ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
სკოლა "კანდიდი"
​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​
სწავლა - ნათელი მომავლისათვის
​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​
გამოქვეყნებულია 27-03-2021, 13:41
როგორც უკვე იცით, 15 თებერვლიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება. მოკლედ გაგაცნობთ სკოლის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს.
გამოქვეყნებულია 27-03-2021, 13:29
ჩვენ სკოლა მზადაა მოსწავლეების მისაღებად და რეგულაციების შესასრულებლად, რათა სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში წარიმართოს.
გამოქვეყნებულია 4-02-2021, 14:34
გვსურს გაგაცნოთ ჩვენი ერთ-ერთი მოსწავლე- ალექსანდრე კაცია. მან არაერთ კონკურსში გაიმარჯვა, მოიპოვა მრავალი ჯილდო და მიიღო დიპლომები სხვადასვა კატეგორიაში🏅

ალექსანდრე გამორჩეული მოსწავლეა და ეს განსაკუთრებით იგრძნობა ტექნიკური მიმართულების საგნებში. უყვარს მათემატიკა, ლოგიკა. აღსანიშნავია მისი ლოგიკური აზროვნების განვითარების დონე, რაც ბუნებრივია, ყველა საგანში მაღალ აკადემიურ მოსწრებას განაპირობებს.

ალექსანდრე არის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოსწავლე. მასწავლებლები ხაზს უსვამენ, რომ მას აქვს მრავალმხრივი ინტელექტი, ახარებთ მისი მონდომება და ინტერესი თითოეული საგნის მიმართ. მას მოსწონს სიახლეები, გამოირჩევა სწრაფი აზროვნებით და დასმულ კითხვებს ყოველთვის არგუმენტირებულად პასუხობს. ალექსანდრეს აქვს ისეთი პიროვნული თვისებები, როგორიცაა: პასუხისმგებლობა, სხვისი აზრის პატივისცემა, ლიდერობისა და კრიტიკული აზროვნების უნარი. გარდა ამისა, არის მეგობრული, რაც კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს მის პერსონას.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრეს ასევე აქვს განსაკუთრებული ნიჭი ხელოვნების მიმართულებით, მას კარგად გამოსდის ცეკვა და სიმღერა.

ჩვენ გვჯერა, რომ ალექსანდრეს ცხოვრების გზაზე კიდევ უფრო მეტი წარმატება ელოდება ❤
გამოქვეყნებულია 4-02-2021, 14:18
როგორც იცით მენტალური არითმეტიკა წელს დაინერგა ჩვენს სკოლაში და ერთ-ერთ სიახლეს წარმოადგენდა.

I სემესტრი აღნიშნულ საგანში რეგიონალურ ოლიმპიადაში მონაწილეობით დასრულდა. იხილეთ ჩვენი მოსწავლეების 3 თვის შედეგები.
გამოქვეყნებულია 4-02-2021, 14:04
გთავაზობთ 2020/21 წლის რეიტინგული გამოკითხვის შედეგებს მოსწავლეთა სიების მიხედვით, რომელიც წარმოდგენილია სამ კატეგორიაში:

ოქრო
ვერცხლი
ბრინჯაო
გამოქვეყნებულია 29-01-2021, 15:46
გამოვლინდნენ სკოლა კანდიდის სტიპენდიანტები:

ეკა მირაქიშვილი- X კლასი
ნატა პეტრემღვდლიშვილი- X კლასი
ნინო გიგანი- IX კლასი

სკოლა კანდიდი ულოცავს თითოეულ თქვენგანს სტიპენდიის მოპოვებას. ჩვენ გვეჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ❤
გამოქვეყნებულია 29-01-2021, 15:43
"კანდიდში" 1 თებერვლიდან იწყება რეგისტრაცია მომავალი პირველკლასელებისათვის (2021- 2022 სასწავლო წელი)

ჩვენთან ისარგებლებთ ისეთი ბენეფიტებით, როგორიცაა:


#შენიმომავალიშენსხელშია
გამოქვეყნებულია 29-01-2021, 15:25
პირველ სემერტრში დაწყებით კლასებში ჩატარდა Kings - ის ოლიმპიადა შემდეგ საგნებში: ქართული, მათემატიკა და ინგლისური, სადაც მონაწილეობა მიიღეს II, III, IV კლასის მოსწავლეებმა.
გამოქვეყნებულია 28-01-2021, 09:52
პროექტი-"მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში" ll-გ კლასში გრძელდება თემით -"ჩვენი ოთხფეხა მეგობრები"🐕🦮🐕‍🦺🐩
დამრიგებელი-ანა ჭონიშვილი❤️
ll - გ კლასს სტუმრობდა ამავე კლასის მოსწავლის, ნიკოლოზ ხუბუკელაშვილის, მშობლები - 👩‍👦თათია ლილუაშვილი და გიორგი ხუბუკელაშვილი👨‍👦
სტუმრებმა მოსწავლეებს მოუყვანეს და გააცნეს მათი ოჯახის ოთხფეხა მეგობარი იაგდტერიერის ჯიშის ლეკვი სახელად - "ლუსი".
ბატონმა გიორგიმ მოსწავლეებს აუხსნა თუ როგორი მეგობრობითა და ერთგულებით გამოირჩევიან ცხოველები, კერძოდ ძაღლები, კატები და რაოდენ მნიშვნელოვანია მათზე ზრუნვა და სიყვარული🐩🐈
გაკვეთილი იყო მრავალფეროვანი და სახალისო.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა სტუმრებს გადასცეს "მადლობის სიგელი."📃
დიდი მადლობა ქ-ნ თათიას და ბ-ნ გიორგის საინტერესო გაკვეთილისათვის❤
გამოქვეყნებულია 13-01-2021, 20:57
მათე ინჯგია III ა კლასის მოსწავლეა (კლასის ხელმძღვანელი- ნინო ქობულაშვილი), რომელიც გამოირჩევა სხარტი აზროვნებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით. მის პიროვნებას გამოკვეთილად ახასიათებს მაძიებლობა და საკუთარი შრომით ყოველთვის აღწევს დასახულ მიზანს, მოსწონს შემეცნების პროცესი და მუდამ მზად არის სიახლეებისთვის. რაც მთავარია, იგი ყოველთვის ეხმარება მეგობრებს და თანაკლასელებთან ურთიერთობისას არის თავაზიანი. გარდა ამისა, მათეს აქვს მკვეთრად გამოხატული ლიდერის თვისებები.

ამჯერად მათემ ევერესტის ოლიმპიადაზე უმაღლესი - 100 ქულა მოიპოვა და ოქროს მედლით დაჯილდოვდა. თუმცა ეს არ არის მისი პირველი გამარჯვება, ჩვენ არაერთხელ გვიამაყია მისი მიღწეული შედეგებით ❤

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)