ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
სკოლა "კანდიდი"
​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​
სწავლა - ნათელი მომავლისათვის
​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​
გამოქვეყნებულია 24-02-2018, 22:51
24 თებერვალს სკოლა "კანდიდის" VIII-X კლასებში საზოგადოებრივი კათედრის წევრებმა სალომე ტაბატაძის ხელმძღვანელობით ჩაატარეს სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: " წარსულის კვლევა მომავლისთვის” ,აღნიშნულ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ სამი ადგილის მფლობელები: პირველი ადგილი- ლექსო ქოქოსაძე; მეორე ადგილი- სალომე ბეწუაშვილი,ელენე ზურაბიანი; მესამე ადგილის-საბა ზაქარეიშვილი, თათა დადიანიძე;
ასევე გადანაწილდა საპრიზო ადგილები: საუკეთესო პრეზენტატორი- ლექსო ქოქოსაძე, კონფერენციის აღმოჩენა- ნიკა გოიაშვილი, საუკეთესო პრეზენტაცია- ქეთი მირცხულავა და გიორგი ღამბაშიძე. კონფერენციის ბოლოს მონაწილე მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით
გამოქვეყნებულია 22-02-2018, 11:40
22 თებერვალს 4 ბ კლასში პედაგოგმა დიანა ნიკოლაევამ ჩაატარა ღია გაკვეთილი რუსულ ენაში, თემა "წელიწადის დროები და კვირის დღეები". პედაგოგმა გაკვეთილი დაიწყო განვლილი მასალის განმეორებით კითხვა-პასუხის რეჟიმში .გამოიყენა ინტერაქტიური სწავლების მეთოდი.მოსწავლეებმა სლაიდის დახმარებით აღწერეს წელიწადის დროები .წაიკითხეს ლექსები.ბურთით გაიმეორეს კვირის დღეები და რიგობითი რიცხვები.შეასრულეს წერითი პრაქტიკული სამუშაო თემასთან დაკავშირებით.გაითამაშეს დიალოგი კვირის დღეებზე.გაკვეთილის ბოლოს შეფასდნენ განმავითარებელი კომენტარით
გამოქვეყნებულია 22-02-2018, 11:34
სკოლა "კანდიდში" ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ საინტერესო აქტივობა დაგეგმა .5-6 კლასელებს შორის ჩატარდა მხატვრული წერის კონკურსი "წერის დღესასწაული" კონკურსის მიზანი იყო წერითი კულტურის ამაღლებისა და დახვეწისათვის მოტივაციის გაზრდა,რაც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნიკური პროგრესის პირობებში.
გამოქვეყნებულია 21-02-2018, 12:56
არასამთავრობო ორგანიზაცია "Human Rights Association (HRA)", ევროსაბჭოს დაფინანსებით, თბილისსა და რეგიონებში ახორციელებს პროექტს "ტოლერანტობის სკოლა", რომლეშიც მონაწილეობა კერძო სკოლა "კანდიდმაც" მიიღო. სკოლაში არსებული თვითმმართველი ორგანოს წევრ მე-8 - მე-11 კლასის მოსწავლეებთან, ერთი თვის განმავლობაში, ჩატარდა 4 შეხვედრა. ტრენინგები ეხებოდა ტოლერანტობას, საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს და კიბერ ბულინგს, ასევე მათ მონილეობა მიიღეს როლურ თამაშშიც. ორგანიზაცია მადლობას უხდის სკოლა "კანდიდს" პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის.
გამოქვეყნებულია 20-02-2018, 14:39
IV ა კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი მათემატიკაში.გაგვეთილის თემა იყო - სვეტოვანი დიაგრამა.
გამოქვეყნებულია 17-02-2018, 11:15
2018 წლის 16 თებერვალს III ა კლასში პედაგოგმა ეკატერინე ხმალაძემ ჩაატარდა გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში თემაზე: "ვარგისიანობის ვადა და ეტიკეტი“.
გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს. მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც წყვილებში,ასევე ინდივიდუალურად. საბოლოოდ კი შეძლეს საკვები პროდუქტებისს ეტიკეტის მიხედვით მონაცემების წარმოდგენა და აღწერა.
გამოქვეყნებულია 17-02-2018, 10:58
2018 წლის 16 თებერვალს Iბ კლასის მასწავლებელმა ირმა გურგენიძემ ჩაატარდა ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე: “რიცხვები 11-დან 20-მდე“. გაკვეთილის მიზანი გახლდათ 11-დან 20-მდე რიცხვების დასახელება; წინა და მომდევნო რიცხვების დასახელება; რიცხვებიდან თანრიგების გამოყოფა. გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს. იმუშავეს როგორც წყვილებში,ასევე ინდივიდუალურად. გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
გამოქვეყნებულია 15-02-2018, 13:56
1 თებერვალს სკოლა "კანდიდის" დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებიც შეუერთდნენ წიგნის ხმამაღლა კითხვის მსოფლიო დღეს, რომლის ლოზუნგია "წაიკითხე ხმამაღლა, შეცვალე სამყარო ."
გამოქვეყნებულია 14-02-2018, 22:54
2018 წლის 14 თებერვალს სკოლა კანდიდს სტუმრად ეწვია ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი Even Siegal , რომელიც საქართველოში ჩამოვიდა 2018 წლის 15-18 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთ მცოდნეობის ინსტიტუტში დაგეგმილი სპარსულენოვანი საზოგადოებების კვლევის ასოციაციის (The Association for Study of Persianate Societies. აშშ) მე-8 საერთაშორისო კონგრესზე მომხსენებლად. ჩვენს სკოლაში ვიზიტის ფარგლებში ბატონმა ევანსმა მოსწავლეებთან განიხილა ქართველთა მონაწილეობის საკითხი ირანის კონსტიტუციურ რევოლუციში.
გამოქვეყნებულია 12-02-2018, 18:06
დიდი ქართველი მწერლების აკაკის, ილიას და იაკობის ცხოვრებისა და მოღვაწეობის უკეთ შესწავლისთვის მე-3 კლასების დამრიგებლებმა - ეკატერინე ხმალაძემ, რუსუდან ალიბეგაშვილმა და მირანდა კეშელავამ ჩაატარეს შემეცნებით-გაცნობითი ღონისძიება. მოსწავლეებს მიეწოდათ დამატებითი ინფორმაცია მწერლების შესახებ, ისინი პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული, მოიძიეს და ნახატების სახით წარმოადგინეს ხსენებული მწერლების შემოქმედება. მოხდა ფილმის ჩვენება დარბაზში, რომელსაც მოსწავლეებმა დიდი ინტერესით ადევნეს თვალი. ფილმის ჩვენების შემდეგ კი ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)