ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
სკოლა "კანდიდი"
​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​
სწავლა - ნათელი მომავლისათვის
​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​
გამოქვეყნებულია 26-01-2023, 21:41
კურსდამთავრებულების🎓
ჩანაწერებიდან📝
კანდიდზე რომ ვისაუბრო ალბათ დიდი ხანი ვერ გამაჩერებთ, თუმცა ვეცდები მოკლედ აგიღწეროთ ის სიყვარული და პატივისცემა, რაც მე ამ სკოლის და მისი წევრების მიმართ გამაჩნია👇
ჩემი და კანდიდის ურთიერთობა მესამე კლასიდან იწყება. მახსოვს, როგორ ვნერვიულობდი გასაუბრებაზე, რომელიც ჩემი ამ სკოლაში მოხვედრის საგზური იყო. თუმცა მარტივად გავართვი თავი და ჩვენი თავგადასავალიც დაიწყო➡️
კანდიდი ჩემთვის პატარა, მაგრამ დიდი გულის ოჯახია, სადაც არამხოლოდ განათლებას, არამედ ადამიანურ ღირებულებებსაც იძენ✅
მოსწავლეები სკოლის პერიოდში ვერ აცნობიერებენ, რამდენად ღირებულია იქ გატარებული თითოეული წამი, რამდენად მნიშვნელოვანი, გასათვალისწინებელი და გამოსადეგია პედაგოგთა რჩევა-დარიგებები. როგორც კი "მშობლიურ კალთას" მოშორდებიან, მაშინვე აფასებენ, რეალურად, რამხელა შრომა, ცოდნა და რესურსია მათში ჩადებული❣
გამოქვეყნებულია 20-01-2023, 21:38
კურსდამთავრებულების🎓
ჩანაწერებიდან📝
,,არ ვარ ემოციური ადამიანი და არც ჩემს შეხედულებებზე მიყვარს საჯაროდ საუბარი, თუმცა ამ შემთხვევაში არ ვაპირებ იმ ემოციების დამალვას, რაც კანდიდში ყოფნის დროს განვიცადე🥰
მიუხედავად იმისა, რომ სრული 12 წელი არ გამიტარებია კანდიდში, თავიდანვე შევუერთდი ამ დიდ და მეგობრულ ოჯახს როგორც სრულფასოვანი წევრი🌍
პირველივე დღეს მივხვდი, რომ სწორ ადგილას მოვხვდი➡️ თბილი გარემო, ყურადღება, ცეკვა, სიმღერა და ყველაფერი ის, რაც ჩემთვის ფასეული იყო✅
სკოლაში გატარებულმა თორმეტმა წელმა მარტო ისტორია, ქართული ან ინგლისური კი არა, არამედ ისიც მასწავლა, თუ როგორ უნდა წარმემართა საკუთარი ცხოვრება და რა უნდა გამეკეთებინა იმისთვის, რომ სასურველი შედეგისთვის მიმეღწია🌟
გამოქვეყნებულია 20-01-2023, 21:34
კურსდამთავრებულების🎓
ჩანაწერებიდან📝
,,დიდი დრო არ გასულა, რაც ჩემი სკოლის კედლებსა და მის შიგნით არსებულ მიკრო სამყაროს დავემშვიდობე, მაგრამ მონატრება იმ დღიდანვე არსებობს ჩემში, რაც ბოლო ზარმა ჩამოკრა სკოლა ,,კანდიდში" ჩემთვის და ჩემი თანაკლასელებისთვის🔔
სტუდენტები ხშირად ამბობენ, რომ სკოლა საერთოდ არ ენატრებათ,
ეტყობათ „კანდიდში“ არ უსწავლიათ😉
პირადად მე, ამ სკოლამ მხოლოდ ცოდნა და გამოცდილება კი არა, ცხოვრების თანამგზავრი-მეგობრები შემძინა💞
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არამხოლოდ თანატოლი, არამედ უმცროსი და უფროსი მეგობრებიც. დიდი ხნის განმავლობაში უბრალოდ პედაგოგები კი არა, ადამიანები მასწავლიდნენ საგნებსაც და სხვა ადამიანურ ღირსებებსაც მიზიარებდნენ🌟
შესაძლოა, ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს ჩემი შეფასება, მაგრამ გულწრფელი სიტყვებია და არაფერი მეტი❣
მოსწავლეობის დროს, იშვიათად რომ სკოლის გაცდენის სურვილი მქონოდა, ეს ყოველივე კი მათი დამსახურებით, ვინც ზღურბლს მიღმა მხვდებოდნენ🤗
გამოქვეყნებულია 12-01-2023, 20:39
ბევრი სასიამოვნო ემოციით და საოცარი ენერგიით დამუხტული დღეები - ბაკურიანი 2022 ❄
🧠 ტვინების ბრძოლა - ინტელექტუალური გუნდური შეჯიბრი, რომელსაც დიდი მონდომებით და ინტერესით თამაშობენ ჩვენი მოსწავლეები 🎯 გამარჯვებულები სიმბოლური პრიზებით და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ 🏆🥇🥈🥉
