ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com

გამოქვეყნებულია 4-10-2016, 11:06
ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული მარიამ ქსოვრელი შავი ზღვის საერთაშოროსი უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის პირველკურსელია და 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მაღალი შედეგების მიხედვით პირველ 20-ეულშია.
სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მიწვეულ იქნა სკოლა „კანდიდის“ დირექტორი მარინე ქვრივიშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სპეციალურად ორგანიზებულ ღონისძიებაზე, სადაც სკოლას გადაეცა დიპლომი „ წარჩინებული აბიტურიენტების აღზრდისათვის“.

გამოქვეყნებულია 22-09-2016, 12:58
დღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ოლიმპიადა "სმარტის" ორგანიზატორებმა დააჯილდოვეს, ასევე მადლობის წერილი გადასცეს სკოლის დირექტორს- ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის.

გამოქვეყნებულია 27-08-2016, 00:23
სკოლა "კანდიდის" პედკოლექტივი და ადმინისტრაცია ულოცავს 2016 წლის კურსდამთავრებულებს წარმატებებს! ოცი მოსწავლიდან ყველა სტუდენტია! უმრავლესობამ მოიპოვა მაღალი გრანტი.

გამოქვეყნებულია 19-06-2016, 00:00
2016 წლის 19 ივნისს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის მიერ ორგანიზებული მათემატიკის ოლიმპიადა "გახდი ოლიმპიელი" -ის გამარჯვებულების დაჯილდოვების ოფიციალური ცერემონიალი.

გამოქვეყნებულია 15-06-2016, 00:15
I ადგილი ორგანიზაცია „ვერიტასის“ მათემატიკის ოლიმპიადაში.

გამოქვეყნებულია 11-06-2016, 00:00
II ადგილი ორგანიზაცია „ვერიტასის“ მათემატიკის ოლიმპიადაში.

გამოქვეყნებულია 10-06-2016, 23:36
ჩვენი სკოლის XI კლასის მოსწავლე ანა ქსოვრელი "კინგსის" მათემატიკის და ქართული ენის ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეთა შორის საუკეთესო შვიდეულში მოხვდა.

გამოქვეყნებულია 10-06-2016, 14:13
ჩვენი სკოლის III კლასის მოსწავლემ გურამ ხორგუანმა საქართველოს მასშტაბით მეორე, ხოლო თბილისის მასშტაბით - პირველი ადგილი დაიკავა "კინგსის" ქართული ენის ოლიმპიადაზე.

გამოქვეყნებულია 10-06-2016, 00:00
ჩვენი სკოლის XII კლასის მოსწავლემ მარიამ ქსოვრელმა I ადგილი დაიკავა "კინგსის" მათემატიკის და ქართული ენის ოლიმპიადაზე.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)