ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
სკოლა "კანდიდი"
​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​
სწავლა - ნათელი მომავლისათვის
​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​
გამოქვეყნებულია 28-01-2017, 14:48
28 იანვარს IVგ კლასის პედაგოგმა მაია კახაიამ განახორციელა პროექტი თემაზე „ქართულ ენა და ლიტერატურა“. პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში მშობლიური ენის მიმართ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას, დამუშავებას და უკუკავშირს - პრეზენტაციების სახით.
მონაწილე მოსწავლეებს პრეზენტაციების ბოლოს სკოლის დირექტორმა ქალბატონმა მარინე ქვრივიშილმა გადასცა სერთიფიკატები.
გამოქვეყნებულია 26-01-2017, 16:17
შავიზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოეწყო კომპიუტერული მეცნიერებისა და ინჟინერიის საგანმანათლებლო კვირეული, სადაც მონაწილეობა მიიღო სკოლა „კანდიდის“ მონაწილეებმა. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეების დაინტერესება ინჟინერიითა და კომპიუტერული მეცნიერებებით, ასევე მათი ჩაბმა Hour of Code (HOC)-ის მსოფლიო მარათონში. HOC იყო ერთსაათიანი აქტივობა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები გაეცნენ პროგრამირების საფუძვლებს, კოდირებას. ჩატარდა ტრენინგი ვიზუალურ დაპროგრამებაში, HTML-ისა და C#-ის საფუძვლებში.
გამოქვეყნებულია 26-01-2017, 16:02
წელს პირველად სკოლა ,,კანდიდის“ დაწყებითი საფეხურის ბიბლიოთეკარ ხათუნა ხადურის ინიციატივით მესამე-მეოთხე კლასების აქტიურმა მკითხველებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალში, რომელიც ჩატარდა საქართელოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ბავშვებისათვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო სხვადასხვა გამომცემლობების მიერ ფესტივალზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი წიგნების გამოფენა-გაყიდვა.
გამოქვეყნებულია 26-01-2017, 13:13
ტრადიციისამებრ წელსაც სკოლა „კანდიდში“ ჩატარდა საახალწლო კარნავალი, სადაც სკოლის მეორე და მესამე საფეხურის მოსწავლეებმა თვითმმართველობის ხელმძღვანელობით წარადგინეს სხვადასხვა სახის გასართობი, საცეკვაო და იუმორისტული ნომრები. სკოლის ყველაზე აქტიურმა და კრეატიულმა მასწავლებლებმა შეასრულეს გადაცმის "ერთი-ერთში", იმიტაცია, სადაც განასახიერეს სხვადასხვა ჟანრის ცნობადი სახეები (მუსიკალური თუ ქორეოგრაფიული), რომელმაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და გამოიწვია ოვაციები .
კარნავალზე წარდგენილი იყო ნომინაციები, სადაც კლასები, ინდივიდუალური შემსრულებლები და წყვილები დაჯილდოვდნენ, ასევე წლის მანძილზე ჩატარებული გამოკითხვების შედეგად დასახელდა ნომინაციებში გამარჯვებული მოსწავლეები და პედაგოგები.
სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს დამდეგ 2017 წელს სრულიად სასკოლო საზოგადოებას და უსურვებს წინსვლას, ულევ პოზიტივს და წარმაატებას !!!
გამოქვეყნებულია 26-01-2017, 10:06
სკოლა ,,კანდიდი“-ს მე-2 ბ კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიადაში-„კინგსი საქართველოსათვის“, მათ სხვადასხვა ხარისხის დიპლომები აიღეს. გამარჯვებულთა შორისაა ნინო მეფარიშვილი. იგი ვუნდერათეულში მე-7 ადგილზე მოხვდა. ვთვლით, რომ ეს გამარჯვება მე-2 კლასელისთვის სწავლის სტიმულია, დიდი გამარჯვებაა.
ვულიოცავთ პატარა ნინოს ამ „გამარჯვებას“!
გამოქვეყნებულია 23-01-2017, 13:19
VI ა-კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან მაგდა გიორგბერიძესთან ერთად ესტუმრნენ Experimentorium , სადაც საათნახევრიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ თამაშში. ნახეს სახალისო ფიზიკის ხელსაწყოები და ძალიან საინტერესო „აზოტ შოუ“.
ექსკურსია ემსახურებოდა მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებას.
გამოქვეყნებულია 16-01-2017, 13:57
გილოცავთ,კანდიდის XI-XII კლასის მოსწავლეებს EAST POINT-ის მიერ ორგანიზებულ "ბოულინგის სასკოლო ტურნირის" ნახევარფინალში გადასვლას.
მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი შესარჩევ და მეოთხედფინალურ ტურს და გადავიდნენ ნახევარფინალში. მოინდომეს და აჩვენეს მათი შესაძლებლობების მაქსიმუმი... იქვე დაურიგდათ წამახალისებელი საჩუქრები.
გამოქვეყნებულია 16-01-2017, 11:21
,,ემოცია არის დამოუკიდებელი ცვლადი და ის მოქმედებს მეხსიერებაზე”-დიმიტრი უზნაძე
ჩვენი გარემო,პირველ რიგში ადამიანების განწყობაზე ახდენს გავლენას. მისი ქცევა და განცდა ამ განწყობის ნიადაგზე ღებულობს თავის გარკვეულ სახეს,ამიტომ მშობლებთან ერთად მე-2 სემესტრის პირველი დღე დაუვიწყარი იყო კანდიდის მეორე კლასელი მოსწავლეებისათვის.(2017წ16.01)ამიტომ სკოლაში მოვიწვიეთ ჯამბაზი.მან თავისი პროგრამით გაამხიარულა მოსწავლეები.
გამოქვეყნებულია 16-01-2017, 10:35
კანდიდი ახალ წელს შესაბამისი განწყობით
გამოქვეყნებულია 16-01-2017, 09:21
ესეც დაწყებითი საფეხურის სკოლა

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)