ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
სკოლა "კანდიდი"
​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​
სწავლა - ნათელი მომავლისათვის
​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​
გამოქვეყნებულია 29-05-2019, 11:42
2019 წლის აპრილი-მაისის თვეში საქართველოს საგუნდო საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მე-5 ეროვნული კონკურსი, რომლის მიზანია აკადემიური საგუნდო სიმღერის პოპულარიზაცია, ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა, ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა და განვითარება. კონკურსი ითვალისწინებდა სხვადასხვა კატეგორიებს. იგი ჩატარდა ორ ტურად, სადაც წარმოდგენილი იყო ორი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოები.
გამოქვეყნებულია 29-05-2019, 10:36
22 მაისს ბოლო ზარის ცერემონიაზე 2017/18 წლის კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადავეცით.
გასულ წელს სკოლა წარმატებით დაამთავრა ხუთმა მედალოსანმა:
1. ნინო თათენაშვილი – ოქროს მედალი;
2. მარიამ მარგებაძე – ოქროს მედალი;
3. ივერი ჯაჯანიძე – ვერცხლის მედალი;
4. ელენე ფილფანი – ვერცხლის მედალი;
5. ქრისტინე შამათავა – ვერცხლის მედალი;
სწორედ ასეთი ახალგაზრდები ქმნიან მომავალს!
გამოქვეყნებულია 23-05-2019, 12:59
2019 წლის გაზაფხულის სეზონის კინგსის ოლიმპიადების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა - სკოლის საოლიმპიადე შედეგების გაუმჯობესება მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია პედაგოგების ჩართულობა. ინგლისურის ენისა და ქართული ენის ოლიმპიადის შედეგებიდან გამომდინარე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კამპანიაში ჩართულ ინგლისურის ენისა და ქართული ენის 718 პედაგოგს გადაეცა შესაბამისი ხარისხის დიპლომი და გამონაკლისი არც სკოლა "კანდიდის" პედაგოგები ყოფილან.
გამოქვეყნებულია 22-05-2019, 18:10
როგორც ვიცით, საქართველოს ტერიტორიის სიმცირის მიუხედავად მეტად მრავალფეროვანი და უნიკალური ბუნებრივი რესურსები გააჩნია. აქედან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მინერალები, სწორედ ამიტომ, ჩვენი სკოლის მე–9 კლასის მოსწავლეები გეოგრაფიის პედაგოგ დიმიტრი ავალიშვილთან ერთად, ეწვივნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიის ფაკულტეტთან არსებულ ,,მინერალოგიისა და პაეტროგრაფიის მუზეუმს’’, სადაც გამოფენილი იყო ნიმუშები, როგორც საქართველოს, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების და საზღვარგარეთის ქვეყნების ცნობილი საბადოებიდან, წარმოდგენლი იყო მადნეული, არამადნეული და ქანმშენი მინერალები.
გამოქვეყნებულია 18-05-2019, 18:18
18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო და ასევე ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით, სკოლა „ კანდიდის“ 4 ა და 4 გ კლასები (დამრიგებლები: ეკატერინე ხმალაძე და მირანდა კეშელავა) იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. გასვლითი ღონისძიების მიზანი იყო: მოსწავლეთათვის თვალსაწიერის გაფართოება, ქართული ტრადიციების გაცნობა, და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება.
გამოქვეყნებულია 18-05-2019, 10:57
18 მაისს, პედაგოგმა ნინო ხმალაძემ მე–3 გ კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი ბუნებისმეტყველებასა და ქართულში (ინტეგრირებული) თემაზე: ,,ღრუბელი და წვიმა’’, ,,დარის ღრუბელი’’.
გამოქვეყნებულია 18-05-2019, 10:47
18 მაისს პედაგოგმა ეთი ჯანეზაშვილმა I გ კლასში ჩაატარა შემაჯამებელი გაკვეთილი მათემატიკაში. პატარებმა, შეაჯამეს განვლილი მასალა და იმოგზაურეს „ციფრთა სამყაროში“. გაიხსენეს: კენტი და ლუწი, წინა და მომდევნო რიცხვები. შეასრულეს შეკრება-გამოკლება დაშლის ხერხით (ათეულის გავლით), შეადგინეს და ამოხსნეს ამოცანები, გეომეტრიული ფიგურების გამოყენებითა და მაგალითების პასუხების მეშვეობით ააწყვეს ნახატი "ჩვენი ეზო".
საბოლოოდ, გაკვეთილი მეტად სახალისო, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გამოვიდა.
გამოქვეყნებულია 16-05-2019, 12:00
16 მაისს სკოლა „კანდიდის“ 3 გ კლასი (დამრიგებელი - ნინო ხმალაძე) იმყოგებოდა სტუმრად Gino Paradise-ში, სადაც მოსწავლეებს დახვდათ უნიკალური წყლის პარკი, ატრაქციონები, სასრიალოები და დიდი მხიარულება.
ბავშვები, დადებითი ემოციებით აღვსილი დაუბრუნდნენ სკოლას და სურვილი გამოთქვეს ახლო მომავალში კიდევ ეწვიონ Gino Paradise–სს.
გამოქვეყნებულია 15-05-2019, 12:33
15 მაისს სკოლა „ კანდიდის“ 4 ა და 4 გ კლასები (დამრიგებლები : ეკატერინე ხმალაძე და მირანდა კეშელავა) იმყოფებოდნენ ეთნოგრაფიულ მუზეუმში. გასვლითი ღონისძიების მიზანი იყო : თვალსაწიერის გაფართოება, მოსწავლეთათვის ქართული ტრადიციების გაცნობა.
გამოქვეყნებულია 15-05-2019, 11:34
15 მაისს, IV ბ კლასმა (პედაგოგი - რუსუდან ალიბეგაშვილი) წარმოადგინა საჩენებელი გაკვეთილი „მე და საზოგადოებაში“, თემაზე : ,,მოდი მივცეთ ხმა!“
გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეებს პრაქტიკულად გაევლოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესი, გაეცნობიერებინათ, რომ ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)