეგობრულ ოჯახს როგორც სრულფასოვანი წევრი🌍
პირველივე დღეს მივხვდი, რომ სწორ ადგილას მოვხვდი➡️ თბილი გარემო, ყურადღება, ცეკვა, სიმღერა და ყველაფერი ის, რაც ჩემთვის ფასეული იყო✅
სკოლაში გატარებულმა თორმეტმა წელმა მარტო ისტორია, ქართული ან ინგლისური კი არა, არამედ ისიც მასწავლა, თუ როგორ უნდა წარმემართა საკუთარი ცხოვრება და რა უნდა გამეკეთებინა იმისთვის, რომ სასურველი შედეგისთვის მიმეღწია🌟
გამოქვეყნებულია 20-01-2023, 21:34
კურსდამთავრებულების🎓
ჩანაწერებიდან📝
,,დიდი დრო არ გასულა, რაც ჩემი სკოლის კედლებსა და მის შიგნით არსებულ მიკრო სამყაროს დავემშვიდობე, მაგრამ მონატრება იმ დღიდანვე არსებობს ჩემში, რაც ბოლო ზარმა ჩამოკრა სკოლა ,,კანდიდში" ჩემთვის და ჩემი თანაკლასელებისთვის🔔
სტუდენტები ხშირად ამბობენ, რომ სკოლა საერთოდ არ ენატრებათ,
ეტყობათ „კანდიდში“ არ უსწავლიათ😉
პირადად მე, ამ სკოლამ მხოლოდ ცოდნა და გამოცდილება კი არა, ცხოვრების თანამგზავრი-მეგობრები შემძინა💞
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არამხოლოდ თანატოლი, არამედ უმცროსი და უფროსი მეგობრებიც. დიდი ხნის განმავლობაში უბრალოდ პედაგოგები კი არა, ადამიანები მასწავლიდნენ საგნებსაც და სხვა ადამიანურ ღირსებებსაც მიზიარებდნენ🌟
შესაძლოა, ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს ჩემი შეფასება, მაგრამ გულწრფელი სიტყვებია და არაფერი მეტი❣
მოსწავლეობის დროს, იშვიათად რომ სკოლის გაცდენის სურვილი მქონოდა, ეს ყოველივე კი მათი დამსახურებით, ვინც ზღურბლს მიღმა მხვდებოდნენ🤗
გამოქვეყნებულია 12-01-2023, 20:39
ბევრი სასიამოვნო ემოციით და საოცარი ენერგიით დამუხტული დღეები - ბაკურიანი 2022 ❄
🧠 ტვინების ბრძოლა - ინტელექტუალური გუნდური შეჯიბრი, რომელსაც დიდი მონდომებით და ინტერესით თამაშობენ ჩვენი მოსწავლეები 🎯 გამარჯვებულები სიმბოლური პრიზებით და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ 🏆🥇🥈🥉
🎭კარნავალი - მოსწავლეთა ფანტაზიის, ნიჭის და შემოქმედებითობის წყალობით მართლაც სანახაობრივი და სახალისო გამოვიდა 🙈 მოყვარული და პროფესიონალი მოცეკვავეების ქორეოგრაფიული ნომრები 💃 სიმღერები 🎤🎸 და ბევრი იუმორი❣
🎤🙉 KARAOKE PARTY - როცა ვოკალური მონაცემების ქონისა თუ არქონის მიუხედავად, ყველა მღერის 🎶
⛷🏂 თხილამურებით თუ ციგით სრიალი - მოსწავლეებთან ერთად არც მასწავლებლები ამბობდნენ უარს ✅
#ყველაზეშთამბეჭდავითქვენითვალებია
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)