ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com

გამოქვეყნებულია 15-02-2018, 13:56
1 თებერვალს სკოლა "კანდიდის" დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებიც შეუერთდნენ წიგნის ხმამაღლა კითხვის მსოფლიო დღეს, რომლის ლოზუნგია "წაიკითხე ხმამაღლა, შეცვალე სამყარო ."

გამოქვეყნებულია 14-02-2018, 22:54
2018 წლის 14 თებერვალს სკოლა კანდიდს სტუმრად ეწვია ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი Even Siegal , რომელიც საქართველოში ჩამოვიდა 2018 წლის 15-18 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთ მცოდნეობის ინსტიტუტში დაგეგმილი სპარსულენოვანი საზოგადოებების კვლევის ასოციაციის (The Association for Study of Persianate Societies. აშშ) მე-8 საერთაშორისო კონგრესზე მომხსენებლად. ჩვენს სკოლაში ვიზიტის ფარგლებში ბატონმა ევანსმა მოსწავლეებთან განიხილა ქართველთა მონაწილეობის საკითხი ირანის კონსტიტუციურ რევოლუციში.

გამოქვეყნებულია 11-02-2018, 23:49
3 თებერვალს სკოლაში ჩატარდა ინგლისური ენის მართლწერის ნაციონალური კონკურსის NESC-GE 2018 ადგილობრივი ტური.
კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად საშუალო და უფროსკლასელი მოსწავლეებისათვის და მასში მონაწილეობა მიიღო 25 მოსწავლემ.
პირველ და მეორე ადგილზე გასული მოსწავლეები ალავიძე ანა (VIII კლ) , ალავიძე გვანცა (VI კლ) , რამაზაშვილი გვანცა (IX კლ) , ბეწუაშვილი სალომე (X კლ) მონაწილეობას მიიღებენ რეგიონალურ ტურში.

გამოქვეყნებულია 11-02-2018, 21:42
2017 -18 სასწავლო წლის პირველ სემესტრში კვლავ გამოვლინდნენ მაღალრეიტინგული მოსწავლეები. დირექციამ საგანგებოდ გამართულ შეხვედრაზე მშობლებს " მადლობის ფურცლები" გადასცა და უჩვენა ვიდეორგოლები, სადაც მოსწავლეები მშობლებს პოზიტიური სიტყვებით მიმართავდნენ.

გამოქვეყნებულია 10-02-2018, 13:54
2018 წლის 9 თებერვალს IV ბ კლასში მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ფარგლებში პედაგოგმა ირინა ჭანტურიამ ჩაატარა გაკვეთილი მათემატიკაში. გაკვეთილის თემა იყო მთელის ნაწილები - ნახევარი, მეოთხედი, მესამედი. მიზანი - მოსწავლემ შეძლოს ამოიცნოს და დაასახელოს მთელის ნახევარი, მესამედი, მეოთხედი ნაწილები სხვადასხვა მოდელზე; გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს. იმუშავეს როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად. გაკვეთილმა საიტერესოდ ჩაიარა. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში.

გამოქვეყნებულია 5-02-2018, 11:08
2018 წლის 2 თებერვალს მე-IIIბ კლასში საგნის მასწავლებელი :რუსუდან ალიბეგაშვილი- ჩატარდა გაკვეთილი თემაზე,,რიცხვის გამრავლება“ .გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს შესძლებოდათ ერთი და იმავე რაოდენობის საგნების შემცველი ჯგუფების განხილვა და მათში შემავალი ელემენტების საერთო რაოდენობის დათვლა და გამრავლების დემონსტრირება სხვადასხვა ხერხით,მარტივი საილუსტრაციო ამოცანების განხილვა.

გამოქვეყნებულია 1-02-2018, 15:02
სკოლა "კანდიდში" უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა კლასში ჩატარდა მოსწავლეთა პროექტებით შექმნილი პრეზენტაცია თემაზე "არა ძალადობას, არა ბულინგს",სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს თხზულებები და საპრეზენტაციო მასალა ამ თემასთან დაკავშირებით. ჩამოაყალიბეს საკუთარი დამოკიდებულება, შინაგანი განწყობა,აღნიშნეს, რომ ძალადობის ყოველგვარი გამოვლინება დაუშვებელია.

გამოქვეყნებულია 1-02-2018, 14:25
2017 წლის დეკემბერში სკოლა "კანდიდში" 1-4 კლასებში ჩატარდა კონკურსი მხატვრულ კითხვაში 2 ტურად. გამარჯვებულები გამოავლინა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაც იყო ასეთი : ქ-ნი მ.ქვრიივიშვილი (სკოლის დირექტორი), ნანა ურდულაძე (ბიბლიოთეკარი), გ.ჩიბირაშვილი (საქმეთამმართველი), მ.კახაია, ი.ჭანტურია (დაწყებითი კლასების პედაგოგები). მე-2 ტურში გადასულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები კონკურსში აქტიური მონაწილეობისათვის, ხოლო გამარჯვებულებს - სიგელები მიღწეული წარმატებისათვის და ასევე ფასიანი საჩუქრები - წიგნები.

გამოქვეყნებულია 27-01-2018, 11:35
2017 წლის 29 დეკემბერს, I ა კლასმა წარმოადგინა საახალწლო სპექტაკლი. ბავშვებმა მოირგეს ფუფალას, ქოსატყუილას, ბურატინოს, კარლსონისა და პრინცესა რაპუნცელის როლები. ზეიმი გაფორმებული იყო მუსიკალური ნომრებით, პატარა მსახიობები შესანიშნავად ასრულებდნენ საკუთარ როლებს. სპექტაკლმა მაყურებლებში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია, მათ მქუხარე ტაშით დააჯილდოვეს პატარები.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)