ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com

გამოქვეყნებულია 27-02-2023, 22:46
კურსდამთავრებულების🎓 ჩანაწერებიდან📝
კანდიდი და კანდიდელობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად ემოციური თემაა🥰
"კანდიდი ერთი დიდი ოჯახია" ამ ფრაზას წლების განმავლობაში ვისმენდი, ვამბობდი და სულ ვიტყვი❣
სტუდენტობამ უფრო მეტად გამააზრებინა სკოლის ღირებულება, ეს იყო ადგილი, სადაც ბევრი რამ ვისწავლე და შევიძინე ის უნარები, რომლებიც ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია🌟
კანდიდმა უამრავი მოგონება დამიტოვა, რის გამოც ძალიან მადლიერი ვარ🙏
ასევე, არ შემიძლია მადლიერება არ გამოვხატო დირექციის, პედაგოგების, დამრიგებლის და ყველა კანდიდელის მიმართ, სწორედ ეს ადამიანები ქმნიან იმ გარემოს, სადაც ყოველთვის სიამოვნებით მივალ 🫶🏼
მიხარია, რომ კანდიდელი მქვია🤗
ანა სიმონიშვილი

გამოქვეყნებულია 16-02-2023, 22:43
კურსდამთავრებულების🎓
ჩანაწერებიდან📝
სკოლაში გატარებული წლები, რასაკვირველია, ადამიანთა უმეტესობისთვის გამორჩეულ პერიოდად აღიქმება, ვინაიდან პიროვნებად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის🙌
სწორედ ამ დროს ეცნობი როგორც საკუთარ თავს, ასევე შენს შესაძლებლობებს, ირჩევ ცხოვრების მიმართულებას და ხვდები რამდენად პერსპექტიული და წარმატებული შეგიძლია იყო😉
ამიტომ ენიჭება მნიშვნელობა გარემოსა და საზოგადოებას, სადაც ამდენი დროის გატარება გიწევს.
მე გამიმართლა, რადგან გარემო, რომელსაც კანდიდი 12 წლის განმავლობაში მიქმნიდა, იყო სრულყოფილი, რომ ობიექტურად შემეფასებინა საკუთარი შესაძლებლობები, მეპოვა ინტერესები, გამჩენოდა ამბიციები და ვყოფილიყავი წარმატებული🌟

გამოქვეყნებულია 16-02-2023, 22:40
კურსთამზთავრებულების🎓 ჩანაწერებიდან📝
ემოციებით აღსავსე ვწერ ამ ჩანაწერს და თვალწინ მიდგას სკოლაში გატარებული 12 წელიწადი.
კანდიდში დაგროვებული მოგონებები, ემოციები, ცრემლები, საკლასო ოთახში გატარებული საუკეთესო მომენტები და კანდიდელები მუდამ უდიდეს ადგილს დაიკავებენ ჩემს გულში❤

გამოქვეყნებულია 30-01-2023, 21:45
კურსდამთავრებულების🎓
ჩანაწერებიდან📝
კანდიდში გატარებული 12 წელი არის ის პერიოდი, რომელსაც ყოველთვის სიყვარულითა და მონატრებით გავიხსენებ✅
კანდიდში არსებული სითბო და კომფორტი ყოველთვის მიხალისებდა სწავლის პროცესს. აქ შეძენილმა ადამიანებმა, იქნება ეს მოსწავლე თუ მასწავლებელი, წარუშლელი კვალი დატოვეს ჩემს ცხოვრებაში. გავატარე დაუვიწყარი დღეები, რომლის გამოც ამ სკოლისთვის მადლობის გარდა არაფერი მეთქმის🙏
აქ მიღებული გამოცდილება, ცოდნა და განათლება უდავოდ ამარტივებს იმ გამოცდებს, რომლებიც გხვდება დროთა განმავლობაში. პირველი და უდიდესი მადლობა ეკუთვნის ქალბატონ მაიას, რომელიც ფასდაუდებელ შრომას დებს ამ თბილი გარემოს შექმნაში🙌

