ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com

გამოქვეყნებულია 12-05-2023, 13:26
მადლიერება რომელიც არაა გაზიარებული, არაფერს ემსახურება 🙌
დღეს ჩვენი მაღალრეიტინგული მოსწავლეების მშობლებს ვუმასპინძლეთ 🤗 მათ ხომ ყველაზე მეტად ეამაყებათ შვილების წარმატება ✨
გადავეცით მადლობის ფურცლები და მათთან ერთად ვნახეთ რუბრიკა "ჩემი აზრით..." 🫣💌

გამოქვეყნებულია 21-04-2023, 12:44
🌟წარმატებულების რუბრიკიდან
ამჯერად მეექვსეკლასელ დემეტრე მეფარიშვილზე გიამბობთ
ჩვენ პირველ კლასში დავმეგობრდით და მას შემდეგ დემეტრე მუდმივად გვაძლევს ქების საბაბს ❤ საქებარია მისი, როგორც მაღალი აკადემიური მაჩვენებლები (სკოლის მაღალრეიტინგულ მოსწავლეთა სიაში საპატიო ადგილს ფლობს🙌), ასევე კრიტიკული და ტექნიკური აზროვნების უნარი. პიროვნულად საკმაოდ გაწონასწორებულია და მოქნილად იყენებს იუმორს_რაც გონიერ ადამიანს კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს😊
ამასთანავე უყვარს ➡️კითხვა და ანალიტიკური თემების წერა
უფრო ვრცლად დემეტრეს მიღწევების შესახებ👇
✅ფლობს კომაროვის 1️⃣ ხარისხის დიპლომს
✅ასევე კინგსის 1️⃣ ხარისხის დიპლომს მათემატიკაში
✅ TOP მოსწავლის სტატუსს ქართულ ენაში
ასევე არის ჭადრაკის ჩემპიონატის არაერთგზის გამარჯვებული🏆
სპორტული მიღწევები: კარატეს ქამრები🥋
⚪თეთრი
🟣იასამნისფერი
🔵ლურჯი
#ბევრიდემეტრესკოლასდაქვეყანას

გამოქვეყნებულია 30-03-2023, 19:21
💥 მორიგი გამარჯვება “FLEX”-ის გაცვლით პროგრამაში
💫 ლიზი სვანიძე ერთ-ერთია ქვეყნის საუკეთესო სამოცდაათ მოსწავლეს შორის - და ის ერთი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ისწავლის!!!
☺ ლიზი მეორე წელია მონაწილეობს მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამაში - FLEX Program. შარშანაც ფინალისტი იყო, რაც მომავალი გამარჯვების მთავარი მამოტივირებელი ფაქტორი აღმოჩნდა.
✅მიღებული გამოცდილებით წელს მან კომპლექსური კონკურსის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა 🎯 ვიდრე მიზანს მიაღწევდა, ვაშინგტონის დამოუკიდებელი კომისიისთვის უნდა დაემტკიცებინა, რომ კონკურსში მონაწილე 5000-მდე თანატოლს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო და რომ სწორედ ის იმსახურებდა გაცვლითი პროგრამის საგზურს. დღეს კი
ლიზი საქართველოს მასშტაბით 70 გამარჯვებულ მოსწავლეთა შორისაა 🇺🇸
👏შემოგვიერთდით, მივულოცოთ ლიზის დამსახურებული გამარჯვება
#ლიზი, შენ დაამტკიცე რომ
Hard work pays off! 💫

გამოქვეყნებულია 6-03-2023, 18:26
🌟წლის სტიპენდიანტი მარიამ კვიციანი.
🔹️ჩვენი სკოლის კიდევ ერთ წარმატებულ მოსწავლეს, მარიამ კვიციანს, სასკოლო საზოგადოება უკვე დიდი ხანია კარგად იცნობს.
🔹️მარიამი წლებია ოქროს რეიტინგშია იგი ზედიზედ მესამე წელია 100%-ანი სიზუსტით ასრულებს რეიტინგულ წერებს და სწორედ ამიტომ იგი გახდა სკოლის რიგით მეექვსე სტიპენდიანტი მოსწავლე.
🔹️მარიამის აკადემიური მიღწევები მისი მაღალი ინტელექტისა და გამორჩეული შრომისმოყვარეობის შედეგია.
🔹️იგი ყოველთვის მზადაა გამოწვევებისთვის, არის მიზანდასახული და მუდმივად ზრუნავს თვითგანვითარებაზე.
🔹️მარიამი აქტიურად არის ჩართული როგორც სასკოლო, ასევე სკოლის გარე აქტივობებში.

