ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com

გამოქვეყნებულია 30-05-2018, 12:45
ექსკურსია - ზედაზენი, საგურამო.

გამოქვეყნებულია 30-05-2018, 11:45
სკოლა "კანდიდში" უკვე ტრადიციად დამკვიდრდა ყოველწლიური საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის მოწყობა. დაეხმარო ბევრს რთულია, მაგრამ სიცოცხლე შეუმსუბუქო ადამიანს, აგრძნობინო მას თანადგომა, უპირველესი ადამიანური ვალდებულებაა.
მოგახსენებთ, რომ სკოლა "კანდიდის"მოსწავლეებისა და მშობლების უშუალო ჩართულობით ა.წ. 5 მაისს მოეწყო გამოფენა-გაყიდვა ჩვენი სკოლის მოსწავლის დედის, 34 წლის თეონა კობახიძის დასახმარებლად.
ღონისძიებაზე სიმბოლურ ფასად (1 ლარი) იყიდებოდა კუპონები, რომლის მეშვეობითაც გულისხმიერ ადამიანებს შეეძლოთ მოსიარულე დრამერების შოუსა და სხვადასხვა მუსიკალურ-საცეკვაო ნომრების ნახვა, სპორტულ აქტივობაში ჩართვა, ნახატებისა და სხვადასხვა კლასის მოსწავლეების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების შეძენა, ორიგინალური კერძების დაგემოვნება და რაც ყველაზე მთავარია, მცირედი წვლილის შეტანა სასიკეთო საქმეში. ყველაზე საგულისხმო და ამაღელვებელი იყო მშობელთა ჩართულობის მაღალი დონე. შემოსული თანხა მთლიანად გადაეცა ოჯახს.
მადლობას ვუხდით თითოეულ კანდიდელს, რადგან ეს დღე მათ ადამიანურობის,თანაგრძნობის, სიყვარულის დღედ აქციეს.

გამოქვეყნებულია 26-05-2018, 00:23
წარმატებით გაართვეს თავი სკოლა "კანდიდის " 4 კლასის მოსწავლეებმა ზეპიმეტყველების კონკურსს რუსულ ენასა და ლიტერატურაში, პედაგოგი - დიანა ნიკოლაევა

გამოქვეყნებულია 26-05-2018, 00:14
24 მაისს სკოლა "კანდიდის" 2ა და 2ბ მოსწავლეები (დამრიგებლები - ლიკა იზორია, ნინო ფარსმანიშვილი ) იყოფებოდნენ მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. გასვლითი ღონისძიების მიზანი იყო პიროვნული და მორალური განვითარება, თვლსაწიერის გაფართოება და ზნეობრივი უნარების განვითარება.

გამოქვეყნებულია 22-05-2018, 23:51
22 მაისს სკოლა,,კანდიდის" მე-3 ბ კლასში ნამდვილი ხელოვნების ზეიმი იყო...სტუმრად მოვიწვიეთ სამხატვრო აკდემიის სტუდენტი და თოჯინების თეატრის მსახიობი თეო დათუკაშვილი,რაშიც დაგვეხმარა ნანო ბანცაძე(მშობელი).
სასაუბრო თემა:-იტალიელი მხატვარი ამადეო მოდილაინი,მიმდევრობა ექსპრესიონიზმი.
ბავშვებმა მოისმინეს ამადეოს ბიოგრაფია და გაეცნენ მის შემოქმედებას. ასევე სცადეს და შეასრულეს ნახატები განსხვავებული ფორმით

გამოქვეყნებულია 15-05-2018, 10:36
დიდი მადლობა, ლევან ხოზრევანიძის დედას, მარიამ მარგალიტაშვილს საინტერესო პრეზენტაციისთვის . მარიამმა ბავშვებს წარუდგინა ,,საქართველოს ბანკის“ ბარათი ScoolCard და ესაუბრა ბარათით სარგებლობის პირობებზე.

გამოქვეყნებულია 8-05-2018, 20:29
..

გამოქვეყნებულია 2-05-2018, 15:15
27 მარტს სკოლა "კანდიდის" 4 გ კლასში (პედაგოგი-ითი ჯანეზაშვილი), ჩატარდა ღია გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში თემაზე - "წყლისა და ხმელეთის მცენარეები და ცხოველები". გაკვეთილი იყო დატვირთული მრავალი საინტერესო, სახალისო და მიზნის მისაღწევი აქტივობებით, ბოლოს შეჯამდა სახალისო ვიქტორინით ,რომელშიც ჩართულები იყვნენ მშობლები და სკოლა "კანდიდის" დაწყებითი საფეხურის პედაგოგები და დირექცია.

გამოქვეყნებულია 2-05-2018, 15:05
გრძელდება მშობელთა ჩართულობა სკოლა "კანდიდის" 1 ა კლასის სასკოლო ცხოვრებაში. კლასის ხელმძღვანელი - ნინო ფარსმანიშვილი)
დიდი მადლობა,ანა კოპაძის მშობლებს,ნათია ბოჭორიძეს და დავით კოპაძეს,"იფქლის" პურფუნთუშეულის ქარხანაში მასპინძლობისთვის.

გამოქვეყნებულია 2-05-2018, 14:54
IVბ კლასში (კლასის ხელმძღვანელი - ირინა ჭანტურია) კიდევ ერთი საინტერესო აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა პროექტის - ,,მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში" - ფარგლებში. უღრმესი მადლობა გვანცა კოპაძის მშობელს, ნათია ბოჭორიძეს, ,,იფქლის" კომპანიაში მასპინძლობისათვის.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)