გამოქვეყნებულია 29-01-2023, 21:44
კურსდამთავრებულების🎓
ჩანაწერებიდან📝
კანდიდი იმაზე მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ სკოლა❣
12 წლის განმავლობაში, ყოველ დილას მოვდიოდი ოჯახში, სადაც პრობლემას არაფერი წარმოადგენდა და ნებისმიერი ადამიანი მზად იყო მხარში დამდგომოდა💞
უნივერსიტეტში ჩაბარების შემდგომ სკოლა კიდევ უფრო დავაფასე, უამრავი რამ, რაც უნივერსიტეტში ბევრისთვის ახალი იყო, კანდიდში უკვე გამოცდილი, მრავალჯერ დამუშავებული და დახვეწილი მქონდა✅
ცოტა ხნის წინ კანდიდს კვლავ ვესტუმრე. დამრიგებლები, მასწავლებლები, დირექტორი, დამხმარე პერსონალი, ყველა მათგანი ისე დამხვდა, როგორც ოჯახის წევრს🤗
ისინი ჩვენ ბავშვობიდან გვიცნობენ და ჩვენს აღზრდაში ლომის წვლილი მიუძღვით🙌
📣მერწმუნეთ, ასეთ ყურადღებას და მზრუნველობას სხვაგან იშვიათად თუ ნახავთ❣
დავით (საბა) ბაქრაძე

გამოქვეყნებულია 26-01-2023, 21:41
კურსდამთავრებულების🎓
ჩანაწერებიდან📝
კანდიდზე რომ ვისაუბრო ალბათ დიდი ხანი ვერ გამაჩერებთ, თუმცა ვეცდები მოკლედ აგიღწეროთ ის სიყვარული და პატივისცემა, რაც მე ამ სკოლის და მისი წევრების მიმართ გამაჩნია👇
ჩემი და კანდიდის ურთიერთობა მესამე კლასიდან იწყება. მახსოვს, როგორ ვნერვიულობდი გასაუბრებაზე, რომელიც ჩემი ამ სკოლაში მოხვედრის საგზური იყო. თუმცა მარტივად გავართვი თავი და ჩვენი თავგადასავალიც დაიწყო➡️
კანდიდი ჩემთვის პატარა, მაგრამ დიდი გულის ოჯახია, სადაც არამხოლოდ განათლებას, არამედ ადამიანურ ღირებულებებსაც იძენ✅
მოსწავლეები სკოლის პერიოდში ვერ აცნობიერებენ, რამდენად ღირებულია იქ გატარებული თითოეული წამი, რამდენად მნიშვნელოვანი, გასათვალისწინებელი და გამოსადეგია პედაგოგთა რჩევა-დარიგებები. როგორც კი "მშობლიურ კალთას" მოშორდებიან, მაშინვე აფასებენ, რეალურად, რამხელა შრომა, ცოდნა და რესურსია მათში ჩადებული❣

გამოქვეყნებულია 20-01-2023, 21:38
კურსდამთავრებულების🎓
ჩანაწერებიდან📝
,,არ ვარ ემოციური ადამიანი და არც ჩემს შეხედულებებზე მიყვარს საჯაროდ საუბარი, თუმცა ამ შემთხვევაში არ ვაპირებ იმ ემოციების დამალვას, რაც კანდიდში ყოფნის დროს განვიცადე🥰
მიუხედავად იმისა, რომ სრული 12 წელი არ გამიტარებია კანდიდში, თავიდანვე შევუერთდი ამ დიდ და მეგობრულ ოჯახს როგორც სრულფასოვანი წევრი🌍
პირველივე დღეს მივხვდი, რომ სწორ ადგილას მოვხვდი➡️ თბილი გარემო, ყურადღება, ცეკვა, სიმღერა და ყველაფერი ის, რაც ჩემთვის ფასეული იყო✅
სკოლაში გატარებულმა თორმეტმა წელმა მარტო ისტორია, ქართული ან ინგლისური კი არა, არამედ ისიც მასწავლა, თუ როგორ უნდა წარმემართა საკუთარი ცხოვრება და რა უნდა გამეკეთებინა იმისთვის, რომ სასურველი შედეგისთვის მიმეღწია🌟

გამოქვეყნებულია 20-01-2023, 21:34
კურსდამთავრებულების🎓
ჩანაწერებიდან📝
,,დიდი დრო არ გასულა, რაც ჩემი სკოლის კედლებსა და მის შიგნით არსებულ მიკრო სამყაროს დავემშვიდობე, მაგრამ მონატრება იმ დღიდანვე არსებობს ჩემში, რაც ბოლო ზარმა ჩამოკრა სკოლა ,,კანდიდში" ჩემთვის და ჩემი თანაკლასელებისთვის🔔
სტუდენტები ხშირად ამბობენ, რომ სკოლა საერთოდ არ ენატრებათ,
ეტყობათ „კანდიდში“ არ უსწავლიათ😉
პირადად მე, ამ სკოლამ მხოლოდ ცოდნა და გამოცდილება კი არა, ცხოვრების თანამგზავრი-მეგობრები შემძინა💞
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არამხოლოდ თანატოლი, არამედ უმცროსი და უფროსი მეგობრებიც. დიდი ხნის განმავლობაში უბრალოდ პედაგოგები კი არა, ადამიანები მასწავლიდნენ საგნებსაც და სხვა ადამიანურ ღირსებებსაც მიზიარებდნენ🌟
შესაძლოა, ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს ჩემი შეფასება, მაგრამ გულწრფელი სიტყვებია და არაფერი მეტი❣
მოსწავლეობის დროს, იშვიათად რომ სკოლის გაცდენის სურვილი მქონოდა, ეს ყოველივე კი მათი დამსახურებით, ვინც ზღურბლს მიღმა მხვდებოდნენ🤗

