ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com

გამოქვეყნებულია 14-12-2016, 13:32
ჩატარდა სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა საქართველოს სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებს შორის. ჩვენი სკოლა კვლავაც აქტიურად ჩაერთო აღნიშნულ პროექტში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაში მონაწილე მოსწავლეები გადავიდნენ მეორე ტურში. ესენი არიან:

გამოქვეყნებულია 14-12-2016, 13:31
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2016-2017 სასწავლო წელს ჩატარებულ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე ჩვენი სკოლის მოსწავლეები, წელსაც აქტიურად იღებენ მონაწილეობას.

გამოქვეყნებულია 10-12-2016, 13:40
“კანდიდელებმა“ კვლავ მიიღეს მონაწილეობა ორგანიზაცია “kings”-ის მიერ ჩატარებულ სასკოლო ოლიმპიადაში და გადავიდნენ მეორე ტურში.

გამოქვეყნებულია 10-12-2016, 12:31
ჩატარდა ორგანიზაცია "Smart Competition" -ის მიერ სასკოლო ოლიმპიადა ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მათემატიკაში. აღნიშნულ ოლიმპიადაში ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა, მათ მოიპოვეს სხვადასხვა ხარისხის დიპლომები და სერთიფიკატები:

გამოქვეყნებულია 12-10-2016, 10:02
2015-2016 სასწავლო წელს ,,კანდიდის“ IIIა კლასის მოსწავლემ, გურამ ხორგუანმა “kings” ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაზე, საქართველოს მაშტაბით 33 ქალაქში, 62 კინგსელში მეორე ადგილი, ხოლო თბილისის მაშტაბით I ადგილი მოიპოვა. იგი შესაბამისად დაჯილდოვდა ორი დიპლომით (ქალაქისა და საქართველოს გამარჯვებული) და გადაეცა საგზური ანაკლიაში.
გურამი მხოლოდ 8 წლისაა და, ვფიქრობთ, რომ ეს წარმატება აღსანიშნავი და დასაფასებელია, რაც ,ამავე დროს, უტყუარი დასტურია პედაგოგისა და ოჯახის დაუღალავი შრომისა. გვინდა , რომ მომავალი ცხოვრების ასპარეზზე გურამს კიდევ უფრო მეტი წარმატება ვუსურვოთ. ყოველი გამარჯვება წარმატებული მომავლის საწინდარია!

გამოქვეყნებულია 5-10-2016, 13:17
ორგანიზაცია „კინგსმა“ დააჯილდოვა ჩვენი სკოლის 2015-16 სასწალო წლის ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები. კინგსის წარმომადგენლები თავად ლომთან ერთად ეწვივნენ სკოლას და თვითოეულ მოსწავლეს პირადად გადასცეს სერთიფიკატები. ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ სკოლა „კანდიდი“ მონაწილეთა შორის კვლევ მაღალი რეიტინგით გამოირჩევა

გამოქვეყნებულია 4-10-2016, 11:06
ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული მარიამ ქსოვრელი შავი ზღვის საერთაშოროსი უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის პირველკურსელია და 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მაღალი შედეგების მიხედვით პირველ 20-ეულშია.
სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მიწვეულ იქნა სკოლა „კანდიდის“ დირექტორი მარინე ქვრივიშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სპეციალურად ორგანიზებულ ღონისძიებაზე, სადაც სკოლას გადაეცა დიპლომი „ წარჩინებული აბიტურიენტების აღზრდისათვის“.

გამოქვეყნებულია 22-09-2016, 12:58
დღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ოლიმპიადა "სმარტის" ორგანიზატორებმა დააჯილდოვეს, ასევე მადლობის წერილი გადასცეს სკოლის დირექტორს- ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის.

გამოქვეყნებულია 27-08-2016, 00:23
სკოლა "კანდიდის" პედკოლექტივი და ადმინისტრაცია ულოცავს 2016 წლის კურსდამთავრებულებს წარმატებებს! ოცი მოსწავლიდან ყველა სტუდენტია! უმრავლესობამ მოიპოვა მაღალი გრანტი.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ოქტომბერი 2019 (3)
სექტემბერი 2019 (4)
ივნისი 2019 (6)
მაისი 2019 (19)
აპრილი 2019 (27)
მარტი 2019 (6)