ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com

გამოქვეყნებულია 15-04-2019, 10:39
ჩვენი სკოლის კინოკლუბის ფარგლებში ხუთშაბათს, 4 აპრილს გაიმართა კინოჩვენება. ფილმის შერჩევა ტრადიციულად მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა შორის კენჭისყრის ჩატარებით მოხდა, მოსწავლეთა უმრავლესობისათვის სასურველი ფილმი აღმოჩნდა: „იმიტაციის თამაშები“ (The Imitation Game).

გამოქვეყნებულია 6-04-2019, 10:47
5 აპრილს სკოლა "კანდიდში" გაზაფხულის მოსვლასთან დაკავშირებით ჩატარდა პროექტი - "გაზაფხული შემოსულა ლენ ". პროექტის ორგანიზატორი გახლდათ, ბიბლიოთეკარი - ქალბატონი ნანა ურდულაძე. პროექტი წარმოადგინეს მესამე კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგები - ნინო ფარსმანიშვილი, ირმა გურგენიძე, ნინო ხმალაძე).


გამოქვეყნებულია 25-03-2019, 19:42
სკოლა „კანდიდის“ თვითმმართველობის წევრები, პროექტის: "ერთი დღე მასწავლებლად" ფარგლებში, უკვე მეორედ შეეცადნენ მოერგოთ მასწავლებლის როლი და ჩაეტარებინეთ სასურველი გაკვეთილი 4 დღის მანძილზე (19 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით), შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ კლასებში. მონაწილეები პასუხისმგებლობითა და მონდომებით მოეკიდნენ აღნიშნულ დავალებას და დამოუკიდებლად მოამზადეს გაკვეთილებზე შესასრულებელი აქტივობები.

გამოქვეყნებულია 19-03-2019, 12:54
გრძელდება, სკოლა „კანდიდის“ IV ა კლასის "მშობელთა ჩართულობის პროექტით" გათვალისწინებული გაკვეთილების ჩატარება. ამჯერად ჩვენი კლასის სტუმარი გახლდათ გაბრიელ კვიციანის და - მეექვსე კლასის მოსწავლე მარიამ კვიციანი.
გაკვეთილის თემა იყო: "ჯანსაღი კვება". საგაკვეთილო პროცესი, მეტად საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა, ყველა მოსწავლე გულისყურით ისმენდა მარიამის მიერ მოწოდებულ სასარგებლო ინფორმაციას და აქტიურად იყო ჩართული მის მიერ წინასწარ მომზადებულ აქტივობებში.
დიდი მადლობა, მარიამს, საინტერესო და აქტივობებით დატვირთული გაკვეთილისთვის! smile

გამოქვეყნებულია 19-03-2019, 11:30
პროექტ "მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში"–ს ფარგლებში 2019 წლის 5 მარტს III ბ კლასის მოსწავლის, მარიამ ბარკალაიას, დედამ – ნინო ცხვიტავამ და მისმა მეგობარმა თამთა გრიგოლიამ, ჩაატარეს გაკვეთილი, თემაზე: "გამოჩენილი ადამიანები". საგაკვეთილო პროცესი მეტად საინტერესოდ წარიმართა, რადგან მოსწავლეები გულისყურით ისმენდნენ ცნობილი და წარმატებული ადამიანების ისტორიებს. გაკვეთილს ქონდა ინტერაქციული ხასიათი, ბავშვებმა თავადაც ისაუბრეს, მათთვის ცნობილ და მისაბაძ, გამოჩენილ ადამიანებზე, როგორც თანამედროვეობიდან, ასევე ისტორიული წარსულიდან.

დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონ ნინოს და ქალბატონ თამთას ასეთი ინფორმატიული და მრავლისმომცემი გაკვეთილის ჩატარებისთვის!

გამოქვეყნებულია 6-03-2019, 12:25
..

გამოქვეყნებულია 20-02-2019, 13:00
..

გამოქვეყნებულია 19-02-2019, 12:47
სპექტაკლი "რწილი და ჭიანჭველა" Iბ კლასი <3

გამოქვეყნებულია 15-02-2019, 12:29
Iა კლასში მშობელთა ჩართულობის პროექტით გათვალისწინებული პირველი გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილის თემა გახლდათ "ჩვენი სხეული", რომელსაც უძღვებოდა ინა ფიცხელაურის დედა -ქ. ნ მარიტა აფულავა. გაკვეთილი საინტერესოდ და აქტიურად წარიმართა. მადლობა ქ.ნ მარიტას საინტერესო გაკვეთილისთვის.

გამოქვეყნებულია 13-02-2019, 12:04
"წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ - სკოლა "კანდიდის" 4 ა კლასმა ( პედაგოგი - ეკატერინე ხმალაძე ) უკვე მესამედ აღნიშნა გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალებიდან 60 წლის თავი... მოსწავლეებმა მოიძიეს ლექსები და საინტერესო მასალები გალაკტიონის შესახებ.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)