გამოქვეყნებულია 13-02-2022, 22:04
კურსდამთავრებულთა🎓
ჩანაწერებიდან📝
სიტყვა „კანდიდი“ არ ასოცირდება მხოლოდ სასწავლო დაწესებულებასთან. მისი მნიშველობა მეტად ემოციურია, რადგან ეს არის ადგილი სადაც ადამიანი იღებს უდიდეს გამოცდილებას, სწავლობს ცხოვრებას და იწყებს თვითრეალიზაციას⭐
ამ ხანგრძლივ პროცესში უამრავი დაუღალავი ადამიანი, კოლეგიაა ჩართული, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს მოსწავლეებს შეუქმნას თბილი, მეგობრული გარემო💛
გარემო, სადაც ისინი მიიღებენ არამხოლოდ სათანადო განათლებას , არამედ შეიძენენ საკუთავი თავის რწმენას, მიზანდასახულობას🎯
თუმცა, არა მხოლოდ ეს ხდის „კანდიდს“ განსაკუთრებულს. აღსანიშნავია, ის უნიკალური კავშირი რომელიც მასში არსებულ ადამიანებს გააჩნიათ. ამის გამო მას ხშირად უწოდებენ „ერთ დიდ ოჯახს“🤗
„კანდიდი“ ოჯახია, რომელიც მოსწავლეებს უამრავ დადებით ემოციასა და დაუვიწყარ მოგონებას ჩუქნის❣
დიანა სიჭინავა

გამოქვეყნებულია 7-02-2022, 10:10
კურსდამთავრებულების🎓
ჩანაწერებიდან📝
ცხოვრებაში დღემდე რისთვისაც მიმიღწევია, ყველაფერი სკოლა “კანდიდის” სახელს უკავშირდება. პირველივე კლასიდან მოყოლებული ამ დიდი ოჯახის წევრი გახლდით, ერთად ვიზრდებოდით და ვვითარდებოდით. თითოეული მოგონება, რომელიც ამ სკოლასთან და მასში მომუშავე პერსონალთან მაკავშირებს, ენით აღუწერელია, შესაბამისად შემიძლია თამამად განვახცადო, რომ მათ შეძლეს და ჩემი ცხოვრების 12 წელი გაალამაზეს🥰
ძალიან სასიამოვნოა, როცა შენს გარშემო გრძნობ სითბოს, სიყვარულს, ნდობასა და ჰარმონიას, სახლიდან გასვლისას იცი, რომ თავს მეორე, დიდ ოჯახს აფარებ. ძალიან მაგარია ის შეგრძნება, რომ სკოლაში არა მოვალეობის მოხდისთვის, არამედ საინტერესო თავგადასავლებისთვის მიდიხარ. სკოლაში შესვლისთანავე ყველა გცნობს, ყველა გიღიმის, ყველას მიმართ იგრძნობა თანადგომა, მიუხედავად თითოეული მოსწავლის ხასიათისა❣
აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის თავისუფალი და პროგრესული აზროვნება, რომლითაც თითოეული მასწავლებელი თუ მომუშავე პირი არის განმსჭვალული. თითოეული მათგანი პატივს სცემს შენს გადაწყვეტილებებსა და აზრებს✌
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯიც ჩემს ცხოვრებაში-უნივერსიტეტში ჩაბარება, ყველაზე მაგარი მასწავლებლების დაუღალავ შრომას მიეწერება, ერთობლივი ძალებით შევძელით და მივაღწიეთ დასახულ მიზანს. ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო შემიძლია ვთქვა, რომ “კანდიდმა” წარუშლელი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებში. ჩემს თანაკლასელებთან ერთად შეიქმნა დიდი ისტორია, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გამყვება💞
გვანცა რამაზაშვილი

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)