ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com

გამოქვეყნებულია 29-05-2019, 11:51
ჩვენი სკოლის დაწყებითი საფეხურის ბიბლიოთეკართან - ნანა ურდულაძესთან ერთად ll გ კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი – " ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო..."

პროექტის ფარგლებში, ბავშვებმა ისაუბრეს ზღაპრის მნიშვნელობაზე მათ ცხოვრებაში. წარმოადგინეს საყვარელი ზღაპარი, დაახასიათეს ამ ზღაპრის მთავარი პერსონაჟი, ასევე მოამზადეს ნახატები, სადაც ასახეს ერთ-ერთი ეპიზოდი მათი რჩეული ზღაპრიდან, ნამუშევართა გამოფენა მოეწყო ბიბლიოთეკაში.

გამოქვეყნებულია 23-05-2019, 12:59
2019 წლის გაზაფხულის სეზონის კინგსის ოლიმპიადების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა - სკოლის საოლიმპიადე შედეგების გაუმჯობესება მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია პედაგოგების ჩართულობა. ინგლისურის ენისა და ქართული ენის ოლიმპიადის შედეგებიდან გამომდინარე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კამპანიაში ჩართულ ინგლისურის ენისა და ქართული ენის 718 პედაგოგს გადაეცა შესაბამისი ხარისხის დიპლომი და გამონაკლისი არც სკოლა "კანდიდის" პედაგოგები ყოფილან.

გამოქვეყნებულია 18-05-2019, 10:57
18 მაისს, პედაგოგმა ნინო ხმალაძემ მე–3 გ კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი ბუნებისმეტყველებასა და ქართულში (ინტეგრირებული) თემაზე: ,,ღრუბელი და წვიმა’’, ,,დარის ღრუბელი’’.

გამოქვეყნებულია 18-05-2019, 10:47
18 მაისს პედაგოგმა ეთი ჯანეზაშვილმა I გ კლასში ჩაატარა შემაჯამებელი გაკვეთილი მათემატიკაში. პატარებმა, შეაჯამეს განვლილი მასალა და იმოგზაურეს „ციფრთა სამყაროში“. გაიხსენეს: კენტი და ლუწი, წინა და მომდევნო რიცხვები. შეასრულეს შეკრება-გამოკლება დაშლის ხერხით (ათეულის გავლით), შეადგინეს და ამოხსნეს ამოცანები, გეომეტრიული ფიგურების გამოყენებითა და მაგალითების პასუხების მეშვეობით ააწყვეს ნახატი "ჩვენი ეზო".
საბოლოოდ, გაკვეთილი მეტად სახალისო, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გამოვიდა.

გამოქვეყნებულია 7-05-2019, 12:50
7 მაისს სკოლა „კანდიდის“ 2 ა კლასში პედაგოგმა თამარ ტიტვინიძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი მათემატიკაში, თემაზე: ორნიშნა რიცხვების განახევრება-გაორმაგება.

გამოქვეყნებულია 25-04-2019, 21:03
25 აპრილს I ა კლასში პედაგოგმა ნინო ქობულაშვილმა ჩაატარა ღია გაკვეთილი მათემატიკაში.
გაკვეთილის თემა იყო განვლილი მასალის გამეორება. მოსწავლეებმა საგაკვეთილო პროცესში ამოხსნეს მაგალითები – მოახდინეს შეკრება-გამოკლების დამონსტრირება, ამოცანების შედგენა და ამოხსნა თვალსაჩინოების მიხედვით, მიმდევრობის გავრცობა, ასევე, ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა და დახასიათება

გამოქვეყნებულია 24-04-2019, 10:56
სააღდგომო სამზადისი

გამოქვეყნებულია 22-04-2019, 21:18
22 აპრილს მე-3 ა კლასის პედაგოგმა ნინო ფარსმანიშვილმა ჩაატარა ღია გაკვეთილი მათემატიკაში. გაკვეთილის თემა იყო განვლილი მასალის გამეორება.

გამოქვეყნებულია 22-04-2019, 15:16
სამშაბათს, 15 აპრილს, ჩვენი სკოლის წარმატებულ მოწავლეს, ნატა პეტრემღვდლიშვილს, სკოლის დირექციამ, მეტად სასიამოვნო და მოულოდნელი სიურპრიზი მოუმზადა.



გამოქვეყნებულია 22-04-2019, 12:18
2019 წლის 22 აპრილს ჩვენი სკოლის პედაგოგმა, ირმა გურგენიძემ, III ბ კლასის მოსწავლეებთან ჩაატარა შემაჯამებელი გაკვეთილი მათემატიკაში, რომლის მიზანი იყო წლის მანძილზე განვლილი მასალის გამეორება, მსჯელობის, ამოცანების ამოხსნის და ანალიზის უნარის განვითარება. გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს. ბავშვებმა შეასრულეს როგორც ჯგუფური ასევე ინდივიდუალური დავალებები, გამოავლინეს ლოგიკური აზროვნებისა და ურთიერთ თანამშრომლობის უნარი.
საბოლოოდ გაკვეთილმა საიტერესოდ ჩაიარა. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივნისი 2019 (5)
მაისი 2019 (19)
აპრილი 2019 (27)
მარტი 2019 (6)
თებერვალი 2019 (8)
იანვარი 2019 (2)