ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com

გამოქვეყნებულია 25-05-2017, 09:46
მზემ გამოანათა, დათბა და ჩვენც მაშინვე დავიწყეთ იმაზე ფიქრი თუ სად წავსულიყავით ექვსკურსიაზე... საუკეთესო გადაწყვეტილებაც მივიღეთ და გავეშურეთ სოფელ საგურამოში მდებარე ზედაზენის ქარხანაში.ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.იქ მისვლისას დაგვხვდა ბატონი ლევანი, რომელმაც არაჩვეულებრივი სანახაობა მოგვიწყო. მოგვიყვა ქარხნის ისტორია, ასევე გავიგეთ და ვნახეთ თუ როგორ მზადდება და რა პროცესებს გადის ჩვენი საყვარელი სასმელები მანამ, სანამ ჩვენამდე მოაღწევენ. წამოსვლისას კი დაგვასაჩუქრეს კიდეც.

გამოქვეყნებულია 24-05-2017, 11:01
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ეკატერინე ფსუტურმა მე-5 კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: გოდერძი ჩოხელის ენობრივი სამყარო.მოსწავლეებმა გამოიმუშავეს ლიტერატურის, როგორც სიტყვის,ხელოვნებისა და კულტურის აღქმისა და გაცნობიერების უნარი. განივითარეს კითხვისა და ანალიზის მარტივი კვლევითი უნარები.გაიგეს რა ელემენტებისგან შედგება მხატვრული ტექსტი, რას ემსახურება ტროპული მეტყველება. მოსწავლეებმა გამოთქვეს ვარაუდები ნაწარმოების პერსონაჟების შესახებ. ისაუბრეს დადებით და უარყოფით პერსონაჟებზე და ავტორის მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებზე. შეეცადნენ აეხსნათ, რის თქმა სურდა მწერალს ამბის გადმოცემით.

გამოქვეყნებულია 23-05-2017, 11:12
2017 წლის I ა კლასის დამრიგებელმა ნინო ფარსმანიშვილმა ჩაატარა შემაჯამებელი გაკვეთილი მათემატიკაში.მიზანი იყო განვლილი მასალის გამეორება,მსჯელობისა და ანალიზის უნარის განვითარება.ბავშვებმა იმუშავეს ინდივიდუალურად და წყვილებში. საინტერესო და მრავალფეროვანი იყო აქტივობები.ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი,მარინე ქვრივიშვილი,დაწყებითი კათედრის წევრები და მშობლები.

გამოქვეყნებულია 17-05-2017, 16:32
17 მაისს XIბ კლასში ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში(პედაგოგი შ. შამუგია). გაკვეთილის თემა იყო ,,პეიზაჟის მხატვრული დანიშნულება XIX საუკუნის ქართულ მწერლობაში“.

გამოქვეყნებულია 8-05-2017, 11:33
ნინო გიგანი „კანდიდის“საუკეთესო და წარმატებული მოსწავლეა. სულ რაღაც 5 წელია, რაც ჩვენი „დიდი ოჯახის“ სრულიფლებიანი წევრია, მაგრამ მან შეძლო ამ ხნის განმავლობაში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი ეჩვენებინა.

გამოქვეყნებულია 3-05-2017, 11:23
ჩვენი სკოლა

გამოქვეყნებულია 22-04-2017, 15:43
თემა - გაორმაგება-განახევრება.
მიზანი - ლოგიკური აზროვნების, მოსაზრების, დაკვირვების და მსჯელობის უნარის განვითარება. დამოუკიდებლად მუშაობის ჩვევების ფორმირება. მათემატიკურ აზროვნებაზე დაკვირვება.

გამოქვეყნებულია 19-04-2017, 13:34
II ა კლასში ჩატარდა გაკვეთილი.„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!“ გაკვეთილის მიზანი გახლდათ -
მოსწავლეებში სიყვარულისა და პატივისცემის უნარის განვითარება, ემპათიის აუცილებლობის გააზრება.

გამოქვეყნებულია 9-04-2017, 13:57
2017 წლის 8 აპრილს IVბ კლასის მასწავლებელმა ირმა გურგენიძემ ჩაატარა შემაჯამებელი გაკვეთილი მათემატიკაში მიზანი გახლდათ- განვლილი მასალის გამეორება. მსჯელობის, ამოცანების ამოხსნის და ანალიზის უნარის განვითარება. გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს. იმუშავეს როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად.მოსწავლეებმა გამოავლინეს ლოგიკური აზროვნებისა და თანამშრომლობის უნარი. გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში. ბოლოს კისკოლის დირექტორმა მოსწავლეებს გადასცა სიგელები
გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, ქალბატონი მარინე ქვრივიშვილი, დაწყებითი კათედრის წევრები და მშობლები.

გამოქვეყნებულია 9-04-2017, 11:46
2017 წლის 8 აპრილს IV ა კლასმა ჩაატარა ღია გაკვეთილი მათემატიკაში. გაკვეთილი იყო შემაჯამებელი ხასიათის. პატარებმა გაიხსენეს ყველა განვლილი თემა. გამოყენებული იყო მრავალფეროვანი შეფასების სისტემა.
ესწრებოდნენ - დირექციის წარმომადგენლები და მშობლები.
ყველა ბავშვი აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში.აქტივობები საინტერესოდ ცვლიდა ერთმანეთს. ბოლოს კი მასწავლებელმა პატარებს გადასცა სამახსოვრო წერილები, მოსწავლეებმა კი შეასრულეს სიმღერა „ჩვენ ახლა ერთურთს სიყვარულის თვალებით ვუმზერთ“, რამაც დამსწრე საზოგადოების აღფთოვანება გამოიწვია.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)