ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
სკოლა "კანდიდი"
​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​
სწავლა - ნათელი მომავლისათვის
​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​
გამოქვეყნებულია 20-03-2018, 22:11
სკოლა " კანდიდში" გრძელდება პროექტი "მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში". უღრმესი მადლობა lგ კლასის მოსწავლის, ცოტნე მაისურაძის, დედიკოს-ელენე ურტაშვილს, საინტერესო გაკვეთილისთვის თემაზე " უსაფრთხოება" .(კლასის დამრიგებელი - კახაია მაია).
გამოქვეყნებულია 20-03-2018, 21:32
მიმდინარე სასწავლო წლის 15 მარტს სკოლა კანდიდის მე-9(ბ) კლასის დამრიგებელმა და მოსწავლეება 21 მარტს დაუნის სინდრომით დაავადებულთა დღის აღნიშვნა გადაწყვიტეს.
გამოქვეყნებულია 20-03-2018, 11:18
სკოლა ,,კანდიდის’’ თვითმართველობის წევრებმა 2018 წლის 20 მარტს ერთი დღით ჩაანაცვლეს საკუთარი მასწავლებლები. მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საქმეს და მათ მიერ ჩატარებული გაკვეთილები ისეთივე საინტერესო და ხარისხზე ორიენტირებული იყო, როგორც მათი მასწავლებლების. ასევე, საინტერესოდ წარიმართა ადმინისტრაციის ჩანაცვლების პროცესიც.
გამოქვეყნებულია 14-03-2018, 23:28
2018 წლის 14 მარტს "ევერესტის ორგანიზებით გაიმართა ყველაზე მაშტაბური, ყოველწლიური "მათემატიკის ფესტივალი", აღსანიშნავია,რომ ღონისძიება მთელ მსოფლიოში აღიარებულ მათემატიკის დღესასწაულს, π-ს დღეს (π≈3,14) ემთხვევა, ამ ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს სკოლა "კანდიდის" XI ბ კლასის მოსწავლეებმა,რომლებმაც წარადგინეს საინტერესო შემოქმედებითი ნამუშევარი სახელწოდებით "საოცრებანი რიცხვთა სამყაროში", რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა, გარდა ამისა მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები გამოალინეს სხვადასხვა მათემატიკურ შეჯიბრებებში.
გამოქვეყნებულია 3-03-2018, 21:00
2018 წლის 2 მარტს Iგ კლასის მასწავლებელმა მაია კახაიამ ჩაატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე: იაკობ გოგებაშვილის ,,ენძელა“. გაკვეთილის მიზანი უცხო ტექსტის იტონაციით და გაგრძელებითი წაკითხვა, ცალკეული სიტყვებიდან წინადადებების აწყობა, კითხვებზე პასუხის პოვნა. გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს. გაკვეთილმა საიტერესოდ ჩაიარა. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
გამოქვეყნებულია 3-03-2018, 20:40
სკოლა „კანდიდის“ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები აქტიურად იღებენ მონაწილეობას KINGS - ის ოლიმპიადაში და ყოველთვის წარმატებებს აღწევენ. არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი. თითოეულ მონაწილეს გადაეცათ შესაბამისი ხარისხის დიპლომები
გამოქვეყნებულია 28-02-2018, 21:11
2018 წლის 28 თებერვალს Iა კლასის მასწავლებელმა თამუნა ტიტვინიძემ ჩაატარდა ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე: "6-ის შეკრება სხვადასხვა ხერხით“. გაკვეთილის მიზანი გახლდათ შეკრების სხვადასხვა ხერხების გაცნობა; წინა და მომდევნო რიცხვების დასახელება;რიცხვებიდან თანრიგების გამოყოფა. გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს.მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც წყვილებში,ასევე ინდივიდუალურად. გაკვეთილმა საიტერესოდ ჩაიარა. ყველა აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
გამოქვეყნებულია 28-02-2018, 12:28
თბილისის სკოლა „კანდიდი“-ს პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ 2018წ. 27-28 თებერვალს ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმს. მუზეუმში დაათვალიერეს ქართული ხალხური საკრავები: სალამური, გედის ძვლის სალამური, (ორიგინალი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში), დოლი, დიპლიპიტო, ფანდური, ჩონგური,ჩანგი, გუდასტვირი და ბევრი სხვა ინსტრუმენტი. შემდეგ მოისმინეს ამ საკრავების მიერ შესრულებული ქართული ხალხური საცეკვაო და სასიმღერო მუსიკა. ამ მუსიკის ფონზე ჩააბეს ფერხული, რამაც ბავშვები აღაფრთოვანა. ნანახმა გაუღრმავათ ცოდნა ნაცნობი საკრავების მიმართ და კიდევ მეტი გაიგეს ქართული ხალხური შემოქმედების შესახებ. შემდეგ გადაინაცვლეს ევროპულ დარბაზში, სადაც მათ ნახეს ისეთი საკრავები, რომელიც აქამდე არ ენახათ და მეტიც არც იცოდნენ ზოგიერთი მათგანის არსებობა: არღანი, ორღანი, მექანიკური პიანინო, როიალი, არფა, ვიოლინო და ბევრი სხვა ინსტრუმენტი. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.
გამოქვეყნებულია 27-02-2018, 11:02
2018 წლის 26 თებერვალს III ბ კლასში მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ფარგლებში პედაგოგმა მირანდა კეშელავამ ჩაატარა გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაკვეთილის თემა იყო „წინაპრები და შთამომავლები“. გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებს. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
გამოქვეყნებულია 26-02-2018, 10:41
2018 წლის 9 თებერვალს ჩატარდა სკოლის პირველობა ჭადრაკში, სადაც მონაწილეობა მიიღეს სკოლის ნორჩმა მოჭადრაკეებმა. ტურნირი მიმდინარეობდა ოლიმპიური სისტემით და ითვალისწინებდა საუკეთესო მოჭადრაკე ბავშვთა გამოვლენას. ადგილები ასე გადანაწილდა:
I ადგილი ბარკალაია ნიკა
II ადგილი კორკოტაშვილი გიორგი
III ადგილი ჯაჯანიძე ხვიჩა.

გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)