ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com

გამოქვეყნებულია 13-02-2017, 14:47
მეორე ეტაპის მიზანი გახლდათ მოსწავლეებისათვის თვალსაჩინოთ ჩენება იმისა თუ როგორ და სად მზადდება წიგნი. შესაბამისად სტამბაში ,,IDEAPRINTI” სტუმრობით მე-2 ბ კლასის მოსწავლეებმა ნახეს თუ რამდენ ეტაპს გადის წიგნის ბეჭვდის პროცესი.მოსწავლეები გულისყურით ადევნებდნენ თვალს ბეჭვდის პროცესს.ბოლოს კი საკუთარი ხელებით დაამზადეს რვეულები ,რომლებიც საჩუქრად გადმოეცათ.

გამოქვეყნებულია 8-02-2017, 14:34
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სანდიეგოს უნუვერსიტეტის ეგიდით ჩატარებულ ოლომპიადაში „მეცნიერების თასი-2017“ გუნდი „კანდიდი-1“ მოხვდა ფინალურ ეტაპზე, სადაც საქართველოს მაშტაბით VI ადგილი დაიკავა.

გამოქვეყნებულია 26-01-2017, 16:17
შავიზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოეწყო კომპიუტერული მეცნიერებისა და ინჟინერიის საგანმანათლებლო კვირეული, სადაც მონაწილეობა მიიღო სკოლა „კანდიდის“ მონაწილეებმა. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეების დაინტერესება ინჟინერიითა და კომპიუტერული მეცნიერებებით, ასევე მათი ჩაბმა Hour of Code (HOC)-ის მსოფლიო მარათონში. HOC იყო ერთსაათიანი აქტივობა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები გაეცნენ პროგრამირების საფუძვლებს, კოდირებას. ჩატარდა ტრენინგი ვიზუალურ დაპროგრამებაში, HTML-ისა და C#-ის საფუძვლებში.

გამოქვეყნებულია 26-01-2017, 10:06
სკოლა ,,კანდიდი“-ს მე-2 ბ კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიადაში-„კინგსი საქართველოსათვის“, მათ სხვადასხვა ხარისხის დიპლომები აიღეს. გამარჯვებულთა შორისაა ნინო მეფარიშვილი. იგი ვუნდერათეულში მე-7 ადგილზე მოხვდა. ვთვლით, რომ ეს გამარჯვება მე-2 კლასელისთვის სწავლის სტიმულია, დიდი გამარჯვებაა.
ვულიოცავთ პატარა ნინოს ამ „გამარჯვებას“!

გამოქვეყნებულია 23-01-2017, 13:19
VI ა-კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან მაგდა გიორგბერიძესთან ერთად ესტუმრნენ Experimentorium , სადაც საათნახევრიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ თამაშში. ნახეს სახალისო ფიზიკის ხელსაწყოები და ძალიან საინტერესო „აზოტ შოუ“.
ექსკურსია ემსახურებოდა მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებას.

გამოქვეყნებულია 16-01-2017, 13:57
გილოცავთ,კანდიდის XI-XII კლასის მოსწავლეებს EAST POINT-ის მიერ ორგანიზებულ "ბოულინგის სასკოლო ტურნირის" ნახევარფინალში გადასვლას.
მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი შესარჩევ და მეოთხედფინალურ ტურს და გადავიდნენ ნახევარფინალში. მოინდომეს და აჩვენეს მათი შესაძლებლობების მაქსიმუმი... იქვე დაურიგდათ წამახალისებელი საჩუქრები.

გამოქვეყნებულია 13-01-2017, 17:15
2016 წლის პირველ სემესტრში სკოლა "კანდიდიში", ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიერ "პრაქტიკული სამართლის სკოლის" პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სწავლების კურსი.
კურსის ფარგლებში მოსაწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგები ისეთ თემებზე, როგორიცაა: სახელმწიფო და დემოკრატია; ადამიანის უფლებები; შრომის სამართალი; მოლაპარაკების ხელოვნება; არასწრულწლოვნის უფლებები; შესავალი სისხლის სამართალში.

გამოქვეყნებულია 14-12-2016, 13:32
ჩატარდა სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა საქართველოს სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებს შორის. ჩვენი სკოლა კვლავაც აქტიურად ჩაერთო აღნიშნულ პროექტში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაში მონაწილე მოსწავლეები გადავიდნენ მეორე ტურში. ესენი არიან:

გამოქვეყნებულია 10-12-2016, 13:40
“კანდიდელებმა“ კვლავ მიიღეს მონაწილეობა ორგანიზაცია “kings”-ის მიერ ჩატარებულ სასკოლო ოლიმპიადაში და გადავიდნენ მეორე ტურში.

გამოქვეყნებულია 10-12-2016, 12:31
ჩატარდა ორგანიზაცია "Smart Competition" -ის მიერ სასკოლო ოლიმპიადა ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მათემატიკაში. აღნიშნულ ოლიმპიადაში ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა, მათ მოიპოვეს სხვადასხვა ხარისხის დიპლომები და სერთიფიკატები:

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)