ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com

გამოქვეყნებულია 4-06-2018, 10:16
საქართველოს საგუნდო საზოგადოების ორგანიზებით 2018 წლის აპრილი-მაისის თვეში ჩატარდა ბავშვთა და მოზარდთა საგუნდო კოლექტივების საგუნდო მუსიკის მე-4 ეროვნული კონკურსი., რომელიც ითვალისწინებდა ორ ტურს. კონკურსი ჩატარდა სამ სხვადასხვა კატეგორიაში:


გამოქვეყნებულია 25-05-2018, 22:57
სკოლა "კანდიდის 2, 3 და 4 კლასის მოსწავლეები KINGS - ის ოლიმპიადაში წარმატებებისთვის დაჯილდოვდნენ ინტელექტუალურ-შემეცნებით საზაფხულო ბანაკის "კინგსლენდის" 250 ლარიანი ვაუჩერებით.

გამოქვეყნებულია 22-05-2018, 11:32
სმარტის საზაფხულო კურსის წარმატებულად გავლისთვის დაჯილდოვდნენ სკოლა "კანდიდის' მოსწავლეები ანასტასია ტაბატაძე (3 ა კლ.), ნინო მეფარიშვილი (3 ბ კლასი) და გიორგი გოგოჭური ( 4 ა კლასი) , მათ მათემატიკის , ქართულის და ინგლისურის ოლიმპიადებზე მაღალი შედეგები დააფიქსირეს და გაიმარჯვეს ნომინაციაში - "რაციონალური ანალიზი', "სპეციფიკური აზროვნება" .
ასევე "სმარტ დამრიგებლის" სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ ნინო ქობულაშვილი, რუსუდან ალიბეგაშვილი და ეკატერინე ხმალაძე. "სმარტ სადამრიგებლო კლასის" წოდება კი დაიმსახურა 3 ბ კლასმა - დამრიგებელი - რუსუდან ალიბეგაშვილი

გამოქვეყნებულია 15-05-2018, 11:01
საქართველოს დემოკრატიის ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გამართულ ყოველლიურ კონკურსზე “საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა”, სკოლა "კანდიდის" გუნდი გადავიდა ფინალურ ეტაპზე, რომელიც გაიმართება მაისის ბოლოს.

გამოქვეყნებულია 10-05-2018, 12:58
...
სკოლა "კანდიდმა" მონაწილეობა მიიღო საგუნდო მუსიკის IV ეროვნულ კონკურსში. სადაც შეასრულეს თამარ ვაშაკიძის "მზის საგალობელი" და ლუის პრიმას "sing,sing,sing".

გამოქვეყნებულია 17-04-2018, 23:26
სკოლა „კანდიდი“-ს მოსწავლეები 17-აპრილს შეხვდნენ კომპოზიტორ თამარ ვაშაკიძეს, სადაც შეასრულეს ქ. თამარის სიმღერა-„მზის საგალობელი“. დირიჟორი-ია ჯოჯუა, კონცერტმაისტერი-მაია ჯინჭველაშვილი. შეხვედრამ სასიამოვნო და მშვიდ გარემოში ჩაიარა და მოსწავლეები დადებითი ემოციებით აღსავსე დაბრუნდნენ სკოლაში.

გამოქვეყნებულია 3-03-2018, 20:40
სკოლა „კანდიდის“ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები აქტიურად იღებენ მონაწილეობას KINGS - ის ოლიმპიადაში და ყოველთვის წარმატებებს აღწევენ. არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი. თითოეულ მონაწილეს გადაეცათ შესაბამისი ხარისხის დიპლომები

გამოქვეყნებულია 29-12-2017, 15:22
ჩვენი სკოლა ყოველთვის აქტიურად არის ჩართული ინტელექტუალურ თამაშში – "ტვინების ბრძოლა", რომელის ორგანიზატორიც გახლავთ შემეცნებით–საგანმანათლებლო პროექტების კომპანია " Brains.ge". კომპანიის მიზანია ახალგაზრდებში ლოგიკური აზროვნების განვითარება და არაფორმალური მეთოდებით განათლების დონის ამაღლება.

გამოქვეყნებულია 23-12-2017, 15:12
2017 წლის 22 დეკემბერს Iბ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ
მე-200 საჯარო სკოლა პანსიონის აღსაზრდელებს.ბავშვებმა მიულოცეს მათ დამდეგი შობა - ახალი წელი და გადასცეს სიმბოლური საჩუქრები. აქტივობის ორგანიზატორი იყო ნიკოლოზ თაბუაშვილის დედა ნინო კოპალიანი, დიდი მადლობა მას .

გამოქვეყნებულია 23-12-2017, 11:55
ქრისტინე შამათავა 12 კლასის მოსწავლე : ,, ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ტრენინგი ,, ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაციები“. მინდა ავღნიშნო, რომ ამ შეხვედრამ მნიშვნელოვანი უნარები შემმატა, ვისწავლე თუ როგორ ვიყო კარგი ლიდერი, რა განსხვავებაა უფროსსა და ლიდერს შორის,როგორ დავამყარო კომუნიკაცია ხალხთან პრეზენტაციის დროს, ბევრი პრეზენტაცია ჩამიტარებია სკოლაში, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ მქონოდა სათადარიგო გეგმა. ამ ტრენინგმა მომცა საშუალება დამენახა საკუთარი შეცდომები და შემდეგ გამომესწორებინა.“

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (4)
ივნისი 2019 (6)
მაისი 2019 (19)
აპრილი 2019 (27)
მარტი 2019 (6)