ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com

გამოქვეყნებულია 1-04-2022, 15:11
პრაქტიკული სამართალი
მოსწავლეებისთვის 👩‍💻🧑‍⚖️
⌛კანდიდის მოსწავლეები მონაწილეობდნენ პრაქტიკული სამართლის კლინიკის მიერ ორგანიზებულ პროექტში, რომლის მიზანი IX-XI კლასების მოსწავლეებისთვის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაა 🎯 მათი მომზადება სამოქალაქო საზოგადოების ღირსეულ წევრებად ✅
პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიარეს 12 ტრენინგ-კურსი, პრაქტიკული მაგალითებით დაინახეს სამართლის როლი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში ✅
კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა გააცნობიერეს თავიანთი უფლებები და პასუხისმგებლობები იმ საზოგადოების წინაშე, რომლის წევრებიც თავად არიან 🤗
მადლობას ვუხდით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სამართლის კლინიკას, ტრენერებსა და მოსწავლეებს 🤗👏
იმედს ვიტოვებთ, სკოლა კანდიდისა და იურიდიული ფაკულტეტის თანამშრომლობა სამომავლოდ კვლავ გაგრძელდება 🧡

გამოქვეყნებულია 24-12-2021, 00:30
🔹 დღეს IBSU-ს რექტორი ბ-ნი საფფეთ ბაირაქთუთანი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სკოლა კანდიდის ესტუმრა და XI-XII კლასის მოსწავლეებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ესაუბრა.
📌 შეხვედრის დეტალები იხილეთ აქ: https://bit.ly/3Fvua6Q

გამოქვეყნებულია 13-12-2021, 03:42
📣10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. სწორედ ამ დღეს, 1948 წლის 10 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა შექმნეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ სახით. ✅
📣 სკოლა კანდიდი წარმოგიდგენთ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულ ნაშრომებს და მადლობას უხდის მოსწავლეებს კონკურსში მონაწილეობისათვის! 💚✔️

გამოქვეყნებულია 13-10-2021, 03:15
📣 დღეს დასუფთავების სამსახურისგან დადებითი შეფასება მივიღეთ ✔️

გამოქვეყნებულია 31-08-2021, 09:53
🔔 სკოლა "კანდიდის" ყველა კურსდამთავრებული სტუდენტია!
📣 არაერთმა მათგანმა მოიპოვა სახელმწიფო დაფინანსება!
✉️ მადლობა - პედაგოგებს თავდაუზოგავი შრომისთვის!
✉️ მადლობა - მშობლებს თანადგომისთვის!
🎉 გილოცავთ!
❣️ არაფერია იმაზე კარგი, ვიდრე იყო ამაყი შენი კურსდამთავრებულების წარმატებით!

გამოქვეყნებულია 4-02-2021, 14:18
როგორც იცით მენტალური არითმეტიკა წელს დაინერგა ჩვენს სკოლაში და ერთ-ერთ სიახლეს წარმოადგენდა.

I სემესტრი აღნიშნულ საგანში რეგიონალურ ოლიმპიადაში მონაწილეობით დასრულდა. იხილეთ ჩვენი მოსწავლეების 3 თვის შედეგები.

გამოქვეყნებულია 29-01-2021, 15:25
პირველ სემერტრში დაწყებით კლასებში ჩატარდა Kings - ის ოლიმპიადა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა და ინგლისური, სადაც მონაწილეობა მიიღეს II, III, IV კლასის მოსწავლეებმა.

გამოქვეყნებულია 3-09-2020, 15:56
#მომავალიშენია
#thefutureisyours

გამოქვეყნებულია 1-05-2020, 18:00
ინგლისური ენის კონკურსი: მე-5ა და მე-5ბ კლასი

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)