ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com

გამოქვეყნებულია 23-12-2018, 10:40
2018 წლის 23 დეკემბერს Iბ კლასში ჩატარდა საახალწლო ღონისძიება. რომლის მიზანი იყო სოციალური უნარების განვითარება. ღონისძებაში მოსწავლეები წარმოაჩინდნენ შემოქმედებითი კუთხით.

გამოქვეყნებულია 22-12-2018, 11:23
2018 წლის 22 დეკემბერს სკოლა „ კანდიდის „ II გ კლასის მოსწავლეებმა სკოლის დარბაზში წარმოადგინეს ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სპექტაკლი (სპექტაკლის რეჟისორი - კლასის ხელმძღვანელი მაია კახაია). ბავშვებმა გაიხსენეს ნიკალას ბიოგრაფია, გააცოცხლეს მისი ნახატების გმირები. სპექტაკლის ბოლოს თითოეულ მონაწილეს გადაეცა სიგელი ნომინაციით „პატარა მსახიობი“. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებისგან მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურეს. ეს დღე დაუვიწყარი იქნება მათ სასკოლო ცხოვრებაში.

გამოქვეყნებულია 11-12-2018, 10:29
თვითმართველობის ინიციატივით, 10 დეკემბერს სკოლაში "პესონაჟის დღე" გაიმართა. მოსწავლეებმა საყვარელი ლიტერატურული გმირებისა და მსახიობების კოსტუმები მოირგეს.
აქტივობა საკმაოდ ემოციური და სანახაობრივი გამოდგა. :)

გამოქვეყნებულია 11-12-2018, 10:00
..

გამოქვეყნებულია 10-12-2018, 19:10
მოსწავლეთა თვითმართველობის ინიციატივით სკოლაში „ხელოვნების კლუბი“ დაარსდა. კლუბის მიზანია ლიტერატურული, შემოქმედებითი და მხატრული მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, გლობალური და პლურალისტური აზროვნების განვითარება და სრულყობა. 8 დეკემბერს კლუბის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ჩართული იყვნენ ხელოვნების, მუსიკისა და ქართული ენის პედაგოგები. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია არტ–ფაქტების, წყაროების განხილვითა და ანალიზით. „ხელოვნების კლუბის“ პირველი შეხვედრა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.

გამოქვეყნებულია 10-12-2018, 18:12
მოსწავლეთა თვითმართველობის ინიციატივით სკოლაში „კინოკლუბი“ დაარსდა, რომელიც სხვდასხვა საფეხურის და ასაკის მოსწავლეებისგან დაკომპლექტდა. დღეის მდგომარეობით უკვე 2 შეხვედრა შედგა, ნაჩვენები იყო შემდეგი ფილმები: „მკვდარი პოეტების საზოგადოება“ და "გენიოსი ვილ ჰანტინგი“, რასაც აქტიური მსჯელობა და დისკუსია მოჰყვა. კინოკლუბის იდეამ და შემდგომმა განვითარებამ მოსწავლეეებში მაღალი ინტერესი გამოიწვა.

გამოქვეყნებულია 10-12-2018, 12:01
მოსწავლეთა თვითმართველობის ინიციატივით სკოლაში „ხელოვნების კლუბი“ დაარსდა. კლუბის მიზანია ლიტერატურული, შემოქმედებითი და მხატრული მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, გლობალური და პლურალისტური აზროვნების განვითარება და სრულყობა. 8 დეკემბერს კლუბის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ჩართული იყვნენ ხელოვნების, მუსიკისა და ქართული ენის პედაგოგები. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია არტე–ფაქტების, წყაროების განხილვითა და ანალიზით. „ხელოვნების კლუბის“ პირველი შეხვედრა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.

გამოქვეყნებულია 19-11-2018, 13:27
ამბობენ წელიწადის ყველა დროს თავისი ხიბლი აქვსო,მაგრამ შემოდგომა განსაკუთრებით გამოირჩევა- თბილი ფერებითა და ფოთოლცვენით!...
დაწყებითი საფეხურის სკოლაში 10 ნოემბერს გაიმართა ,,შემოდგომის ფესტივალი 2018“. პროგრამა მეტად მრავალფეროვანი აღმოჩნდა და ერთ სივრცეში აერთიანებდა III-IV კლასის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს. სკოლის ეზო შემოდგომის ნობათით და ფერებით მოირთო, წარმოდგენილი იქნა საქართველოს სხვადასხვა კუთხეები, ფოლკლორული, ეთნოგრაფიული, კულინარიული და რეწვის ნიმუშები. მოდუღდა თათარა და ამოევლო ჩურჩხელები. სტუმრებს მრავალფეროვანი სანახაობა წარმოუდგინეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა, სცენაზე გამოჩნდა თოჯინების თეატრიც.
დღეს ხალისიანად უძღვებოდაა ჩვენი სკოლის პედაგოგი ეთი ჯანეზაშვილი.

გამოქვეყნებულია 19-11-2018, 12:28
„შემოდგომის ფესტივალი 2018“-კანდიდში wink

გამოქვეყნებულია 14-11-2018, 14:30
11 ნოემბერს პროექტში „მე ვარ პიროვნება“ გამარჯვებული გუნდებისთვის სკოლის ადმინისტრაციამ ლაშქრობა განახორციელა. მოსწავლეების სურვილით ლაშქრობა ძამას ხეობაში დაიგეგმა. ლაშქრობაზე წარმოდგენილი იყვნენ IX, XI, XII კლასების გამარჯვებული გუნდები, ასევე პროექტის ორგანიზატორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ლაშქრობა მეტად აქტიური და გასართობი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (4)
ივნისი 2019 (6)
მაისი 2019 (19)
აპრილი 2019 (27)
მარტი 2019 (6)