ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
სკოლა "კანდიდი"
​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​
სწავლა - ნათელი მომავლისათვის
​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​
გამოქვეყნებულია 6-07-2018, 19:33
ბოლო ზარი
2018 წლის გამოშვება
გამოქვეყნებულია 24-06-2018, 11:00
საუკეთესო შვიდეულის დაჯილდოება - 2018
9 ივნისს უნივერსიტეტ „ნიუ ვიჟენში“ კინგსის ოლიმპიადებში
გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა სკოლა
"კანდიდის" წარმატებული მოსწავლე - ალექსანდრე კაცია ( პედაგოგი -
ეკატერინე ხმალაძე), რომელიც 2018 წლის გაზაფხულის სეზონის საუკეთესო
სამეულში მოხვედრისთვის ინტელექტუალურ–შემეცნებითი ბანაკის საგზურით
დასაჩუქრდა და ანაკლიის გამარჯვებულთა ბანაკში მიემგზავრება 17 ივნისს.
დაჯილდოებას ესწრებოდნენ თითოეული საგნის საუკეთესო შვიდეულები, მათი
მშობლები, მასწავლებლები და გულშემატკივრები. 2018 წლის გაზაფხულის
სეზონდაჯილდოებაზე სიტყვით გამოვიდა კინგსის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
სესილი გელოვანი, რომელმაც მოკლედ შეაჯამა 2018 წლის გაზაფხულის სეზონი,
ისაუბრა მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
ვულოცავთ ალექსანდრეს ამ წარმატებაას :)
გამოქვეყნებულია 24-06-2018, 10:44
სკოლა "კანდიდის" 1გ კლასში ( დამრ. კახაია მაია) ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, სიმღერით მოეფერნენ სამშობლოს , წარმოადგინეს საკუთარი ნახატები. ეს დღე დაუვიწყარი იქნება მათ სასკოლო ცხოვრებაში.
გამოქვეყნებულია 9-06-2018, 12:31
..
გამოქვეყნებულია 4-06-2018, 10:16
საქართველოს საგუნდო საზოგადოების ორგანიზებით 2018 წლის აპრილი-მაისის თვეში ჩატარდა ბავშვთა და მოზარდთა საგუნდო კოლექტივების საგუნდო მუსიკის მე-4 ეროვნული კონკურსი., რომელიც ითვალისწინებდა ორ ტურს. კონკურსი ჩატარდა სამ სხვადასხვა კატეგორიაში:

გამოქვეყნებულია 1-06-2018, 23:48

გამოქვეყნებულია 30-05-2018, 13:00
26 მაისს სკოლა "კანდიდის" 3 ა კლასი ( დამრიგებელი - ეკატერინე ხმალაძე) სოციალური უნარების განვითარების მიზნით იმყოფებოდა
ექსკურსიაზე კახეთში, მათ მოინახულეს შუამთა, გრემი, და ხარება.
გამოქვეყნებულია 30-05-2018, 12:45
ექსკურსია - ზედაზენი, საგურამო.
გამოქვეყნებულია 30-05-2018, 11:45
სკოლა "კანდიდში" უკვე ტრადიციად დამკვიდრდა ყოველწლიური საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის მოწყობა. დაეხმარო ბევრს რთულია, მაგრამ სიცოცხლე შეუმსუბუქო ადამიანს, აგრძნობინო მას თანადგომა, უპირველესი ადამიანური ვალდებულებაა.
მოგახსენებთ, რომ სკოლა "კანდიდის"მოსწავლეებისა და მშობლების უშუალო ჩართულობით ა.წ. 5 მაისს მოეწყო გამოფენა-გაყიდვა ჩვენი სკოლის მოსწავლის დედის, 34 წლის თეონა კობახიძის დასახმარებლად.
ღონისძიებაზე სიმბოლურ ფასად (1 ლარი) იყიდებოდა კუპონები, რომლის მეშვეობითაც გულისხმიერ ადამიანებს შეეძლოთ მოსიარულე დრამერების შოუსა და სხვადასხვა მუსიკალურ-საცეკვაო ნომრების ნახვა, სპორტულ აქტივობაში ჩართვა, ნახატებისა და სხვადასხვა კლასის მოსწავლეების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების შეძენა, ორიგინალური კერძების დაგემოვნება და რაც ყველაზე მთავარია, მცირედი წვლილის შეტანა სასიკეთო საქმეში. ყველაზე საგულისხმო და ამაღელვებელი იყო მშობელთა ჩართულობის მაღალი დონე. შემოსული თანხა მთლიანად გადაეცა ოჯახს.
მადლობას ვუხდით თითოეულ კანდიდელს, რადგან ეს დღე მათ ადამიანურობის,თანაგრძნობის, სიყვარულის დღედ აქციეს.
გამოქვეყნებულია 29-05-2018, 15:13
ჩვენო ცქრიალა, თბილო, მოსიყვარულე და ტკბილხმიანო გოგო, გილოცავთ ამ წარმატებას! გვეამაყები!
გამორჩეული ხარ!!!
გვიხარია, რომ გქვია "კანდიდელი"!!!

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)