ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გამოქვეყნებულია 28-10-2019, 15:47
ინტელექტუალური შეჯიბრი „ტვინების ბრძოლა“კანდიდში
გამოქვეყნებულია 23-10-2019, 17:50
ჩვენი ეზო...
გამოქვეყნებულია 21-10-2019, 17:35

რამდენიმე წლის წინ პირველად წავიკითხე ერთ-ერთი სკოლადამთავრებულის ასეთივე ჩანაწერი და მას შემდეგ ველოდები ამ დღეს. ახლა მე ვარ ,,კანდიდდამთავრებულის“ სტატუსით და მიწევს "მემკვიდრეობის დატოვება".
მერვე ან მეცხრე კლასში რომ ეთხოვათ, დაგვიწერე, რას ფიქრობ კანდიდზეო, მთელს ბრაზს დავდებდი ფურცელზე და ბეჭედსაც დავარტყამდი, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მანამდე ყვითელი შენობა ჩემთვის საპაექრო ადგილად იყო გადაქცეული და იქ ცარიელი ქარქაშით დავდიოდი. როდესაც ცხოვრების რამდენიმე პუნქტი ხელახლა დავამუშავე და ღირებულებები სწორ ადგილას დავაყენე სკალაზე, კანდიდური ცხოვრებაც შეიცვალა, გადასხვაფერდა. გარდა იმისა, რომ მე ამ ადგილას გონება უნდა გამომეკვება, რამდენიმე დავალებაც მქონდა შესასრულებელი, რომლებიც შესაძლოა, სწავლაზე წინაც დამეყენებინა.
თავიდან დავიწყოთ.
პირველი, ემოციური დღე! კადრებად მახსოვს ეს სცენა, ხალხის მასაში გარეული მხოლოდ ადამიანთა ზურგებს ვხედავდი. მხრებზე რაღაც უცხო საგანი მეკონწიალებოდა და მიწისაკენ მექაჩებოდა. ( მგონი მოახერხა ჩემი მიწაში ჩათრევა და ფესვების მყარად გადგმა) ამ ოთხი წლის მანძილზე შრომა ვისწავლე, მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სითბო ვიგრძენი სხეულში. ისეთი სითბო, რომელიც აქამდე მხოლოდ ოჯახის საკუთრება მეგონა.
მეორე ეტაპი კანდიდის რიგით მეორე შენობაში გადასვლიდან იწყება და მეათე კლასის ბოლოს სრულდება. ეს ზუსტად ის პერიოდია, როდესაც ჩემში გამძაფრებულია პროტესტისა და ამბოხის ტალღები. ვერ ვიტყვი, რომ ვნანობ ამ დროს, რადგან აღნიშნულ წლებში მთლიანად შევისწავლე ადამიანური ბუნების უარყოფითი მხარეები.
მესამე, ანუ დასკვითი, გააზრებული შუალედი, ორ წელს მოიცავს. პერიოდს, როდესაც ხვდები, რომ ყველაფერი სრულდება და სულ ცოტა დრო გრჩება ამ თბილი საბნის ქვეშ სამყოფად. ერთი წუთით ამაზე ჩაფიქრება და გულის აჩუყება ურთიერთგამომწვევი მოვლენებია. ,,ზაფხული“, რომელიც წინა წლებში მიუღწევადი იყო, სწორედ ბოლო ორ წელს დადგა. სიმწვანე შემოეფინა კანდიდს კედლებზე და ისეთი აურა დააყენა, საიდანაც გასვლა მხოლოდ ტკივილსა და დანაღვლიანებას გამოიწვევდა . ,, კანდიდი“ გახდა ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო სულ. არ გავაზვიადებ, როცა ვიტყვი, რომ ჩვენ დავტოვეთ ის კვალი, რომელიც მომდევნო კანდიდელებს მხოლოდ სიყვარულს ჩაუბეჭდავს გონებაში. პირადად მე მიხარია, რომ ,,კანდიდი“ ძალიან დიდ ველად გადავაქციეთ, რომელზეც ახლა თავს იყრის უამრავი ახალბედა კანდიდელი, რომლებსაც არ აკლებენ წყლის წვეთებს. მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ უკვე მოვჭამე ჩემი დრო, დროის სვლამ სადღაც უცხო გარემოში წამიღო და ახალი დავალებები მომცა.
გამოქვეყნებულია 21-10-2019, 17:33
,,კანდიდი“-ეს არის საუკეთესო ადგილი იმისთვის, რომ განვითარდე, იმისთვის, რომ თავი იგრძნო ინდივიდად, იმისთვის, რომ მიიღო უმაღლესი დონის განათლება. რა თქმა უნდა, მე ჩემი ნებით არ დამიწყია კანდიდში სწავლა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩემმა მშობლებმა ამ კუთხით საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღეს. ,,კანდიდი“ არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, აქ შეგიძლიათ ისწავლოთ ის, რასაც სხვაგან ვერ ისწავლით, შეიძინოთ უამრავი მეგობარი და თავი იგრძნოთ ბედნიერ ადამიანად. პირადად ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში უდიდესია ,,კანდიდის“ როლი, მე აქ ვისწავლე, თუ როგორ მოვიქცე კრიტიკულ სიტუაციებში, როგორ გადავლახო ბარიერები და გადავჭრა პრობლემები. „კანდიდის“ თითოეული მასწავლებელი ცდილობს კონკრეტული საგნის გარდა მოსწავლეს მისცეს ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგება, ვფიქრობ, ეს საუკეთესო რამაა, რაც შეილება მასწავლებელმა მოსწავლეს ასწავლოს.
გამოქვეყნებულია 21-10-2019, 17:29
რატომ კანდიდი?!
