ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
სკოლა "კანდიდი"
​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​
სწავლა - ნათელი მომავლისათვის
​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​
გამოქვეყნებულია 19-11-2018, 12:28
„შემოდგომის ფესტივალი 2018“-კანდიდში wink
გამოქვეყნებულია 14-11-2018, 14:30
11 ნოემბერს პროექტში „მე ვარ პიროვნება“ გამარჯვებული გუნდებისთვის სკოლის ადმინისტრაციამ ლაშქრობა განახორციელა. მოსწავლეების სურვილით ლაშქრობა ძამას ხეობაში დაიგეგმა. ლაშქრობაზე წარმოდგენილი იყვნენ IX, XI, XII კლასების გამარჯვებული გუნდები, ასევე პროექტის ორგანიზატორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ლაშქრობა მეტად აქტიური და გასართობი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის.
გამოქვეყნებულია 9-11-2018, 18:02
გამოქვეყნებულია 5-11-2018, 13:07
პროექტი "მე ვარ ადამიანი" გრძელდება, ამჯერად VII და VIII კლასებისათვის.
გამოქვეყნებულია 5-11-2018, 10:53
მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, ამჯერად კალათბურთის ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა IX, X, XI, XII კლასების მოსწავლეებმა მიიღეს. შეხვედრა საკმაოდ ემოციური იყო და მას ესწრებოდნეენ ფიზიკური აღზრდის პედაგოგი, სკოლის დირექტორი და ხარისხის მართვის მენეჯერი. ტურნირი რამდენიმე სესიის ფარგლებში ჩატარდა, გაიმართა ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები.
გამარჯვებულ გუნდს სკოლის ადმინისტრაციამ „გარდამავალი თასი“ გადასცა.
გამოქვეყნებულია 3-11-2018, 11:00
სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობის ინიციატივით განხორციელდა კიდევ ერთი პროექტი „ მე ვარ პიროვნება“ , რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებში პიროვნული, მოქალაქეობრივი, სოციალურ/ფსიქოლოგირი ღირებულებების განხილვას, ინფორმაციის ტრანსფერსა და ცოდნის გაღმავებას.
გამოქვეყნებულია 3-11-2018, 10:49
მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, შიდა სასკოლო საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა X, XI, XII კლასების მოსწავლეებმა მიიღეს. ჩემპიონატს მოსწავლეებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ტურნირი რამდენიმე სესიის ფარგლებში ჩატარდა, გაიმართა ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები.
გამარჯვებულ გუნდს სკოლის ადმინისტრაციამ „გარდამავალი თასი“ და ფულადი პრიზი გადასცა.
გამოქვეყნებულია 25-10-2018, 12:52
სკოლა „ კანდიდში“ პროექტის მე ვარ ადამიანი“–ს განხორციელება დაიწყო, რომლის მიზანია მოსწავლეების სამოქალაქო ცნობიერების გაღრმავება, პიროვნულ ღირებულებებისა და სამოქალაქო პაუხისმგებლობების გაცნობიერება და გაანალიზება. პროექტი V, VI, VII, VIII კლასებს მოიცავს და სასემინარო ფორმატში ხორციელდება. მოსწავლეები დისკუსიის რეჟიმში განიხილავენ კონკრეტულ დებულებებს და მარტივი როლური აქტივობებით ცდილობენ ძირითადი მიზნის განხორციელებას.
პროექტმა „ მე ვარ ადამიანი“ მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც სავარუადოდ მისი გაგრძელების წინაპირობა გახდება.
გამოქვეყნებულია 24-10-2018, 13:40
სკოლა „კანდიდიში“ მიმდინარე სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებით დაიწყო. 19 ოქტომბერს სკოლაში ცნობილი ინტელექტუალური პროექტის „ ტვინების ბრძოლის „ პირველი შესარჩევი ტური გაიმართა.
გამოქვეყნებულია 16-10-2018, 15:41
კლასის თვითმართველობის არჩევნებისას არ ვუარყოფ, მოველოდი გამარჯვებას, თუმცა იმას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ მომავალში სკოლის თავმჯდომარედაც ამირჩევდნენ.
ყველამ იცის რომ, რომ ეს მეტად საპასუხისმგებლო და რთული საქმეა, ამიტომაც კანდიდატებში ჩაწერისას არ მეგონა, რომ ამდენი ადამიანის ნდობას და კეთილგანწყობას დავიმსახურებდი.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)