🎭კარნავალი - მოსწავლეთა ფანტაზიის, ნიჭის და შემოქმედებითობის წყალობით მართლაც სანახაობრივი და სახალისო გამოვიდა 🙈 მოყვარული და პროფესიონალი მოცეკვავეების ქორეოგრაფიული ნომრები 💃 სიმღერები 🎤🎸 და ბევრი იუმორი❣
🎤🙉 KARAOKE PARTY - როცა ვოკალური მონაცემების ქონისა თუ არქონის მიუხედავად, ყველა მღერის 🎶
⛷🏂 თხილამურებით თუ ციგით სრიალი - მოსწავლეებთან ერთად არც მასწავლებლები ამბობდნენ უარს ✅
#ყველაზეშთამბეჭდავითქვენითვალებია
გამოქვეყნებულია 24-12-2022, 20:31
🔔 პროექტი - "მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში" გრძელდება
ამჟამად 4 ა კლასს ესტუმრა ამავე კლასის მოსწავლის ილია ჭავჭავაძის მშობელი - ნათია ჭავჭავაძე👩‍🏫
ქალბატონმა ნათიამ მოსწავლეებთან ერთად გააკეთა საახალწლო დეკორაციები🎄
ბავშვები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ პროექტში ✅
მადლობა ილიას და ქალბატონ ნათიას საინტერესო აქტივობისთვის 🤝
📌აქტივობა განხორციელდა მდგრადი განვითარების მე-4 მიზნის ➡️ ხარისხიანი განათლების - ფარგლებში✅
გამოქვეყნებულია 23-12-2022, 20:03
პროექტი➡️"მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში"
🙋‍♀️🙋‍♂️III ა კლასს ესტუმრა ამავე კლასის მოსწავლის, ქეთევან ფეიქრიშვილის მშობელი-მერაბ ფეიქრიშვილი👨‍👧
დამრიგებელი-ნინო ფარსმანიშვილი👩‍🏫
ბ-ნმა მერაბმა მოსწავლეებთან ერთად🧑‍🏫🙋‍♀️🙋
შეასრულა სახალისო და ლოგიკური ამოცანები✅
ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში🥰
მადლობას ვუხდით ბ-ნ მერაბს პროექტის ფარგლებში საინტერესო აქტივობისათვის🤝
გამოქვეყნებულია 21-12-2022, 19:55
➡️ღია გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში✅
პედაგოგი-ეკატერინე ხმალაძე👩‍🏫
თემა - ამფიბიების სასიცოცხლო ციკლი
✔მოსწავლეებმა დააჯგუფეს და შეადარეს ხერხემლიანი ცხოველები აგებულების, გამრავლების და საარსებო გარემოს მიხედვით, შეავსეს კროსვორდი, წინასწარ მომზადებული სლაიდებით გაეცნენ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ამფიბიების შესახებ🐸🐢🐍
გამოქვეყნებულია 21-12-2022, 19:53
📣გაიცანით ჩვენი გუნდის კიდევ ერთი ახალი წევრი⬇️
ქართულის მასწავლებელი ქ-ნი ქეთევან აბაშიძე👩‍🏫
_______________________________________
მიუხედავად ჩემი დაახლოებით 30 წლიანი პედაგოგიური პრაქტიკისა,(როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში) ,,კანდიდი,, ახალი გამოწვევა აღმოჩნდა ჩემთვის და მეც ხალისითა და უდიდესი პასუხისმგებლობით შევეჭიდე ამ გამოწვევას.
,,კანდიდში,, საოცრად სასიამოვნო და მეგობრული გარემო დამხვდა.
ვფიქრობ და მზად ვარ პროფესიონალ კოლეგებთან ურთიერთობით, კიდევ მეტ სიახლეს შევეჭიდო✅
📌გიყვარდეს შენი საქმე, იყავი სამართლიანი და მარად თანამედროვე-ეს არის ქეთი მასწავლებლის დევიზი.
გამოქვეყნებულია 19-12-2022, 19:46
📣10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება✊
სწორედ ამ დღეს, 1948 წლის 10 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა შექმნეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ სახით. ✅
მე-8 კლასის მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით მოამზადეს პოსტერები და წარადგინეს პრეზენტაციები💚 ✅
პედაგოგი: ხატია ჭალიძე
გამოქვეყნებულია 19-12-2022, 19:42
3️⃣ დეკემბერს მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანია საზოგადოების განვითარების ყველა სფეროში შშმ პირთა უფლებების დაცვის წახალისება და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლება✅
Სკოლა ,,კანდიდი" შეუერთდა პროექტს “ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან”, პროექტს ახორციელებს შვედეთის ქალაქ ჰუდიკსვალის ორგანიზაცია „ გლადა

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)