ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
სკოლა "კანდიდი"
​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​
სწავლა - ნათელი მომავლისათვის
​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​
გამოქვეყნებულია 31-12-2020, 16:13
ამჯერად მეხუთე კლასების მოსწავლეებმა დაგვიმტკიცეს, რომ დისტანციურ რეჟიმშიც შესაძლებელია საახალწლო აქტივობის ჩატარება

დიდი მადლობა დამრიგებლებსა და მშობლებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ სახალისო პროცესში, რათა დაგეგმილი შეხვედრა ონლაინ ფორმატის პირობებში შემდგარიყო

დამრიგებლები- ნინი აბუაშვილი, ნიკა მაჩიტიძე, ნანა ჭიოკაძე ❤
გამოქვეყნებულია 31-12-2020, 15:39
მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი წინასაახალწლო აქტივობა ზუმის საშუალებით ჩავატარეთ, ჩვენმა პირველკლასელებმა ხალისიანი და ფერადი დღესასწაული მოგვიწყვეს

მადლობა თანადგომისთვის ჩვენს დამრიგებლებსა და მშობლებს, რომელბმაც ორგანიზება გაუწიეს წინაასაახალწლო შეხვედრას ❄️

დამრიგებლები- ანა ჭონიშვილი, ლიკა იზორია, ნინო ფარსმანიშვილი ❤
გამოქვეყნებულია 31-12-2020, 15:23
მეხუთე კლასის მოსწავლეებს შეხვედრა ჰქონდათ მწერალ თეა ლომაძესთან

გამოქვეყნებულია 31-12-2020, 15:09
მეორელკლასელი ნატალი მარსაგიშვილი თავის მოგონილ ზღაპარს გვიყვება

ყველა საავტორო უფლება დაცულია

მასწავლებელი- ნინო გულაშვი

გამოქვეყნებულია 31-12-2020, 15:08
მშობლების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფი ამჯერად მესამე კლასელი მოსწავლის კოვიდდაზარალებულ ოჯახს დაეხმარა: ჯგუფის წევრებმა უზრუნველყვეს ერთი თვის სწავლის გადასახადის დაფინანსება, ოჯახის წევრებს გადასცეს სხვადასხვა საჩუქრები და მოამარაგეს პროდუქტებით.

აღსანიშნავია, რომ თანაკლასელების მშობლები და დამრიგებელი ნინო ქობულაშვილი ყოველთვის გვერდით ედგნენ მოსწავლის კოვიდდაზარალებულ ოჯახს.

გვსურს მადლობა გადავუხადოთ საინიციატივო ჯგუფსა და მის ხელმძღვანელ- მაია ადეიშვილს, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა კოვიდდაზარალებული ოჯახის მდგომარეობა და მათ მიმართ ემპათია გამოხატა.

#სიკეთეგადამდებია
გამოქვეყნებულია 31-12-2020, 15:05
იმისათვის, რომ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე აბიტურიენტებს არ შეეზღუდოთ არჩევანის თავისუფლება, იყვნენ ინფორმირებულები და მიიღონ მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, თუ რომელ უნივერსიტეტსა და პროგრამას ანიჭებენ უპირატესობას, ჩვენ დროს არ ვკარგავთ

უნივერსიტეტებთან ერთად დავიწყეთ ონლაინ ფორმატში ღია კარის დღეების დაგეგმვა, რომელსაც ჩვენი აბიტურიენტები ესწრებიან.
გამოქვეყნებულია 31-12-2020, 15:01
სკოლა "კანდიდის" II ა კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველებაში წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე - "უცნაური მცენარეები"
გამოქვეყნებულია 31-12-2020, 14:49
სკოლა „კანდიდი“ შეუერთდა ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულს, რომელიც 2020 წლის 16 ნოემბრიდან - 10 დეკემბრამდე მიმდინარეობიდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით.
გამოქვეყნებულია 31-12-2020, 14:40
სკოლაში მშობლების მიერ შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქველმოქმედებას ემსახურება.
გამოქვეყნებულია 27-11-2020, 19:22
სკოლა ,,კანდიდი'' აქტიური მონაწილეა იმ საგანმანათლებლო პროექტებისა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს. გამონაკლისი არც 2020-2021 წლის შემოდგომის სეზონი ყოფილა.
Xა კლასის მოსწავლემ, ეკატერინე მირაქიშვილმა, მონაწილეობა მიიღო კაპიტნის მოთხრობების კონკურსში. მისმა ნაშრომმა სკოლის დირექციის დიდი მოწონება დაიმსახურა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება კარგი საშუალებაა მოსწავლის უნარის შემოწმებისათვის.
ცხადია, ეკა ყოველთვის გამოირჩევა კრეატიულობით, შრომისმოყვარეობითა და სიახლისაკენ სწრაფვით.
სკოლა ,,კანდიდი'' მადლობას უხდის ეკას გაწეული შეომისათვის...
გვჯერა, რომ ეს მხოლიდ დასაწყისია!

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)