ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com

გამოქვეყნებულია 13-01-2021, 20:57
მათე ინჯგია III ა კლასის მოსწავლეა (კლასის ხელმძღვანელი- ნინო ქობულაშვილი), რომელიც გამოირჩევა სხარტი აზროვნებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით. მის პიროვნებას გამოკვეთილად ახასიათებს მაძიებლობა და საკუთარი შრომით ყოველთვის აღწევს დასახულ მიზანს, მოსწონს შემეცნების პროცესი და მუდამ მზად არის სიახლეებისთვის. რაც მთავარია, იგი ყოველთვის ეხმარება მეგობრებს და თანაკლასელებთან ურთიერთობისას არის თავაზიანი. გარდა ამისა, მათეს აქვს მკვეთრად გამოხატული ლიდერის თვისებები.

ამჯერად მათემ ევერესტის ოლიმპიადაზე უმაღლესი - 100 ქულა მოიპოვა და ოქროს მედლით დაჯილდოვდა. თუმცა ეს არ არის მისი პირველი გამარჯვება, ჩვენ არაერთხელ გვიამაყია მისი მიღწეული შედეგებით ❤

გამოქვეყნებულია 25-10-2020, 02:17
ჩვენი სკოლის II, III, IV კლასის მოსწავლები Kings-ის ოლიმპიადაში ჩაერთვნენ :)

გამოქვეყნებულია 15-02-2020, 11:30
კინგსის ოლიმპიადა - ოქროს სერტიფიკატები ინგლისური ენის პედაგოგებს

გამოქვეყნებულია 28-01-2020, 15:47
წლის სტიპენდიატი - ნატა პეტრემღვდლიშვილი! ♥️💚♥️

გამოქვეყნებულია 29-05-2019, 11:42
2019 წლის აპრილი-მაისის თვეში საქართველოს საგუნდო საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მე-5 ეროვნული კონკურსი, რომლის მიზანია აკადემიური საგუნდო სიმღერის პოპულარიზაცია, ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა, ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა და განვითარება. კონკურსი ითვალისწინებდა სხვადასხვა კატეგორიებს. იგი ჩატარდა ორ ტურად, სადაც წარმოდგენილი იყო ორი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოები.

გამოქვეყნებულია 29-05-2019, 10:36
22 მაისს ბოლო ზარის ცერემონიაზე 2017/18 წლის კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადავეცით.
გასულ წელს სკოლა წარმატებით დაამთავრა ხუთმა მედალოსანმა:
1. ნინო თათენაშვილი – ოქროს მედალი;
2. მარიამ მარგებაძე – ოქროს მედალი;
3. ივერი ჯაჯანიძე – ვერცხლის მედალი;
4. ელენე ფილფანი – ვერცხლის მედალი;
5. ქრისტინე შამათავა – ვერცხლის მედალი;
სწორედ ასეთი ახალგაზრდები ქმნიან მომავალს!

გამოქვეყნებულია 26-04-2019, 16:34
ჩვენი სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა, მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიადაში - "Logocmerer". დასკვნით ტურში, წარმატებას მიაღწია: II ბ კლასის მოსწავლემ ანდრია მიქაბერიძემ (პედაგოგი - ირმა გურგენიძე) და II ბ კლასის მოსწავლემ ზვიად ჯალაღონიამ (პედაგოგი - ნინო ჩადუნელი), მათ გადაეცათ II ხარისხის დიპლომები.


გამოქვეყნებულია 25-04-2019, 21:52
2018–2019 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ჩატარებული რეიტინგული წერების მიხედვით, სკოლა „კანდიდმა“ კვლავ გამოავლინა მოსწავლეები, რომლებმაც აჩვენეს მაღალი შედეგები და შევიდნენ „ოქროს რეიტინგში“.
სკოლას წელს ასევე ყავს „ვერცხლის“ და „ბრინჯაოს“ რეიტინგოსანი მოსწავლეები. დირექციის გადაწყვეტილებით წარმატებული მოსწავლეების მშობლებს (ძირითადად მამებს) სამსახურებში, ფოსტის საშუალებით, დაეგზავნათ ტრადიციული „მადლობის ფურცლები“, რომელთაც თან დაერთო კონკრეეტულ მოსწავლეთა დახასიათებები, სადაც პედაგოგებს საკმაოდ ემოციურად და შთამბეჭდავად ქონდათ წარმოდგენილი მოსწავლეთა პიროვნული და აკადემიური მახასიათებლები.

გამოქვეყნებულია 22-04-2019, 15:16
სამშაბათს, 15 აპრილს, ჩვენი სკოლის წარმატებულ მოწავლეს, ნატა პეტრემღვდლიშვილს, სკოლის დირექციამ, მეტად სასიამოვნო და მოულოდნელი სიურპრიზი მოუმზადა.



გამოქვეყნებულია 4-04-2019, 15:55
სკოლა „კანდიდი“, უკვე რამდენიმე წელია, აქტიური მონაწილეა იმ საგნობრივი ოლიმპიადებისა, რომელსაც საგანმანათლებლო ორგანიზაცია "კინგსი" ახორციელებს. გამონაკლისი არც 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სეზონი ყოფილა.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)