ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com

გამოქვეყნებულია 20-12-2017, 13:38
19 დეკემბერს, IIა კლასის მშობელმა ნესტან სათხუციშვილმა ჩაატარა გაკვეთილი თემაზე -„პლანეტები“.გაკვეთილი იყო ძალიან საინტერესო. ყველა ბავშვი აქტიურად ჩაერთო საგაკვეთილო პროცესში. მადლობა ქ.ნესტანს.

გამოქვეყნებულია 20-12-2017, 13:12
მოზარდებში თამბაქოს მოხმარება სერიოზულ პრობლემად რჩება. ის განსაკუთრებული ზიანის მომტანი სწორედ მოზარდებშია. მეცნიერებმა დაასკვნეს,რომ ის არამარტო ჯანმრთელობაზე მოქმედებს, არამედ მოზარდებში გონებრივ შესაძლებლობებსაც აქვეითებს. ამიტომ უპირველეს ყოვლისა,საჭიროა პრევენციული ღონისძიებები,რომლებიც მოზარდებს დააფიქრებს ამ მავნე ჩვევის დამღუპველ ზემოქმედებაზე და უარს ათქმევინებს მათ თამბაქოს მოხმარებაზე

გამოქვეყნებულია 20-12-2017, 12:15
2017 წ. 18 დეკემბერს შპს სკოლა „კანდიდიში“ X ბ კლასში რუსული ენის პედაგოგმა მზია ყოინაშვილმა ჩაატარა შიდა დაკვირვების ღია გაკვეთილი, რომლის თემა იყო პეტრე პირველი.

გამოქვეყნებულია 15-12-2017, 11:29
მიმდინარე სასწავლო წლის 14 დეკემბერს მე-6(ა) კლასში ჩატარდა გაკვეთილი თემაზე ‘’მზის სისტემა და მასში მიმდინარე ასტრონომიული მოვლენები“ მოსწავლეებმა დაასახელეს და აღწერეს სხვადასხვა კოსმოსური სხეული და იმსჯელეს მათ შორის განსხვავებებზე . აღწერეს პლენეტების მოძრაობა და ასტრონომიული მოვლენები მზის სისტემაში.

გამოქვეყნებულია 14-12-2017, 10:26
22 ნოემბერს სკოლა "კანდიდში", მეორე და მესამე კლასებში ჩატარდა ქართული კალიგრაფიის კონკურსი . გამარჯვებულების გამოსავლენად ყველა პედაგოგი და მოსწავლე იყო ჩართული და საერთო გადაწყვეტილებით თითო კლასიდან შეირჩა სამი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდნენ სიგელებით.
ესენი არიან:
1.
2.

გამოქვეყნებულია 9-12-2017, 12:35
2017 წლის 16 ნოემბერს სკოლა ,,კანდიდიში“ მშობელთა ჩართულობის პროექტის ფარგლებში ჩატარდა გაკვეთილი-საუბარი თემაზე,,ბრენდების განვითარების ისტორიები“. ლუკა მათიაშვილის დედამ- ნანო ბანცაძემ ბავშვებს გააცნო ბრენდების:,,Nutela“,,Kinder chokolate”,,Coca-Cola”,,BMV”, ,,Barbie”, ,,CHANEL”, ,,ifhone”, ,,Hary Potter” განვითარების ისტორიები.საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

გამოქვეყნებულია 7-12-2017, 14:14
2017 წლის 17 ნოემბერს პროექტში "სასკოლო ცხოვრებაში მშობლის ჩართულობა", მონაწილეობა მიიღო 1 გ კლასის მოსწავლის სოფია დავითაშვილის დედამ - თამარ მურველაშვილმა. მან ბავშვებისათვის გასაგებად ისაუბრა თემაზე: "ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი დაავადებები და მათი პროფილაქტიკა". მადლობა სოფიას დედიკოს საინტერესო და დაუვიწყარი გაკვეთილისთვის.

გამოქვეყნებულია 7-12-2017, 14:07
სკოლა "კანდიდის" მე-3 და მე-4 კლასელები მუსიკის მასწავლებლის,მაია ჯინჭველაშვილის მიწვევით სტუმრობდნენ ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმს. სპეციალურად ამ დღისთვის მომღერალმა ბაია გრიგოლიამ შეასრულა არიები ზაქარია ფალიაშვილის ოპერებიდან.
ვიოლინო-ქეთევან თავშავაძე. ფლეიტა - ია ბახტაძე. ფორტეპიანო - მაია ჯინჭველაშვილი.
მადლობა ქალბატონ მაიას !

გამოქვეყნებულია 4-12-2017, 15:03
17 ნოემბერს 3 ა კლასს დამრიგებლის-ეკატერინე ხმალაძის მოწვევით სტუმრად ეწვივა ხელოვანი - ნანა დავლიანიძე, რომელმაც პედაგოგთან ერთად ჩაატარა ხელოვნების გაკვეთილი თემაზე - 'შემოდგომის ფერები". ბავშვებმა ფოთლების საშუალებით თავად შექმნეს ნამუშევრები. გაკვეთილი იყო ძალიან სანტერესო, სახალისო, შემოქმედებითი და ფერადი, რისთვისაც უდიდესი მადლობა ქ.ნანას

გამოქვეყნებულია 22-11-2017, 12:58
2017 წლის 21 ნოემბერს სკოლა ,,კანდიდის“ მე-3 ბ კლასის მოსწავლეები დამრიგებელ: რუსუდან ალიბეგაშვილთან ერთად ესტუმრნენ გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმს.მათ მოისმინეს პოეტის ბიოგრაფია და თვითონაც აქტიურად ჩაებნენ პროცესში-წაიკითხეს გალაკტიონის ლექსები და ისაუბრეს შესახებ საკუთარ ცოდნაზე დაყრდნობით,რაც შეუმჩნეველი არ დარჩათ მასპინძლებს და შექებაც დაიმსახურეს.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)