კანდიდი-ადგილი, სადაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი გავატარე, გარემო, რომელმაც ჩემს მეხსიერებასა და გულში წარუშლელი კვალი დატოვა. ჩემი მოგონებების უამრავი, ყველაზე თბილი და მნიშვნელოვანი ფრაგმენტი მყარ, ურყევ, მჭიდრო კავშირშია სკოლასთან, რომელმაც მრავალი რამ მასწავლა. კანდიდი 12 წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად ვითარდებოდა, იზრდებოდა და უმჯებესდებოდა. ყოველი ჩვენგანისთვის ის ერთ დიდ ოჯახს, უსაყვარლეს ადგილს წარმოადგენდა. ადგილს, რომელიც მუდამ მოთმინებით გელოდა, მიუხედავად შენი შეცდომებისა. გელოდებოდნენ მასწავლებლები და კლასელები. როცა, თუნდაც, დაგვიანებული შეაბიჯებდი კლასში, აუცილებლად იგრძნობდი რაღაც უცნაურ სითბოსა დასიმშვიდეს, რომელსაც არღვევდა ზარის გამჭოლი და უსიამოვნო ხმა. ეს ხმა ძალაუნებურად გაფხიხლებდა, სასწავლო განწყობას გიქმნიდა .
როცა ჩემი ცხოვრების სასკოლო ეტაპი დასრულდა, დასრულდა თინეიჯერული ასაკის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და აქტიური წლები , აღმოჩნდა, რომ ეს არც ისეთი მარტივი იყო. მაგრამ ეს მე და ჩემმა მეგობრებმა ყველამ ერთად შევძელით, შევძელით იმიტომ, რომ სკოლაში დამკვიდრებულმა თავისუფალმა გარემომ, სკოლიდან გამოყოლილმა დიდმა სიყვარულმა და სითბომ, სკოლის მიერ მოცემულმა საკუთარი თავის რწმენამ მოგვცა უნარები და შესაძლებლობები, ამაყი, თამამი ნაბიჯები შეგვედგა ახალ სამყაროში, დაგვეწყო ახალი ეტაპი დამოუკიდებლად, დაგვეწყო ახალი ეტაპი უკვე როგორც პიროვნებებს, რომელთაც იციან რა უდათ და საკუთარი მიზნები ნათლად აქვთ ფორმირებული.
და რატომ კანდიდი.....?!.
ალბათ იმიტომ,რომ იქ ვუყვარვართ, ალბათ იმიტომ, რომ იქაურობა გვიყვარს, ალბათ იმიტომ, რომ იქ ყოველთვის გველიან....!
რატომ კანდიდი? რატომაც არა...?!
გამოქვეყნებულია 21-10-2019, 17:25
რატომ კანდიდი?
ჩემი დადებითი დამოკიდებულება საბოლოოდ მაშინ გავამართლე, როცა გამოცდაზე, ალბათ, ერთადერთი აღმოვჩნდი, ვრომელსაც ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მხოლოდ იმიტომ ეთაკილებოდა, რომ სკოლის დატოვება არ უნდოდა. ვუსმენდი სხვა აბიტურიენტებს და მიხაროდა, რომ ცხოვრების უმეტესი ნაწილი იქ არ გავატარე, საიდანაც ამხელა ნეგატივი დამრჩებოდა. ,,კანდიდის“ სწავლის დონეზე საუბარს აზრიც არ აქვს. ყოველ წელს მოსწავლეების მაღალი შედეგი, სათქმელს თვითონვე ამბობს. ეს არის ადგილი, სადაც არა მარტო მასწავლებელი, არამედ დირექტორიც შენი მეგობარია. დერეფანში უამრავი სითბოთი სავსე თვალების წყვილი რომ გიყურებს, ზუსტად ის გარემოა. პატარა სახლია,სადაც ხელოვნებასა და შემოქმედებას პატივს სცემენ და ყველანაირად ხელს გიწყობენ შენც შექმნა რაიმე შენებური. ნიჭის პატარა ბუდეა და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ამ ნიჭის არცერთი ნამცეცი არ დაიკარგოს. ,,კანდიდი“ მართლა ჩემი სახლია და, იმის მიუხედავად, რომ სკოლა დავამთავრე, არ დამზარებია და, ალბათ, არც დამეზარება აქ დროის გატარება. ,,კანდიდის“ კედლები ჩემს უამრავ მოგონებას იტევს, რომელიც ყოველთვის ტკბილად გამახსენდება. ეს ის სივრცეა, სადაც გრძნობ, რომ უყვარხარ და გიყვარს და აქამდეც არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ,,კანდიდი“ არის ადგილი, სადაც მე სიყვარული ვისწავლე.
გამოქვეყნებულია 17-10-2019, 15:35
სკოლა კანდიდში გრძელდება ,,მშობელთა ჩართულობის პროექტით“ გათვალისწინებული აქტივობები
გამოქვეყნებულია 9-10-2019, 16:02
შპს „კანდიდი“ საშუალო სკოლა უერთდება სასკოლო სპორტის საერთაშორისო დღეს!
რობოტიკის კლუბი"/>
გამოქვეყნებულია 1-10-2019, 12:15
მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, სკოლა უფასოდ გთავაზობთ ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ მომსახურებას - “რობოტიკის კლუბს”.
რობოტიკის კლუბით სარგებლობა შეუძლიათ VII-X კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლეს. დაკომპექტდება ორი სხვადსხვა ასკობრივი ჯგუფი(VII-VIII კლასელებისთვის და IX-X
კლასელებისთვის).
შაბათობით, პატარა გამომგონებლები შეისწავლიან რობოტიკას, შექმნიან საინტერესო ჯგუფურ და ინდივიდუალურ პროექტებს სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში.
kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)