ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გამოქვეყნებულია 19-04-2019, 10:59
19 აპრილს, ამჯერად ჩვენი სკოლის 2 გ კლასის მოსწავლეები (დამრ. მ. კახაია) ეწვივნენ მარილის ოთახს, გაეცნენ გაჯანსაღების, პროფილაქტიკის, მკურნალობის, რეაბილიტაციის უნიკალურ მეთოდს-ჰალოთერაპიას. ეს არის მარილის მშრალი აეროზოლით მკურნალობა, რომელიც გამოიყენება მრავალი დაავადების მკურნალობის დროს. ბავშვებმა თავადაც ჩაიტარეს პროცედურა და გამოთქვეს სურვილი, რომ უახლოეს მომავალში კვლავ ესტუმრონ მარილის ოთახს.
გამოქვეყნებულია 17-04-2019, 20:54
17 აპრილს სკოლა „კანდიდის“ მე-4 ა კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში.
პედაგოგი - ეკატერინე ხმალაძე.
გაკვეთილის თემა - ქვეწარმავლები.
გამოქვეყნებულია 17-04-2019, 19:27
17 აპრილს სკოლა „კანდიდი“–ს 2 გ კლასში (დამრიგებელი – მაია კახაია) ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩიტები გამებუტნე“.
გამოქვეყნებულია 15-04-2019, 13:08
2019 წლის 8 აპრილს სკოლა „კანდიდის“ IX ა კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის მასწავლებელთან და კლასის დამრიგებელთან ერთად, ჩაატარეს საგანმანათლებლო და შემეცნებითი ექსკურსია. მოინახულეს კახა ბენდუქიძის კამპუსის მუზეუმი რომელიც აერთიანებს საბუნებისმტეყველო დარგების კოლექციებს: დენდროლოგია, ენტომოლოგია, ნიადაგმცოდნეობა და მინეარლოგია, ზოოლოგია, მეაბრეშუმება, პათანატომია და მიკროორგანიზმები.
გამოქვეყნებულია 15-04-2019, 13:03
8 აპრილს, ორშაბათს, ჩვენს სკოლაში VIII ა კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი, თემაზე: „ქიმიურ რეაქციათა ტიპები“. გაკვეთილზე გამოყენებული იყო გაჩერებებით სწავლების მეთოდი, კონსტრუქტივისტული მიდგომით. კლასი გაყოფილი იყო ოთხ ჯგუფად და შესაბამისად წარმოდგენილი იყო ოთხი „გაჩერება“/დავალება, მოსწავლეებმა დამოუკიდებლად ჩაატარეს ქიმიური ექსპერიმენტები, გააანალიზეს მიღებული შედეგები და შეადგინეს რეაქციათა ტოლობები.
გამოქვეყნებულია 15-04-2019, 12:22
15 აპრილს თვალსაწიერის გაფართოების მიზნით. VIII, IX, X, XI ,XII კლასები იმყოფებოდნენ კულტურის ცენტრ „მუზაში“ სპექტაკლზე „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ მოსწავლეების ემოციით თუ ვიმსჯელებთ სპექტაკლმა მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ბავშვებმა უნიჭიერესი მსახიობები აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს. თუ გავითვალისწინებთ ეს სპექტაკლი, მეტად საჭირო და მნიშვნელოვანი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენს სკოლაში,ეს პიესა დაიდგა რამოდენიმე წლით ადრე, რასაც საკმაოდ კარგად გაართვეს თავი უფროსკლასელებმა. ახლა უკვე პროფესიონალის თვალით დანახული და გადმოცემული იხილეს დიდ სცენაზე.
გამოქვეყნებულია 15-04-2019, 11:03
2019 წლის 2 აპრილს, სკოლა „კანდიდის“ II ა კლასი გასვლითი ღონისძიებით იმყოფებოდა შპს „ქართული შოკოლადის“ კაფე-მუზეუმში, რომელიც მდებარეობს თავისუფლების მოედანზე, ივანე მაჩაბელის 17 ნომერში.
გამოქვეყნებულია 15-04-2019, 10:44
15 აპრილს, სკოლა „კანდიდში“ ჩატარდა გაზაფხულის ფესტივალი სახელწოდებით - „გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში“, რომელშიც მონაწილეობდნენ IV ა, IV ბ და IV გ კლასის მოსწავლეები.
გამოქვეყნებულია 15-04-2019, 10:39
ჩვენი სკოლის კინოკლუბის ფარგლებში ხუთშაბათს, 4 აპრილს გაიმართა კინოჩვენება. ფილმის შერჩევა ტრადიციულად მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა შორის კენჭისყრის ჩატარებით მოხდა, მოსწავლეთა უმრავლესობისათვის სასურველი ფილმი აღმოჩნდა: „იმიტაციის თამაშები“ (The Imitation Game).
გამოქვეყნებულია 12-04-2019, 21:26
12 აპრილს, I გ კლასის მოსწავლეები (დამრ. ეთი ჯანეზაშვილი) ესტუმრნენ ჰალოთერაპიის ცენტრს „Gimmy’s Cave“–ს (მარილის ოთახი), სადაც მარილი ჰიმალაის მთების მაღაროებიდანაა ჩამოტანილი და კურნავს უამრავ დაავადებას.
ბავშვებს ჩაუტარდათ ჰალოთერაპიის 2 პროცედურა. აღნიშნული პროცედურა, რაღათქმაუნდა იყო უმტკივნეულო და ბავშვებისთვის მეტად სასიამოვნო.
უნდა აღინიშნოს, რომ პროცედურა მეტად სასარგებლოა პატარებისთვის, რადგან ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)