ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com

გამოქვეყნებულია 15-05-2018, 11:01
საქართველოს დემოკრატიის ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გამართულ ყოველლიურ კონკურსზე “საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა”, სკოლა "კანდიდის" გუნდი გადავიდა ფინალურ ეტაპზე, რომელიც გაიმართება მაისის ბოლოს.

გამოქვეყნებულია 10-05-2018, 12:58
...
სკოლა "კანდიდმა" მონაწილეობა მიიღო საგუნდო მუსიკის IV ეროვნულ კონკურსში. სადაც შეასრულეს თამარ ვაშაკიძის "მზის საგალობელი" და ლუის პრიმას "sing,sing,sing".

გამოქვეყნებულია 17-04-2018, 23:26
სკოლა „კანდიდი“-ს მოსწავლეები 17-აპრილს შეხვდნენ კომპოზიტორ თამარ ვაშაკიძეს, სადაც შეასრულეს ქ. თამარის სიმღერა-„მზის საგალობელი“. დირიჟორი-ია ჯოჯუა, კონცერტმაისტერი-მაია ჯინჭველაშვილი. შეხვედრამ სასიამოვნო და მშვიდ გარემოში ჩაიარა და მოსწავლეები დადებითი ემოციებით აღსავსე დაბრუნდნენ სკოლაში.

გამოქვეყნებულია 3-03-2018, 20:40
სკოლა „კანდიდის“ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები აქტიურად იღებენ მონაწილეობას KINGS - ის ოლიმპიადაში და ყოველთვის წარმატებებს აღწევენ. არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი. თითოეულ მონაწილეს გადაეცათ შესაბამისი ხარისხის დიპლომები

გამოქვეყნებულია 29-12-2017, 15:22
ჩვენი სკოლა ყოველთვის აქტიურად არის ჩართული ინტელექტუალურ თამაშში – "ტვინების ბრძოლა", რომელის ორგანიზატორიც გახლავთ შემეცნებით–საგანმანათლებლო პროექტების კომპანია " Brains.ge". კომპანიის მიზანია ახალგაზრდებში ლოგიკური აზროვნების განვითარება და არაფორმალური მეთოდებით განათლების დონის ამაღლება.

გამოქვეყნებულია 23-12-2017, 15:12
2017 წლის 22 დეკემბერს Iბ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ
მე-200 საჯარო სკოლა პანსიონის აღსაზრდელებს.ბავშვებმა მიულოცეს მათ დამდეგი შობა - ახალი წელი და გადასცეს სიმბოლური საჩუქრები. აქტივობის ორგანიზატორი იყო ნიკოლოზ თაბუაშვილის დედა ნინო კოპალიანი, დიდი მადლობა მას .

გამოქვეყნებულია 23-12-2017, 11:55
ქრისტინე შამათავა 12 კლასის მოსწავლე : ,, ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ტრენინგი ,, ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაციები“. მინდა ავღნიშნო, რომ ამ შეხვედრამ მნიშვნელოვანი უნარები შემმატა, ვისწავლე თუ როგორ ვიყო კარგი ლიდერი, რა განსხვავებაა უფროსსა და ლიდერს შორის,როგორ დავამყარო კომუნიკაცია ხალხთან პრეზენტაციის დროს, ბევრი პრეზენტაცია ჩამიტარებია სკოლაში, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ მქონოდა სათადარიგო გეგმა. ამ ტრენინგმა მომცა საშუალება დამენახა საკუთარი შეცდომები და შემდეგ გამომესწორებინა.“

გამოქვეყნებულია 21-12-2017, 14:11
ჩვენი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის ყოველწლიურ, გლობალურ პროექტში - "კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეული". ღონისძიება ორგანიზებულია არაკომერციული ორგანიზაცია Code.org-ის მიერ. ფაკულტეტის მიერ ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა კომპიუტერული მეციერებიებისა და ინჟინერიის კვირეული. მოსწავლეები დაესწრნენ ერთ საათიან პროგრამას Hour of Code, რაც გულისხმობს პროგრამირების საფუძვლების შესწავლას, მათ შეასრულეს მოცემული დავალება ვიზუალურ პროგრამირებაში და მიიღეს სერთიფიკატები და საჩუქრები.

გამოქვეყნებულია 14-12-2017, 10:27
სკოლა "კანდიდი" ყოველთვის აქტიური მონაწილეა ყველა პროექტსა თუ კონკურსში, რაც სკოლის სწავლებისა და სწავლის პროცესის მიმართულების შედეგია. გამონაკლისი არ იყო საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ ორგანიზებული პროექტი - "ახალი საქართველო მოქცეულ უნდა იყოს წინ ევროპისაკენ" .გამარჯვებულად დასახელდა სამი კლასი (3ა, 3გ და 4გ) და სამი პედაგოგი (ქეთევან მაჩიტიძე, ეკატერინე ხმალაძე,მირანდა კეშელავა), რომლებიც დაჯილდოვდნენ სიგელებით. ასევე სიგელი გადაეცა დაწყებითი საფეხურის კათედრას კონკურსში აქტიური მონაწილეობისთვის.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)