ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
სკოლა "კანდიდი"
​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​
სწავლა - ნათელი მომავლისათვის
​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​
გამოქვეყნებულია 8-09-2022, 01:02
კიდევ ერთი სიახლე!
_სკოლაში ახალი საინტერესო საგანი - ლოგიკა იკავებს საპატიო ადგილს 🔍📣
🎯 სწავლების მიზანი მოსწავლეებში ანალიტიკური უნარების გამომუშავებაა, ამჯერად VI -VII კლასელები შეისწავლიან ლოგიკას, სამომავლოდ ასევე იგეგმება მეტი კლასის დაფარვა✅
მოსწავლეებს ლოგიკას ქალბატონი ირმა გასიტაშვილი შეასწავლის, რომელიც სულ ახლახანს შემოუერთდა კანდიდის გუნდს 🔔
საგნის სპეციფიკასთან ერთად ორიოდე სიტყვით გაგაცნობთ ქალბატონ ირმას, რომელსაც მათემატიკის სწავლების 20 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება აქვს✅👇
გამოქვეყნებულია 2-09-2022, 00:58

დიდი ხნის სურვილის შემდეგ, ახალი სასწავლო წლიდან გერმანული ენის სწავლებით გიბრუნდებით 🤗🇩🇪
უცხოური ენების სწავლება ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტულია, ამიტომ ორმაგად გვახარებს, რომ ჩვენი მოსწავლეები სამ უცხო ენას დაეუფლებიან✅
ამჯერად გერმანული ენა საპილოტე რეჟიმში დაინერგება VIII და IX კლასებში, ხოლო მომდევნო წლიდან იგეგმება სწავლების არეალის გაფართოება✅
სწავლება სპეციალური პროგრამით წარიმართება, კურსის შემდეგ მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა გოეთეს ინსტიტუტში ჩააბარონ გერმანული ენის ფლობის შესაბამისი გამოცდა, რისთვისაც გოეთეს ინსტიტუტთან იგეგმება მემორანდუმის გაფორმება 🤝✅
აქვე, გაგაცნობთ გერმანული ენის პედაგოგს, ქალბატონ ლიკა გურჯიძეს 🌟
გამოქვეყნებულია 31-08-2022, 00:55
არაერთხელ გქვონია მიზეზი, რომ გვეამაყა კურსდამთავრებულთა მიღწევებით🎓 და წლევანდელი წელიც არ არის გამონაკლისი 😇
ყოველი მათგანი უკვე სტუდენტია 🎓 წარმატებით დაასრულეს სასკოლო ცხოვრება და უფრო და უფრო დიდი გამოწვევებისთვის დაიწყეს მზადება 🙌
კიდევ უფრო საამაყოა, როცა მათგან
უმრავლესობამ მაღალი სახელმწიფო დაფინანსება მიიღო 👏 ისინი სწავლას საქართველოს მოწინავე უნივერსიტეტებში გააგრძელებენ 🙌
ვულოცავთ მათ და ცხოვრების ასპარეზზე მუდმივ გამარჯვებებს ვუსურვებთ 💗
დიდი ნაბიჯებით, დიდი მიზნებისკენ 🎯
გამოქვეყნებულია 27-08-2022, 00:23

ამჯერად ჩვენი მოსწავლე თორნიკე ჯინჭველეიშვილი იმყოფება საზაფხულო სკოლაში, ბუდაპეშტში ⭐
საზაფხულო სკოლის ორგანიზატორია One World - სწავლა საზღვარგარეთ. მოლაპარაკებები სკოლა კანდიდსა და One World-ის ადმინისტრაციას შორის, დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა პანდემიური პირობების გათვალისწინებით, სისრულეში მხოლოდ ახლა მოვიყვანეთ 🤝✅
შესაბამისად, One World-ისა და უნგრეთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სკოლის Berlitz-ის თანამშრომლობით დაგეგმილ ორკვირიან საზაფხულო სკოლას თორნიკე რამდენიმე დღის წინ ესტუმრა ☺️✈
გამოქვეყნებულია 26-08-2022, 00:18
სიამაყით მოგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდის კიდევ ოთხმა მასწავლებელმა წარმატებით ჩააბარა წამყვანი მასწავლებლის გამოცდა✅🎉
აი, ისინიც👏📣
👇😊
✅ ეკატერინე ხმალაძე - დაწყებითი კლასების მასწავლებელი
✅ თამარ სილაქაძე - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
✅ თინათინ ცხადაძე - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
✅ ხატია ჭალიძე - მოქალაქეობის მასწავლებელი
გამოქვეყნებულია 15-08-2022, 00:11
..ზაფხულის ცხელ დღეებში კიდევ ერთი კარგი სიახლით გიბრუნდებით 😊
📌2022-23 ს/წელს კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდაზე გასულმა ყველა მოსწავლემ წარმატებით დაძლია ბარიერი და უმრავლესობამ გარკვეულ მიმართულებებში გაცილებით მაღალი შედეგი აჩვენა👌
წელს გამოცდებზე სკოლიდან 24 მოსწავლე იყო დარეგისტრირებული, მათ ჩვენი პედაგოგების მიერ რამოდენიმე თვის განმავლობაში უტარდებოდათ დამათებითი აქტივობები, სპეციალური რესურსების მეშვეობით👩‍🏫
გამოქვეყნებულია 5-08-2022, 23:56
ჩვენი საამაყო მოსწავლის თორნიკე ღვინჯილიას გუნდი რობოტიკის მსფოლიო ოლიმპიადის რეგიონალური ფინალის გამარჯვებულია ❤
ზაფხულის ცხელ დღეებში გაგაცნობთ თორნიკეს და მის წარმატებაზე გიამბობთ 🎉
თორნიკე რობოტიკითაა დაინტერესებული ⚙🔩 🧲 სკოლის რობოტიკის კლუბსაც სიამოვნებით ხელმძღვანელობს და თანატოლებსაც უზიარებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას 🥰
გამოქვეყნებულია 5-08-2022, 00:03
"ყველაზე წიგნიერი გუნდის" ფინალისტების - "კანდიდელი წიგნომანების" რჩევები 👇📚
https://www.facebook.com/464769800309243/posts/5225223904263785/
გამოქვეყნებულია 19-07-2022, 23:50
სასიხარულო ამბავი გვინდა გამცნოთ 📣
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სკოლა კანდიდს წარმატებით მიენიჭა ავტორიზაცია ✅
გილოცავთ სრულიად სასკოლო საზოგადოებას, ჩვენს მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ❣
გისურვებთ, რომ კვლავაც წარმატებით, ჩვეული შემართებით და ურთიერთთანამშრომლობით განვაგრძოთ საქმიანობა 🎉
განსაკუთრებული მადლობა სკოლის პერსონალს გამოჩენილი პასუხისმგებლობისა და ერთგულებისთვის 🥰
#წინდიდიგეგმებია
გამოქვეყნებულია 4-07-2022, 23:46
🔔 როგორც დაგპირდით, მოგიყვებით "კანდიდელი წიგნომანების" წარმატებას, რომლებმაც ორასზე მეტ გუნდს შორის გაიარეს ორტურიანი შერჩევითი ეტაპი 📖👏✅
🔔 მათ წარმატებით ითამაშეს ფინალში 🌟

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)