ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com

გამოქვეყნებულია 25-06-2021, 17:57
გვსურს გაგაცნოთ II კლასის მოსწავლეები -ლუსი ბეკურაშვილი და ნიკოლოზ კარაპეტიანი smile

აღსანიშნავია მათი წარმატება 2020-2021 სასწ. წლის "კინგსის" შემოდგომის ოლიმპიადაზე, სადაც მათ სამ საგანში (ქართული, მათემატიკა და ინგლისური) I ხარისხის დიპლომები და ოქროს მედლები მოიპოვეს. ასეთი წარმატება ყოველთვის სასიხარულოა, თუმცა განსაკუთრებით დასაფასებელია, როდესაც მოსწავლე პირველად გადის ოლიმპიადაზე და ასეთ შედეგებს აჩვენებს ❤️

კლასის ხელმძღვანელი- ეკატერინე ხმალაძე.

წარმატებებს ვუსურვებთ ლუსის და ნიკოლოზს ❤

გამოქვეყნებულია 25-06-2021, 17:24
გაიცანით, ეს მარიამია ❤️

გამოქვეყნებულია 21-05-2021, 17:06
დღეს გაგაცნობთ თეკლა გილაშვილს- ერთ-ერთ საინტერესო და საოცარი ნებისყოფით გამორჩეულ მოსწავლეს.

გამოქვეყნებულია 21-05-2021, 17:00
გეგი არაერთი კონკურსის გამარჯვებულია, მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და დიპლომი რამდენიმე საგნის სხვადასხვა კატეგორიაში:

2018 წელს გახდა "კინგსის" ინგლისურის ოლიმპიადის გამარჯვებული და მათემატიკისა და ქართულის ოლიმპიადის წარმატებული მონაწილე -დაჯილდოვდა I ხარისხის კატეგორიის სერფიტიკატით.

გამოქვეყნებულია 29-04-2021, 16:38
გვსურს გაგაცნოთ ჩვენი სკოლის ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლე- ნინო მეფარიშვილი ❤️

გამოქვეყნებულია 28-04-2021, 16:08
გვსურს გაგაცნოთ IV კლასელი დემეტრე მეფარიშვილი

გამოქვეყნებულია 24-04-2021, 15:51
გვსურს გაგაცნოთ დაწყებითი კლასების წარმომადგენელი, მეორეკლასელი- იოანე პატარაია.

გამოქვეყნებულია 4-02-2021, 14:34
გვსურს გაგაცნოთ ჩვენი ერთ-ერთი მოსწავლე- ალექსანდრე კაცია. მან არაერთ კონკურსში გაიმარჯვა, მოიპოვა მრავალი ჯილდო და მიიღო დიპლომები სხვადასვა კატეგორიაში🏅

ალექსანდრე გამორჩეული მოსწავლეა და ეს განსაკუთრებით იგრძნობა ტექნიკური მიმართულების საგნებში. უყვარს მათემატიკა, ლოგიკა. აღსანიშნავია მისი ლოგიკური აზროვნების განვითარების დონე, რაც ბუნებრივია, ყველა საგანში მაღალ აკადემიურ მოსწრებას განაპირობებს.

ალექსანდრე არის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოსწავლე. მასწავლებლები ხაზს უსვამენ, რომ მას აქვს მრავალმხრივი ინტელექტი, ახარებთ მისი მონდომება და ინტერესი თითოეული საგნის მიმართ. მას მოსწონს სიახლეები, გამოირჩევა სწრაფი აზროვნებით და დასმულ კითხვებს ყოველთვის არგუმენტირებულად პასუხობს. ალექსანდრეს აქვს ისეთი პიროვნული თვისებები, როგორიცაა: პასუხისმგებლობა, სხვისი აზრის პატივისცემა, ლიდერობისა და კრიტიკული აზროვნების უნარი. გარდა ამისა, არის მეგობრული, რაც კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს მის პერსონას.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრეს ასევე აქვს განსაკუთრებული ნიჭი ხელოვნების მიმართულებით, მას კარგად გამოსდის ცეკვა და სიმღერა.

ჩვენ გვჯერა, რომ ალექსანდრეს ცხოვრების გზაზე კიდევ უფრო მეტი წარმატება ელოდება ❤

გამოქვეყნებულია 4-02-2021, 14:04
გთავაზობთ 2020/21 წლის რეიტინგული გამოკითხვის შედეგებს მოსწავლეთა სიების მიხედვით, რომელიც წარმოდგენილია სამ კატეგორიაში:

ოქრო
ვერცხლი
ბრინჯაო

გამოქვეყნებულია 29-01-2021, 15:46
გამოვლინდნენ სკოლა კანდიდის სტიპენდიანტები:

ეკა მირაქიშვილი- X კლასი
ნატა პეტრემღვდლიშვილი- X კლასი
ნინო გიგანი- IX კლასი

სკოლა კანდიდი ულოცავს თითოეულ თქვენგანს სტიპენდიის მოპოვებას. ჩვენ გვეჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ❤

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)