ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com

გამოქვეყნებულია 20-02-2019, 13:00
..

გამოქვეყნებულია 19-02-2019, 12:47
სპექტაკლი "რწილი და ჭიანჭველა" Iბ კლასი <3

გამოქვეყნებულია 15-02-2019, 12:29
Iა კლასში მშობელთა ჩართულობის პროექტით გათვალისწინებული პირველი გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილის თემა გახლდათ "ჩვენი სხეული", რომელსაც უძღვებოდა ინა ფიცხელაურის დედა -ქ. ნ მარიტა აფულავა. გაკვეთილი საინტერესოდ და აქტიურად წარიმართა. მადლობა ქ.ნ მარიტას საინტერესო გაკვეთილისთვის.

გამოქვეყნებულია 13-02-2019, 12:04
"წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ - სკოლა "კანდიდის" 4 ა კლასმა ( პედაგოგი - ეკატერინე ხმალაძე ) უკვე მესამედ აღნიშნა გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალებიდან 60 წლის თავი... მოსწავლეებმა მოიძიეს ლექსები და საინტერესო მასალები გალაკტიონის შესახებ.

გამოქვეყნებულია 12-02-2019, 11:53
პირველი სემესტრის ბოლოს, II ა კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღს შემეცნებით-გასართობ ვიქტორინაში- „ყველაზე ჭკვიანი", რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლებიც და მასწავლებლებიც. ვიქტორინა დატვირთული იყო სხვადასხვა სახის საინტერესო შემეცნებითი კითხვებით. წარმოდგენას პატარები ახალისებდნენ ცეკვებითა და სიმღერებით. ღონისძიების ბილოს მონაწილეებს დაურიგდათ სამახსოვრო სიგელები.
პატარებმა თავი შესანიშნავად გაართვეს ამ გამოწვევას და მქუხარე ტაშიც დაიმსახურეს.

გამოქვეყნებულია 8-02-2019, 11:40
2018-2019 სასწავლო წლის 8 თებერვალს სკოლა „კანდიდის“ 4 ა კლასის მოსწავლეებმა ( პედ. ეკატერინე ხმალაძე) „მე და საზოგადოების" გაკვეთილზე წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე
- „ მედია და საზოგადოება“. კლასი დაყოფილი იყო ჯგუფებად, მოსწავლეებმა ინტერესებიდან გამომდინარე მოამზადეს თემები, ხალისით მოირგეს ჟურნალისტის როლი და წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები : „სტიქიური მოვლენები,“ „ყველაზე, ყველაზე“, „მითიური არსებები“, „საქართველოს ულამაზესი კუთხეები“, „უცნაური მცენარეები“, უცნაური ცხოველები“.
ბავშვებმა კარგად გაართვეს თავი დაკისრებულ ვალდებულებებს.

გამოქვეყნებულია 28-12-2018, 12:20
მე -4 ბ კლასმა განახორციელა პროექტი "ჩემი ქვეყანა".
მოსწავლეებს წილისყრით გაუნაწილდათ საქართველოს კუთხეები.პროექტი გრძელდებოდა ორი თვე 2018 წლის ნოენბერიდან - დეკემბერის ჩათვლით.
პირველ ეტაპზე მოსწავლეები იმყოფებოდნენ გიორგი ჩიტაძის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმშიი ღია ცის ქვეშ, სადაც დაათვალიერეს და გაეცნენ ყველა კუთხის ტრადიციებს.
მეორე ეტაპზე იმუშავეს კონტურულ რუკებზე და აღწერეს საქართველოს კუთხეები და ასევე დაკარგული ტერიტორიები- "ტაო" და" საინგილო".
მესამე ეტაპზე ემიგრანტებზე მოიძიეს ინფორმაცია კვლევით, რომელ ქვეყანაში რამდენი ქართველია ემიგრაციაში.
და ბოლოს შეგროვებული მასალით წარსდგნენ დამსწრე საზოგადოების წინაშე.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: სკოლის ადმინისტრაცია სრული შემადგენლობით, დაწყებითი სფეხურის კათედრა და მონაწილე მოსწავლეების მშობლები.

გამოქვეყნებულია 24-12-2018, 10:50
..

გამოქვეყნებულია 23-12-2018, 10:47
23 დეკემბერს I-ა კლასმა- დამრიგებელი ნინო ქობულაშვილი- ჩაატარა საახალწლო სპექტაკლი- " ქონდარუხი და მეგობრები" სპექტაკლის მიზანი იყო მოსწავლეთა სოციალური უნარების და მეტყველების დახვეწა - განვითარება.სპექტაკლმა დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა

გამოქვეყნებულია 23-12-2018, 10:40
2018 წლის 23 დეკემბერს Iბ კლასში ჩატარდა საახალწლო ღონისძიება. რომლის მიზანი იყო სოციალური უნარების განვითარება. ღონისძებაში მოსწავლეები წარმოაჩინდნენ შემოქმედებითი კუთხით.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივნისი 2019 (5)
მაისი 2019 (19)
აპრილი 2019 (27)
მარტი 2019 (6)
თებერვალი 2019 (8)
იანვარი 2019 (2)