ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
სკოლა "კანდიდი"
​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​
სწავლა - ნათელი მომავლისათვის
​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​
გამოქვეყნებულია 19-10-2022, 01:59
,,ჩემი დედაქალაქი"
ტური სადაც მოსწავლეებს გავაცნობთ ,,ძველ თბილისს" ქალაქის ისტორიულ ნაწილს⬇️
გამოქვეყნებულია 13-10-2022, 01:51
ვცდილობთ მდგრადი განვითარების მიზნებს კვლავ ვუპასუხოთ ✅
ამჯერად- მასწავლებლები🥰
ადამიანები რომელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის უბრალოდ გარდაუვალია ♾
5️⃣ ოქტომბერი- მასწავლებლის დღეა❣
#მადლობამასწავლებლებო
გამოქვეყნებულია 13-10-2022, 01:43

4ა კლასი, სტუმრად კახეთში-ყვარელში არსებულ "მეღვინეობა ხარებაში"🍷
მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს რთველში, სადაც მრავალფეროვანი ინფორმაცია შეიძინეს ყურძნის სხვადასხვა ჯიშების შესახებ🍇ასევე საწნახელში ყურძნის დაწურვის შემდეგ, ამოავლეს ჩურჩხელები🥰
დამრიგებელი ეკატერინე ხმალაძე💜
#ასევერთობითშემოდგომაზე
გამოქვეყნებულია 12-10-2022, 01:37
ამჯერად მეათე კლასელებმა მოინახულეს დიდგორი და მანგლისი✅
📌დიდგორის მემორიალური კომპლექსი 1121 წელს, დავით აღმაშენებლის თურქ-სელჩუკებთან ბრძოლის გამარჯვებას ეძღვნება, ხოლო მანგლისის სიონი, გახლავთ ტაძარი, რომელიც არის ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლი, იგი არქიტექტურული თვალსაზრისით, ერთგვარ ამოსავალ წერტილს წარმოადგენს საქართველოში ამ ტიპის (ტეტრაკონქი) ხუროთმოძღვრების განვითარების.
გამოქვეყნებულია 12-10-2022, 01:32
რობოტიკის კლუბს გახსნილად ვაცხადებთ😊
საამაყო თორნიკე თავის ახალბედა მოსწავლეებთან ერთად🤗
წარმატებული და ნაყოფიერი შეხვედრები მეგობრებო❣️
გამოქვეყნებულია 6-10-2022, 01:26
სადამრიგებლო პროგრამით გათვალისწინებული ექსკურსია საბადურის ტყეში🌳
7ა კლასი🏛
ექსკურსიის ორგანიზატორები-კლასის დამრიგებელი ეთერიკო რაზმაძე და გეოგრაფიის პედაგოგი სოფო ხაჩიძე💜
მოსწავლეებმა მოინახულეს საბადურის ტყეში არსებული დათვების თავშესაფარი, რომელიც 12 წელია არსებობს✅
გამოქვეყნებულია 5-10-2022, 01:24
🌸 ყოველთვის გახსოვდეთ ისინი, ვინც დაგეხმარათ - უკეთესნი ყოფილიყავით
(გ. მურღულია)
🌸 გილოცავთ მასწავლებლის დღეს
გამოქვეყნებულია 28-09-2022, 01:13
"ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს და ერთ კალამს მთელი სამყაროს შეცვლა შეუძლია"
- მალალა 💗
#WelcomeBack
#FirstDayof2022 🥳
გამოქვეყნებულია 20-09-2022, 01:06

🔔 ამისათვის, სულ ცოტა ხნის წინ გაფორმდა მემორანდუმი #კანდიდსა და ორგანიზაცია Volunteer Hub • მოხალისეთა ჰაბი -ს შორის 🤝 და გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ მიმდინარე სასწავლო წელს გაცვლითი პროგრამებისა და პროექტების არაერთი შეთავაზება გვექნება მოსწავლეებისთვის 🎉
🔷️გვიხარია, რომ დიდი ხნის სურვილს რეალურად განვახორციელებთ ✅
გამოქვეყნებულია 14-09-2022, 01:05
ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და მასწავლებლებო 📣
#კანდიდში მზადებაა ახალი სასწავლო წლისთვის 🤗 ველით თქვენთან შეხვედრას და გიწვევთ სკოლის გახსნის ცერემონიალზე 🎉👇
⏳15 სექტემბერს
🕤10-ის ნახევარზე
🏫 დაწყებითი საფეხურის შენობაში
#ერთადუკეთესია 💗

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)