ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com

გამოქვეყნებულია 12-02-2019, 11:53
პირველი სემესტრის ბოლოს, II ა კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღს შემეცნებით-გასართობ ვიქტორინაში- „ყველაზე ჭკვიანი", რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლებიც და მასწავლებლებიც. ვიქტორინა დატვირთული იყო სხვადასხვა სახის საინტერესო შემეცნებითი კითხვებით. წარმოდგენას პატარები ახალისებდნენ ცეკვებითა და სიმღერებით. ღონისძიების ბილოს მონაწილეებს დაურიგდათ სამახსოვრო სიგელები.
პატარებმა თავი შესანიშნავად გაართვეს ამ გამოწვევას და მქუხარე ტაშიც დაიმსახურეს.

გამოქვეყნებულია 8-02-2019, 11:40
2018-2019 სასწავლო წლის 8 თებერვალს სკოლა „კანდიდის“ 4 ა კლასის მოსწავლეებმა ( პედ. ეკატერინე ხმალაძე) „მე და საზოგადოების" გაკვეთილზე წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე
- „ მედია და საზოგადოება“. კლასი დაყოფილი იყო ჯგუფებად, მოსწავლეებმა ინტერესებიდან გამომდინარე მოამზადეს თემები, ხალისით მოირგეს ჟურნალისტის როლი და წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები : „სტიქიური მოვლენები,“ „ყველაზე, ყველაზე“, „მითიური არსებები“, „საქართველოს ულამაზესი კუთხეები“, „უცნაური მცენარეები“, უცნაური ცხოველები“.
ბავშვებმა კარგად გაართვეს თავი დაკისრებულ ვალდებულებებს.

გამოქვეყნებულია 28-12-2018, 12:20
მე -4 ბ კლასმა განახორციელა პროექტი "ჩემი ქვეყანა".
მოსწავლეებს წილისყრით გაუნაწილდათ საქართველოს კუთხეები.პროექტი გრძელდებოდა ორი თვე 2018 წლის ნოენბერიდან - დეკემბერის ჩათვლით.
პირველ ეტაპზე მოსწავლეები იმყოფებოდნენ გიორგი ჩიტაძის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმშიი ღია ცის ქვეშ, სადაც დაათვალიერეს და გაეცნენ ყველა კუთხის ტრადიციებს.
მეორე ეტაპზე იმუშავეს კონტურულ რუკებზე და აღწერეს საქართველოს კუთხეები და ასევე დაკარგული ტერიტორიები- "ტაო" და" საინგილო".
მესამე ეტაპზე ემიგრანტებზე მოიძიეს ინფორმაცია კვლევით, რომელ ქვეყანაში რამდენი ქართველია ემიგრაციაში.
და ბოლოს შეგროვებული მასალით წარსდგნენ დამსწრე საზოგადოების წინაშე.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: სკოლის ადმინისტრაცია სრული შემადგენლობით, დაწყებითი სფეხურის კათედრა და მონაწილე მოსწავლეების მშობლები.

გამოქვეყნებულია 24-12-2018, 10:50
..

გამოქვეყნებულია 23-12-2018, 10:47
23 დეკემბერს I-ა კლასმა- დამრიგებელი ნინო ქობულაშვილი- ჩაატარა საახალწლო სპექტაკლი- " ქონდარუხი და მეგობრები" სპექტაკლის მიზანი იყო მოსწავლეთა სოციალური უნარების და მეტყველების დახვეწა - განვითარება.სპექტაკლმა დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა

გამოქვეყნებულია 23-12-2018, 10:40
2018 წლის 23 დეკემბერს Iბ კლასში ჩატარდა საახალწლო ღონისძიება. რომლის მიზანი იყო სოციალური უნარების განვითარება. ღონისძებაში მოსწავლეები წარმოაჩინდნენ შემოქმედებითი კუთხით.

გამოქვეყნებულია 22-12-2018, 11:23
2018 წლის 22 დეკემბერს სკოლა „ კანდიდის „ II გ კლასის მოსწავლეებმა სკოლის დარბაზში წარმოადგინეს ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სპექტაკლი (სპექტაკლის რეჟისორი - კლასის ხელმძღვანელი მაია კახაია). ბავშვებმა გაიხსენეს ნიკალას ბიოგრაფია, გააცოცხლეს მისი ნახატების გმირები. სპექტაკლის ბოლოს თითოეულ მონაწილეს გადაეცა სიგელი ნომინაციით „პატარა მსახიობი“. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებისგან მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურეს. ეს დღე დაუვიწყარი იქნება მათ სასკოლო ცხოვრებაში.

გამოქვეყნებულია 11-12-2018, 10:29
თვითმართველობის ინიციატივით, 10 დეკემბერს სკოლაში "პესონაჟის დღე" გაიმართა. მოსწავლეებმა საყვარელი ლიტერატურული გმირებისა და მსახიობების კოსტუმები მოირგეს.
აქტივობა საკმაოდ ემოციური და სანახაობრივი გამოდგა. :)

გამოქვეყნებულია 11-12-2018, 10:00
..

გამოქვეყნებულია 10-12-2018, 19:10
მოსწავლეთა თვითმართველობის ინიციატივით სკოლაში „ხელოვნების კლუბი“ დაარსდა. კლუბის მიზანია ლიტერატურული, შემოქმედებითი და მხატრული მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, გლობალური და პლურალისტური აზროვნების განვითარება და სრულყობა. 8 დეკემბერს კლუბის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ჩართული იყვნენ ხელოვნების, მუსიკისა და ქართული ენის პედაგოგები. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია არტ–ფაქტების, წყაროების განხილვითა და ანალიზით. „ხელოვნების კლუბის“ პირველი შეხვედრა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)