გამოქვეყნებულია 27-02-2023, 22:49
გაიცანით ჩვენი სკოლის კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლე ნიცა ბოხუა🌟
ნიცა გამოირჩევა მაღალი ინტელექტუალური და კომუნიკაციის უნარებით. არის პრეზენტაბელური, საკმაოდ კარგად ფლობს აუდიტორიას და მაღალ სააზროვნო უნარებთან ერთად აქვს საუკეთესო აკადემიური შედეგები, რაც ცხადყოფს მის მაღალ რეიტინგს (წელს მაქსიმალური ქულებით ოქროს რეიტინგში შევიდა)💫
ამასთანავე ნიცას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო:
“Cambridge“-ის საერთაშორისო გამოცდის B1 დონის დამადასტურებელ სერთიფიკატი✅
“Kings”-ის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადის I-II ხარისხის დიპლომები✅
“Google Analytics Academy”-ის მიერ ორგანიზებული კურსის “Google Analytics for Beginners”-ის აკრედიტირებული სერთიფიკატი✅

გამოქვეყნებულია 7-02-2023, 21:49
ესეც ჩვენი ნანატრი მედლები🏅🏅🏅🏅
2020-2021 წლის მედალოსნები:👇
🔸️მარიამ კალანდარაშვილი
🔸️გვანცა რამაზაშვილი
🔸️დიანა სიჭინავა
🔸️ლექსო ქოქოსაძე
#მომავალითაობაჯანსაღიამბიციებით

გამოქვეყნებულია 27-10-2022, 19:17

2022 წლის გაზაფხულის სეზონის მონაწილეების დაჯილდოება 👩‍🎓

გამოქვეყნებულია 27-08-2022, 00:23

ამჯერად ჩვენი მოსწავლე თორნიკე ჯინჭველეიშვილი იმყოფება საზაფხულო სკოლაში, ბუდაპეშტში ⭐
საზაფხულო სკოლის ორგანიზატორია One World - სწავლა საზღვარგარეთ. მოლაპარაკებები სკოლა კანდიდსა და One World-ის ადმინისტრაციას შორის, დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა პანდემიური პირობების გათვალისწინებით, სისრულეში მხოლოდ ახლა მოვიყვანეთ 🤝✅
შესაბამისად, One World-ისა და უნგრეთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სკოლის Berlitz-ის თანამშრომლობით დაგეგმილ ორკვირიან საზაფხულო სკოლას თორნიკე რამდენიმე დღის წინ ესტუმრა ☺️✈

გამოქვეყნებულია 26-08-2022, 00:18
სიამაყით მოგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდის კიდევ ოთხმა მასწავლებელმა წარმატებით ჩააბარა წამყვანი მასწავლებლის გამოცდა✅🎉
აი, ისინიც👏📣
👇😊
✅ ეკატერინე ხმალაძე - დაწყებითი კლასების მასწავლებელი
✅ თამარ სილაქაძე - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
✅ თინათინ ცხადაძე - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
✅ ხატია ჭალიძე - მოქალაქეობის მასწავლებელი

გამოქვეყნებულია 5-08-2022, 23:56
ჩვენი საამაყო მოსწავლის თორნიკე ღვინჯილიას გუნდი რობოტიკის მსფოლიო ოლიმპიადის რეგიონალური ფინალის გამარჯვებულია ❤
ზაფხულის ცხელ დღეებში გაგაცნობთ თორნიკეს და მის წარმატებაზე გიამბობთ 🎉
თორნიკე რობოტიკითაა დაინტერესებული ⚙🔩 🧲 სკოლის რობოტიკის კლუბსაც სიამოვნებით ხელმძღვანელობს და თანატოლებსაც უზიარებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას 🥰

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)