ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com

გამოქვეყნებულია 19-11-2016, 13:14
ამა წლის 30 ოქტომბერს ჩვენი სკოლის VIII ა კლასის მომსწავლეები "სადამრიგებლო საათის " ფარგლებში , ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით , დამრიგებელ ნინი აბუაშვილის ორგანიზებით იმყოფებოდნენ " ჯინო- ფერედაისის " გასართობ ცენტრში

გამოქვეყნებულია 13-11-2016, 13:59
2016 წლის 12 ნოემბერს IVბ კლასის დამრიგებელმა ირმა გურგენიძემ მოსწავლეები წავიყვანა ეთნოგრაფიულ მუზეუმში.ბავშვებმა მოინახულეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფისათვის დამახასიათებელი ობიექტები.
ექსკურსია საინტერესო და ხალისიან გარემოში წარიმართა.

გამოქვეყნებულია 9-11-2016, 13:04
2016 წლის 9 ნოემბერს სკოლა „კანდიდის“ X-ა და X-ბ კლასის მოსწავლეები აშშ-ს საელჩოს მიერ ორგანიზებულ საჯარო ლექციას დაესწრნენ.
ლექცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. მისი მიზანი იყო აშშ-ის ისტორიის, დემოკრატიული პრინციპების და მიმდინარე მოვლენების განხილვა-შეჯამება. ლექცია მეტად ინფორმაციული და აქტუალური იყო.

გამოქვეყნებულია 7-11-2016, 13:15
მიმდინარე სასწავლო წლის 7 ნოემბერს სადამრიგებლო საათის ფარგლებში 10(ა) კლასში დაიგეგმა და ჩატარდა ექსკურსია მცხეთის ჯვრის მონასტერში. ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ საქართველოს უძველეს კულტურულ ძეგლს - მცხეთის ჯვრის მონასტერს.

გამოქვეყნებულია 27-10-2016, 11:50
27 ოქტომბერს შპს. ,,კანდიდის” საშუალო სკოლის VIბ კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებლის და ჩვენი საქართველოს მასწავლებლის ორგანიზებით იმყოფებოდნენ გასვლით ღონისძიებაზე საქართველოს ისტორიის ეროვნულ მუზეუმში.

გამოქვეყნებულია 25-10-2016, 11:43
მიმდინარე სასწავლო წლის 25 ოქტომბერს სადამრიგებლო საათის ფარგლებში 8 ბ კლასში დაიგეგმა და ჩატარდა ექსკურსია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ საქართველოს უძველეს კულტურას ,რელიგიას, ადამიანის განვითარების ბიოლოგიურ და ისტორიულ ეტაპებს.

გამოქვეყნებულია 22-10-2016, 13:45
ამა წლის 12-13 ოქტომბერს V-VI კლასები ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგთან ეკა მაძღარაშვილთან და კლასის დამრიგებელთან ერთად გასვლითი გაკვეთილის ფორმატით იმყოფებოდნენ “IT Academy STEP“-ში . გაკვეთილმა აიტი სფერო გახადა უფრო საინტერესო და პროდუქტიული, მოსწავლეები ორი საათის განმავლობაში ეცნობოდნენ თამაშების შექმნის , საიტების შექმნის და რობოტოლანდიის ფართო შესაძლებლობებს.

გამოქვეყნებულია 15-10-2016, 13:47
გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ვარდების რევოლუციის პარკში გაიმართა თბილისობასთან დაკავშირებული ღონისძიება, სადაც აქტიურად ჩაერთვნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები, სხვადასხვა ნომრებით, რამაც ღონისძიების ორგანიზატორების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა და მათივე თხოვნით აღნიშნული ნომრები მეორე დღეს მონაწილე მოსწავლეებმა შეასრულეს მუხიანის ლოკალურ ცენტრში ( ღია სცენაზე).

გამოქვეყნებულია 12-10-2016, 10:02
2015-2016 სასწავლო წელს ,,კანდიდის“ IIIა კლასის მოსწავლემ, გურამ ხორგუანმა “kings” ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაზე, საქართველოს მაშტაბით 33 ქალაქში, 62 კინგსელში მეორე ადგილი, ხოლო თბილისის მაშტაბით I ადგილი მოიპოვა. იგი შესაბამისად დაჯილდოვდა ორი დიპლომით (ქალაქისა და საქართველოს გამარჯვებული) და გადაეცა საგზური ანაკლიაში.
გურამი მხოლოდ 8 წლისაა და, ვფიქრობთ, რომ ეს წარმატება აღსანიშნავი და დასაფასებელია, რაც ,ამავე დროს, უტყუარი დასტურია პედაგოგისა და ოჯახის დაუღალავი შრომისა. გვინდა , რომ მომავალი ცხოვრების ასპარეზზე გურამს კიდევ უფრო მეტი წარმატება ვუსურვოთ. ყოველი გამარჯვება წარმატებული მომავლის საწინდარია!

გამოქვეყნებულია 4-10-2016, 11:53
2016 წელს სკოლა „კანდიდი“-ს X-XI კლასების წარმატებულ მოსწავლეთა უმრავლესობამ, ასევე ინგლისური ენის პედაგოგებმა- დიანა კუნჭულიამ და თამარ ჯაფარიძემ, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს გაცვლით სასწავლო პროგრამაში.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)