ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com

გამოქვეყნებულია 26-01-2017, 10:06
სკოლა ,,კანდიდი“-ს მე-2 ბ კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიადაში-„კინგსი საქართველოსათვის“, მათ სხვადასხვა ხარისხის დიპლომები აიღეს. გამარჯვებულთა შორისაა ნინო მეფარიშვილი. იგი ვუნდერათეულში მე-7 ადგილზე მოხვდა. ვთვლით, რომ ეს გამარჯვება მე-2 კლასელისთვის სწავლის სტიმულია, დიდი გამარჯვებაა.
ვულიოცავთ პატარა ნინოს ამ „გამარჯვებას“!

გამოქვეყნებულია 16-01-2017, 13:57
გილოცავთ,კანდიდის XI-XII კლასის მოსწავლეებს EAST POINT-ის მიერ ორგანიზებულ "ბოულინგის სასკოლო ტურნირის" ნახევარფინალში გადასვლას.
მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი შესარჩევ და მეოთხედფინალურ ტურს და გადავიდნენ ნახევარფინალში. მოინდომეს და აჩვენეს მათი შესაძლებლობების მაქსიმუმი... იქვე დაურიგდათ წამახალისებელი საჩუქრები.

გამოქვეყნებულია 13-01-2017, 17:15
2016 წლის პირველ სემესტრში სკოლა "კანდიდიში", ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიერ "პრაქტიკული სამართლის სკოლის" პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სწავლების კურსი.
კურსის ფარგლებში მოსაწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგები ისეთ თემებზე, როგორიცაა: სახელმწიფო და დემოკრატია; ადამიანის უფლებები; შრომის სამართალი; მოლაპარაკების ხელოვნება; არასწრულწლოვნის უფლებები; შესავალი სისხლის სამართალში.

გამოქვეყნებულია 19-12-2016, 13:10
სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს სკოლა ,,კანდიდის“ თვითმმართველებს,, USAID’’ მიერ განხორციელებულ პროექტში ,,მოაწყე თვითმმართველობის ოთახი“ მოიპოვებულ გამარჯვებას უსურვებს წარმატებებს და წინსვლას მომავალში.
თვითმმართველობის ოთახის მოეწყო მოსწავლეების შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით და მინიმალური დანახარჯებით. სკოლაში შეიქმნა გარემოს დაცვის კლუბი,ოთახს კი ,,მწვანე ოთახი’’ ეწოდა. მოსწავლეებმა შეიძინეს საჭირო ნივთების დასამზადებელი მასალა და საკუთარი ხელით შექმნეს „მწვანე ოთახისათვის“დეკორაციები, თუ ავეჯი.

გამოქვეყნებულია 14-12-2016, 13:32
ჩატარდა სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა საქართველოს სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებს შორის. ჩვენი სკოლა კვლავაც აქტიურად ჩაერთო აღნიშნულ პროექტში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაში მონაწილე მოსწავლეები გადავიდნენ მეორე ტურში. ესენი არიან:

გამოქვეყნებულია 14-12-2016, 13:31
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2016-2017 სასწავლო წელს ჩატარებულ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე ჩვენი სკოლის მოსწავლეები, წელსაც აქტიურად იღებენ მონაწილეობას.

გამოქვეყნებულია 10-12-2016, 13:40
“კანდიდელებმა“ კვლავ მიიღეს მონაწილეობა ორგანიზაცია “kings”-ის მიერ ჩატარებულ სასკოლო ოლიმპიადაში და გადავიდნენ მეორე ტურში.

გამოქვეყნებულია 10-12-2016, 12:31
ჩატარდა ორგანიზაცია "Smart Competition" -ის მიერ სასკოლო ოლიმპიადა ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მათემატიკაში. აღნიშნულ ოლიმპიადაში ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა, მათ მოიპოვეს სხვადასხვა ხარისხის დიპლომები და სერთიფიკატები:

გამოქვეყნებულია 12-10-2016, 10:02
2015-2016 სასწავლო წელს ,,კანდიდის“ IIIა კლასის მოსწავლემ, გურამ ხორგუანმა “kings” ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაზე, საქართველოს მაშტაბით 33 ქალაქში, 62 კინგსელში მეორე ადგილი, ხოლო თბილისის მაშტაბით I ადგილი მოიპოვა. იგი შესაბამისად დაჯილდოვდა ორი დიპლომით (ქალაქისა და საქართველოს გამარჯვებული) და გადაეცა საგზური ანაკლიაში.
გურამი მხოლოდ 8 წლისაა და, ვფიქრობთ, რომ ეს წარმატება აღსანიშნავი და დასაფასებელია, რაც ,ამავე დროს, უტყუარი დასტურია პედაგოგისა და ოჯახის დაუღალავი შრომისა. გვინდა , რომ მომავალი ცხოვრების ასპარეზზე გურამს კიდევ უფრო მეტი წარმატება ვუსურვოთ. ყოველი გამარჯვება წარმატებული მომავლის საწინდარია!

გამოქვეყნებულია 5-10-2016, 13:17
ორგანიზაცია „კინგსმა“ დააჯილდოვა ჩვენი სკოლის 2015-16 სასწალო წლის ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები. კინგსის წარმომადგენლები თავად ლომთან ერთად ეწვივნენ სკოლას და თვითოეულ მოსწავლეს პირადად გადასცეს სერთიფიკატები. ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ სკოლა „კანდიდი“ მონაწილეთა შორის კვლევ მაღალი რეიტინგით გამოირჩევა

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)