ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com

გამოქვეყნებულია 5-06-2017, 15:39
სკოლა ”კანდიდის” მოსწავლეთა გუნდმა თამარ ბერიძის, ნინო თათენაშვილის, ქრისტინე შამათავას, სალომე მუსელიანის, სალომე ბეწუაშვილის და ელენე ზურაბიანის შემადგენლობით, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული არქივის მიერ ორგანიზებულ კონკურსში“ რა? სად ? როდის?”თემა გახლდათ „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“

გამოქვეყნებულია 5-06-2017, 15:33
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დკავშირებით მოწყობილ კონფერენციაში ,,ოქროს საწმისი” მონაწილეობა მიიღეს სკოლა „კანდიდის“ VIII კლასის მოსწავლეებმა

გამოქვეყნებულია 29-05-2017, 16:25
კვლავ წარმატებით ჩაიარა XII კლასელთათვის 2017 წლის საატესტატო გამოცდებმა. გამოცდების პერიოდში 14 სუფთა ათიანი დაიწერა და საშუალო მაჩვენებლმა 9 ქულას გადააჭარბა :) ალბად დაგვეთანხმებით 18 მოსწავლის ფონზე საკმაოდ მაღალი შედეგია ! ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს ამ ეტაპის წარმატებით გადალახვას და გვწამს, რომ მისაღები გამოცდების შედეგები კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება!!!...

გამოქვეყნებულია 25-05-2017, 20:21
სკოლა „კანდიდის“ II ა კლასი
დამრიგებელი - ეკატერინე ხმალაძე
სასწავლო აქტივობა-ექსკურსია - სამება, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი.

გამოქვეყნებულია 23-05-2017, 13:46
Vა და Xბ კლასი დამრიგებელ ეკა მაძღარაშვილთან ერთად ესტუმრა კონტაქტურ ზოოპარკ - "ფაუნლენდ’’-ს.
მოსწავლეებმა ცხოველებთან და ფრინველებთან შეხება, მათი მოფერება და გამოკვება შეძლეს. ვიზიტის წყალობით ისწავლეს ცხოველების სიყვარული და მათზე ზრუნვა. ყოველივე კი ერთგვარი რელაქსაცია გამოდგა ჩვენი აღსაზრდელებისათვის

გამოქვეყნებულია 19-05-2017, 12:10
საქართველოს ეროვნულ არქივთან მუდმივი თანამშრომლობიდან გამომდინარე შპს ,, კანდიდი,, საშუალო სკოლის X ბ კლასის მოსწავლეები ისტორიის მასწავლებელ თამარ ფესტვენიძესთან ერთად იმყოფებოდნენ არქივის მიერ ორგანიზებულ ნაბეჭდი წიგნების გამოფენაზე.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეების მხრიდან ვახტანგ VI და ერეკლე II მიერ სტამბაში დაბეჭდილი საერო და სასულიერო მასალების გაცნობა.

გამოქვეყნებულია 19-05-2017, 10:44
2017 წლის 22 აპრილს სკოლა ”კანდიდის” მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები იყვნენ მიზნობრივ ექსკურსიაზე. მოსწავლეებმა მოინახულეს ბოლნისის მონასტერი, სულხან-საბა ორბელიანის მუზეუმი და დმანისის ისტორიული ძეგლი. ბავშვებისთვის ექსკურსია იყო შემეცნებითი ხასიათის: მათ მიიღეს ინფორმაცია ქართველი მწერლის ცხოვრებისა და ადამიანთა წინაპრების- ჰომინიდების შესახებ. ექსკურსიის ბოლოს მოვაწყეთ პიკნიკი. მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ ამ გასვლითი აქტივობით.

გამოქვეყნებულია 18-05-2017, 10:34
NEA სფეროს სკოლა კანდიდის მე-9 კლასის მოსწვალეები სტუმრობდნენ. ისინი გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ემილ წერეთელსა და მოკლევადიანი ამინდის პროგნოზების განყოფილების გამგეს დოდო გვაზავას შეხვდნენ. გარემოს ეროვნული სააგენტო სტუდენტებსა და მოსწავლეებს სპეციალურ სივრცეს სთავაზობს, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ, სააგენტოს ფუნქციებიდან გამომდინარე აქტუალურ საკითხებზე იმსჯელონ, სპეციალისტების შეფასებები მოისმინონ და პროფესიული ცოდნა აიმაღლონ.

გამოქვეყნებულია 17-05-2017, 10:17
შავ? ზღვ?ს საერთაშორ?სო უნ?ვერს?ტეტსა და კერძო სკოლა ''კანდ?დს'' შორ?ს ურთ?ერთთანამაშრომლობ?ს მემორანდუმ? გაფორმდა, რაც საგანმანათლებლო პროცესშ? ?ნტეგრ?რებას, სხვადასხვა საჯარო ლექც?ებ?ს, კონკურსებ?ს, გამოფენებ?ს, საგანმანათლებლო ოლ?მპ?ადებ?სა თუ კონფერენც?ებ?ს გამართვას ?თვალ?სწ?ნებს.

გამოქვეყნებულია 8-05-2017, 15:45
ყოველწლიურად ოლიმპიადა “ინტელექტში“ მონაწილეობას იღებს სკოლა „კანდიდი“ , არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი, რადგან ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა კვლავაც მოიპოვეს სხვადასხვა ხარისხის დიპლომები. გთავაზობთ ჩამონათვალს:

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ოქტომბერი 2019 (8)
სექტემბერი 2019 (4)
ივნისი 2019 (6)
მაისი 2019 (19)
აპრილი 2019 (27)
მარტი 2019 (6)