ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com

გამოქვეყნებულია 4-10-2016, 11:06
ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული მარიამ ქსოვრელი შავი ზღვის საერთაშოროსი უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის პირველკურსელია და 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მაღალი შედეგების მიხედვით პირველ 20-ეულშია.
სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მიწვეულ იქნა სკოლა „კანდიდის“ დირექტორი მარინე ქვრივიშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სპეციალურად ორგანიზებულ ღონისძიებაზე, სადაც სკოლას გადაეცა დიპლომი „ წარჩინებული აბიტურიენტების აღზრდისათვის“.

გამოქვეყნებულია 22-09-2016, 12:58
დღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ოლიმპიადა "სმარტის" ორგანიზატორებმა დააჯილდოვეს, ასევე მადლობის წერილი გადასცეს სკოლის დირექტორს- ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის.

გამოქვეყნებულია 19-06-2016, 00:00
2016 წლის 19 ივნისს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის მიერ ორგანიზებული მათემატიკის ოლიმპიადა "გახდი ოლიმპიელი" -ის გამარჯვებულების დაჯილდოვების ოფიციალური ცერემონიალი.

გამოქვეყნებულია 15-06-2016, 00:15
I ადგილი ორგანიზაცია „ვერიტასის“ მათემატიკის ოლიმპიადაში.

გამოქვეყნებულია 11-06-2016, 00:00
II ადგილი ორგანიზაცია „ვერიტასის“ მათემატიკის ოლიმპიადაში.

გამოქვეყნებულია 10-06-2016, 23:36
ჩვენი სკოლის XI კლასის მოსწავლე ანა ქსოვრელი "კინგსის" მათემატიკის და ქართული ენის ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეთა შორის საუკეთესო შვიდეულში მოხვდა.

გამოქვეყნებულია 10-06-2016, 14:13
ჩვენი სკოლის III კლასის მოსწავლემ გურამ ხორგუანმა საქართველოს მასშტაბით მეორე, ხოლო თბილისის მასშტაბით - პირველი ადგილი დაიკავა "კინგსის" ქართული ენის ოლიმპიადაზე.

გამოქვეყნებულია 10-06-2016, 00:00
ჩვენი სკოლის XII კლასის მოსწავლემ მარიამ ქსოვრელმა I ადგილი დაიკავა "კინგსის" მათემატიკის და ქართული ენის ოლიმპიადაზე.

გამოქვეყნებულია 6-06-2016, 23:17
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩაატარა „STEM“ აკადემია ტექნოპარკში. მათ შორის იყო ჩვენი სკოლის მოსწავლე მარიამ ქსოვრელი, რომელიც სერტიფიკატით დააჯილდოვა სან დიეგოს უნივერსიტეტის დეკანმა.

გამოქვეყნებულია 1-06-2016, 00:00
პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ გამარჯვებულებს საქართველოს იუსტიციის მინსტრმა თეა წულუკიანმა მედლები, სიგელები და პრიზები გადასცა, დაჯილდოვების ცერემონიალი ეროვნული არქივის შენობაში გაიმართა. დაჯილდოვებას ასევე ესწრებოდნენ ნოე რამიშვილის შვილიშვილი მიშელ რამიშვილი და ქართველი ემიგრანტის, მამია ბერიშვილის შვილი, ტიერი ბერიშვილი. შეგახსენებთ რომ აღნიშნულ პროექტში სკოლა "კანდიდის" მოსწავლე თამარ ბერიძე გახდა წლის საუკეთესო მოთამაშე, ხოლო სკოლის გუნდმა საქართველოს მაშტაბით მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)