ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
გამოქვეყნებულია 25-04-2019, 11:40
25 აპრილს, ჩვენი სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმს.
ბავშვებმა, ნანახით განამტკიცეს ცოდნა ხალხური საკრავებისა და სიმღერის შესახებ. მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ვიდეო მასალამ, რომელიც შეეხებოდა საკრავების შექმნის ისტორიას და მათ ჟღერადობას. მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ ახლოს ენახათ სიმებიანი, ჩასაბერი და დასარტყამი საკრავები, რომელიც ოდითგანვე შეუქმნია ქართველ ხალხს და დღემდე შეუნარჩუნებია, აქვე იყო პირველი ქართული ინსტრუმენტის -„გედის ძვლის სალამურის“ ასლი.
გამოქვეყნებულია 24-04-2019, 10:56
სააღდგომო სამზადისი
გამოქვეყნებულია 22-04-2019, 21:18
22 აპრილს მე-3 ა კლასის პედაგოგმა ნინო ფარსმანიშვილმა ჩაატარა ღია გაკვეთილი მათემატიკაში. გაკვეთილის თემა იყო განვლილი მასალის გამეორება.
გამოქვეყნებულია 22-04-2019, 15:18
ჩვენი სკოლის მოსწავლეთა გუნდმა, 14 აპრილს, მონაწილეობა მიიღო, ეროვნული საგუნდო მუსიკის V რესპუბლიკურ კონკურსში, რომელიც დაფუძნებულია და ორგანიზებული საგუნდო საზოგადოების მიერ. წელს ტარდება მოსწავლე–ახალგაზრდობის V ეროვნული კონკურსი, რომელიც ითვალისწინებს ორ ტურს, თითოეული ტურის მონაწილეთა საშემსრულებლო უნარ–ჩვევებს აფასებს მაღალი კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის მქონე კომპეტენტური ჟიური. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მე–2 ტურში ჟიურის შემადგენლობაში მოწვეულნი არიან ევროპაში ცნობილი საგუნდო მუსიკის პროფესიონალები.
გამოქვეყნებულია 22-04-2019, 15:16
სამშაბათს, 15 აპრილს, ჩვენი სკოლის წარმატებულ მოწავლეს, ნატა პეტრემღვდლიშვილს, სკოლის დირექციამ, მეტად სასიამოვნო და მოულოდნელი სიურპრიზი მოუმზადა.


გამოქვეყნებულია 22-04-2019, 12:18
2019 წლის 22 აპრილს ჩვენი სკოლის პედაგოგმა, ირმა გურგენიძემ, III ბ კლასის მოსწავლეებთან ჩაატარა შემაჯამებელი გაკვეთილი მათემატიკაში, რომლის მიზანი იყო წლის მანძილზე განვლილი მასალის გამეორება, მსჯელობის, ამოცანების ამოხსნის და ანალიზის უნარის განვითარება. გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს. ბავშვებმა შეასრულეს როგორც ჯგუფური ასევე ინდივიდუალური დავალებები, გამოავლინეს ლოგიკური აზროვნებისა და ურთიერთ თანამშრომლობის უნარი.
საბოლოოდ გაკვეთილმა საიტერესოდ ჩაიარა. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
გამოქვეყნებულია 19-04-2019, 12:23
19 აპრილს, ჩვენი სკოლის II ბ კლასმა (კლასის ხელმძღვანელი - ნინო ჩადუნელი) მოაწყო სასწავლო ვიზიტი საგურამოში, ზედაზენის ქარხანაში. ადგილზე მისულ ბავშვებს დახვდა ქარხნის წარმომადგენელი, რომელმაც გაუწია გიდობა.
მოსწავლეებ გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, გაიგეს თუ როგორ მზადდება, ისხმევა და ეტიკეტირდება ყველასათვის საყვარელი ლიმონათები და წვენები.
დაათვალიერეს ქარხანა, სხვადასხვა დანიშნულების ოთახები, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და მიიღეს საჩუქრები.
გამოქვეყნებულია 19-04-2019, 10:59
19 აპრილს, ამჯერად ჩვენი სკოლის 2 გ კლასის მოსწავლეები (დამრ. მ. კახაია) ეწვივნენ მარილის ოთახს, გაეცნენ გაჯანსაღების, პროფილაქტიკის, მკურნალობის, რეაბილიტაციის უნიკალურ მეთოდს-ჰალოთერაპიას. ეს არის მარილის მშრალი აეროზოლით მკურნალობა, რომელიც გამოიყენება მრავალი დაავადების მკურნალობის დროს. ბავშვებმა თავადაც ჩაიტარეს პროცედურა და გამოთქვეს სურვილი, რომ უახლოეს მომავალში კვლავ ესტუმრონ მარილის ოთახს.
გამოქვეყნებულია 17-04-2019, 20:54
17 აპრილს სკოლა „კანდიდის“ მე-4 ა კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში.
პედაგოგი - ეკატერინე ხმალაძე.
გაკვეთილის თემა - ქვეწარმავლები.
გამოქვეყნებულია 17-04-2019, 19:27
17 აპრილს სკოლა „კანდიდი“–ს 2 გ კლასში (დამრიგებელი – მაია კახაია) ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩიტები გამებუტნე“.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)