ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com

გამოქვეყნებულია 25-05-2017, 20:21
სკოლა „კანდიდის“ II ა კლასი
დამრიგებელი - ეკატერინე ხმალაძე
სასწავლო აქტივობა-ექსკურსია - სამება, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი.

გამოქვეყნებულია 23-05-2017, 13:46
Vა და Xბ კლასი დამრიგებელ ეკა მაძღარაშვილთან ერთად ესტუმრა კონტაქტურ ზოოპარკ - "ფაუნლენდ’’-ს.
მოსწავლეებმა ცხოველებთან და ფრინველებთან შეხება, მათი მოფერება და გამოკვება შეძლეს. ვიზიტის წყალობით ისწავლეს ცხოველების სიყვარული და მათზე ზრუნვა. ყოველივე კი ერთგვარი რელაქსაცია გამოდგა ჩვენი აღსაზრდელებისათვის

გამოქვეყნებულია 19-05-2017, 12:10
საქართველოს ეროვნულ არქივთან მუდმივი თანამშრომლობიდან გამომდინარე შპს ,, კანდიდი,, საშუალო სკოლის X ბ კლასის მოსწავლეები ისტორიის მასწავლებელ თამარ ფესტვენიძესთან ერთად იმყოფებოდნენ არქივის მიერ ორგანიზებულ ნაბეჭდი წიგნების გამოფენაზე.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეების მხრიდან ვახტანგ VI და ერეკლე II მიერ სტამბაში დაბეჭდილი საერო და სასულიერო მასალების გაცნობა.

გამოქვეყნებულია 19-05-2017, 10:44
2017 წლის 22 აპრილს სკოლა ”კანდიდის” მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები იყვნენ მიზნობრივ ექსკურსიაზე. მოსწავლეებმა მოინახულეს ბოლნისის მონასტერი, სულხან-საბა ორბელიანის მუზეუმი და დმანისის ისტორიული ძეგლი. ბავშვებისთვის ექსკურსია იყო შემეცნებითი ხასიათის: მათ მიიღეს ინფორმაცია ქართველი მწერლის ცხოვრებისა და ადამიანთა წინაპრების- ჰომინიდების შესახებ. ექსკურსიის ბოლოს მოვაწყეთ პიკნიკი. მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ ამ გასვლითი აქტივობით.

გამოქვეყნებულია 18-05-2017, 10:34
NEA სფეროს სკოლა კანდიდის მე-9 კლასის მოსწვალეები სტუმრობდნენ. ისინი გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ემილ წერეთელსა და მოკლევადიანი ამინდის პროგნოზების განყოფილების გამგეს დოდო გვაზავას შეხვდნენ. გარემოს ეროვნული სააგენტო სტუდენტებსა და მოსწავლეებს სპეციალურ სივრცეს სთავაზობს, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ, სააგენტოს ფუნქციებიდან გამომდინარე აქტუალურ საკითხებზე იმსჯელონ, სპეციალისტების შეფასებები მოისმინონ და პროფესიული ცოდნა აიმაღლონ.

გამოქვეყნებულია 17-05-2017, 10:17
შავ? ზღვ?ს საერთაშორ?სო უნ?ვერს?ტეტსა და კერძო სკოლა ''კანდ?დს'' შორ?ს ურთ?ერთთანამაშრომლობ?ს მემორანდუმ? გაფორმდა, რაც საგანმანათლებლო პროცესშ? ?ნტეგრ?რებას, სხვადასხვა საჯარო ლექც?ებ?ს, კონკურსებ?ს, გამოფენებ?ს, საგანმანათლებლო ოლ?მპ?ადებ?სა თუ კონფერენც?ებ?ს გამართვას ?თვალ?სწ?ნებს.

გამოქვეყნებულია 8-05-2017, 15:45
ყოველწლიურად ოლიმპიადა “ინტელექტში“ მონაწილეობას იღებს სკოლა „კანდიდი“ , არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი, რადგან ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა კვლავაც მოიპოვეს სხვადასხვა ხარისხის დიპლომები. გთავაზობთ ჩამონათვალს:

გამოქვეყნებულია 8-05-2017, 11:33
ნინო გიგანი „კანდიდის“საუკეთესო და წარმატებული მოსწავლეა. სულ რაღაც 5 წელია, რაც ჩვენი „დიდი ოჯახის“ სრულიფლებიანი წევრია, მაგრამ მან შეძლო ამ ხნის განმავლობაში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი ეჩვენებინა.

გამოქვეყნებულია 19-04-2017, 13:57
2016-17 სასწ.წლის პირველ სემესტრში სკოლა „კანდიდის“ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მათემატიკისა და ქართული ენის შემოდგომის სეზონის ოლიმპიადებში : „SMART“ და “KINGS”.

დაჯილდოვდნენ შესაბამისი სიგელებით

გამოქვეყნებულია 18-04-2017, 15:21
ევროპის სასკოლო ოლიმპიადა „Lions“ - ის 2017 წლის ქართული ენისა და მათემატიკის ტურში გამარჯვებულები - სკოლა „კანდიდის“ II ა კლასის მოსწავლეები : ალექ სანდრე კაცია, ანასტასია ტაბატაძე და ანა ბაზალელი.
პედაგოგი -ეკატერინე ხმალაძე

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)