ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com

გამოქვეყნებულია 12-04-2019, 21:26
12 აპრილს, I გ კლასის მოსწავლეები (დამრ. ეთი ჯანეზაშვილი) ესტუმრნენ ჰალოთერაპიის ცენტრს „Gimmy’s Cave“–ს (მარილის ოთახი), სადაც მარილი ჰიმალაის მთების მაღაროებიდანაა ჩამოტანილი და კურნავს უამრავ დაავადებას.
ბავშვებს ჩაუტარდათ ჰალოთერაპიის 2 პროცედურა. აღნიშნული პროცედურა, რაღათქმაუნდა იყო უმტკივნეულო და ბავშვებისთვის მეტად სასიამოვნო.
უნდა აღინიშნოს, რომ პროცედურა მეტად სასარგებლოა პატარებისთვის, რადგან ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას.

გამოქვეყნებულია 6-04-2019, 11:35
მარტის თვის განმავლობაში, ჩვენი სკოლის მოსწავლეები (VIII ა, I გ, VI გ , IV ა) "სადამრიგებლო აქტივობის" ფარგლებში, იმყოფებოდნენ „ილუზიების მუზეუმში“.

გამოქვეყნებულია 4-04-2019, 16:07
28 მარტს მოსწავლეები, (III ა, III ბ და III გ კლასი) იმყოფებოდნენ, თბილისის სახალისო მეცნიერებათა მუზეუმ ,,ექსპერიმენტორიუმში“. სადაც დაათვალიერეს უამრავი ინტერაქტიული ექსპონატი. მათ ასევე მიეცათ საშუალება, ექსპერიმენტები უშუალოდ გამოეცადათ, რაც მათთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა.


გამოქვეყნებულია 4-04-2019, 15:55
სკოლა „კანდიდი“, უკვე რამდენიმე წელია, აქტიური მონაწილეა იმ საგნობრივი ოლიმპიადებისა, რომელსაც საგანმანათლებლო ორგანიზაცია "კინგსი" ახორციელებს. გამონაკლისი არც 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სეზონი ყოფილა.

გამოქვეყნებულია 4-04-2019, 15:47
25 მარტს, სკოლა „კანდიდის“ I გ კლასის მოსწავლეები (დამრ: ე. ჯანეზაშვილი) ესტუმრნენ "ბარამბოს" ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან აწარმოებს, სხვადასხვა სახის საკონდიტრო და ტკბილეულის პროდუქციას. საწარმოს ანალოგი არ ჰყავს ამიერკავკასიაში: მასშტაბით, ხარისხით და წარმოების ტექნოლოგიით.


გამოქვეყნებულია 4-04-2019, 15:13
26 მარტს VI ბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებელთან ერთად, იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნულ არქივში, სადაც გაიმართა აღდგენილი ქართული მულტიპიკაციური ფილმების ჩვენება. ბავშვებმა ნახეს ცხრა მულტიპლიკაციური ფილმი, რომელთაგან უმეტესობა ნანახი არ ჰქონდათ, სწორედ ამიტომ, მათთვის აღნიშნული ვიზიტი მეტად საინტერესო აღმოჩნდა.


გამოქვეყნებულია 4-04-2019, 12:31
30 მარტს VI კლასი ესტუმრა Gino Paradise-ს. აღნიშნული აკვაპარკი წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ, ხოლო ამიერკავკასიაში – ერთადერთ, მასშტაბურ წყლის ცენტრს უამრავი ატრაქციონით, 31 მეტრიანი ტობოგანით და დახურული და ღია აუზებით.

ბავშვები ჩაერთნენ "Gino Paradise"-ის ტრენერების მიერ წინასწარ მომზადებულ საგანმანათლებლო და გასართობ აქტივობებში, სადაც მათ უნდა გამოევლინათ გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარები. აღნიშნული აქტივობები ხელს უწყობდა ბავშვების შემეცნებითი უნარების და ფანტაზიის განვითარებას.

საბოლოოდ დღემ მეტად სასიამოვნოდ და საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეებმა დრო მხიარულად გაატარეს.

გამოქვეყნებულია 22-02-2019, 22:22
სკოლა „კანდიდი“ აქტიური მონაწილეა იმ საგანმანათლებო პროექტებისა, რომელსაც “kings”ი ახორციელებს, გამონაკლისი არც 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სეზონი ყოფილა. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ოლიმპიადის ფინალში მოიპოვეს წარმატება და დაიმსახურეს დიპლომები. მსგავს ოლიმპიადებში მონაწილეობის მიღება საკამოდ კარგი საშუალებაა მოსწავლის უნარების შესამოწმებლად. აღსანიშნავია სკოლა „კანდიდის“ გამორჩეული მიღწევები კინგსის ოლიმპიადებზე :

გამოქვეყნებულია 18-01-2019, 11:47
სკოლა “კანდიდის“ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა სახის ოლიმპიადებში.
გამონაკლისი არც 2018-2019 სასწავლო წლის "ევერესტის" შემოდგომის სეზონი ყოფილა:)
გთავაზობთ გამარჯვებული მოსწავლეების ჩამონათვალს:
3 ა კლასი ( პედ. ნინო ფარსმანიშვილი)
ნიკოლოზ მადურაშვილი (ოქროს სიგელი)
ანა წირღვავა ( ოქროს სიგელი)
3 გ კლასი ( პედ. ნინო ხმალაძე)
ლიზი თურმანიძე (ოქროს სიგელი)
გვანცა ცხელიშვილი ( ევერესტის ფინალისტი)
2 ა კლასი (პედ. თამუნა ტიტვინიძე)
გეგა მელაშვილი (ვერცხლის სიგელი)
4 ა კლასი ( პედ. ეკატერინე ხმალაძე)
ალექსანდრე პარკაული (ევერესტის ფინალისტი)

გამოქვეყნებულია 9-01-2019, 20:18
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო და კერძო სკოლებისათვის იმართება ზამთრის სკოლა 2019. საქართველოს სკოლებიდან პროექტში მონაწილეობას 49 მოსწავლე იღებს, აქედან 8 კანდიდელია!

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)