ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com

გამოქვეყნებულია 11-04-2017, 15:35
ორგანიზაცია „მოქალაქე“მ ჩატარა სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე ტური 8 აპრილს.მესამე ტურის პირველი ეტაპის შედეგად გამოვლინდა 41 საუკეთესო მოსწავლე, რომლებმაც მეორე ეტაპზე სპეციალურ კომისიას წარუდგინეს თავიანთი დაწერილი ესეები. პრეზენტაციისას შეფასდა მოსწავლეთა ზეპირი მეტყველება, პრეზენტირების უნარი, არგუმენტირებული მსჯელობა, სამოქალაქო ღირებულებების პატივისცემა და დასმულ კითხვებზე სხარტი და საზრიანი პასუხი.
გამოვლინდა 20 გამარჯვებული, მათ შორისაა ჩვენი სკოლის მოსწავლე ნინო თათენაშვილი.

გამოქვეყნებულია 11-04-2017, 13:13
„Flex“-მომავალი ლიდერების გაცვლითი პროგრამა ამერიკაში.,,ფლექსი”ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების,მათ შორის ქართველი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი გაცვლითი პროგრამაა, რომლის გამარჯვებულებიც 1 წლით მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში,სადაც სწავლობენ სხვადასხვა ინგლისურენოვან სკოლებში და ცხოვრობენ მასპინძელ ოჯახებში. მათ ამერიკულ ცხოვრებას მთლიანად უზრუნველყოფს ამერიკის მთავრობა.კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი სკოლის IX, X და XI კლასის მოსწავლეებს. აღსანიშნავია,რომ წელს სკოლა „კანდიდის“ მოსწავლე ნინო თათენაშვილი მიემგზავრება ამერიკაში. მან საკმაოდ რთული და საინტერესო გზა განვლო გამარჯვებამდე!

გამოქვეყნებულია 23-03-2017, 11:45
სკოლა „კანდიდი“ ახალ ტრადიციას უყრის საფუძველს... უკვე მესამე წელია სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ბაკურიანს სტუმრობენ. ტური საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა, სამი დღის განმავლობაში მოსწავლეებმა აქტირურად დაისვენეს, გული იჯერეს სათხილამურო ტრასით, ციგურებზე სრიალით და სხვადასხვა გასართობი აქტივობებით.
სიახლე ის გახლდათ რომ ტურის დაგემვაში მონაწილეობას ღებულობდნენ სკოლის კურსდამთევრებულები, რომლებმაც საკუთარი გასართობი პროგრამით საკლმაოდ ნაყოფიერად დატვირთეს გრაფიკი... მოსწავლეები სხვადასხვა სახის შემეცნებით თუ გასართობ აქტივობებში ინტერესით ეფლობოდნენ და საკუთარ ინიციატივებსაც ამჟღავნებდნენ.
საბოლოოდ შედგა დაუვიწყარი ზამთრის სამი დღე!....

გამოქვეყნებულია 16-03-2017, 11:10
ა. წ. 16 თებერვალს მე-8 ბ კლასთან ერთად დაიგეგმა გასვლითი ღონისძიება ხელნაწერთა ეროვნულ საცავში. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ხელნაწერთა შექმნის ისტორია და ფრაგმენტები მათი თავგადასავლიდან, დაათვალიერეს ფოტოასლები, რაც დაეხმარებათ მათ ნასწავლი მასალის უკეთ განმტკიცებაში.

გამოქვეყნებულია 6-03-2017, 13:02
"ჩემი სკოლა ჩემი მეორე ოჯახია" დრო ძალიან სწრაფად გავიდა... თითქოს გუშინ იყო სკოლაში პირველად რომ შევაბიჯე და აგერ უკვე აბიტურიებტი ვარ. ბავშვობის წლები თითქმის მიილია. მალე დავემშვიდობები სკოლის მოსწავლის სტატუსს და ახალ რეალობაში გადავინაცვლებ. რაც უფრო ახლოვდება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელება, მით მეტად მიმძაფრდება გასული წლების ნოსტალგია და სკოლის სიყვარული. მერწმუნეთ, რთულია იმ კომფორტსა და სითბოსთან შელევა, რომელიც სკოლა "კანდიდში" სუფევს. აქ ხომ ყველა პირობაა შექმნილი საუკეთესო განათლების მისაღებად, საკუთარი უნარების წარმოსაჩენად და ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის. პედაგოგები სულსა და გულს დებენ თითოეულ მოსწავლეში. სასკოლო საგნებთან ერთად სიყვარულს, ერთგულებას, სხვისი აზრის პატივისცემას, თანაგრძნობასა და თანადგომას , გვასწავლიან. ჩვენი სკოლა ნამდვილად ეხმარება მოსწავლეებს ლიბერალურ და დემოკრატიულღირებულებებზე დამყარებული ცნობიერების ჩამოყალიბებაში.სწორედ ამ გარემოებათა ერთობლიობის შედეგია სხვადასხვა აქტივობებში, სასკოლო და სპორტულ ოლიმპიადებსა თუ სამუსიკო ფესტივალებზე წარმატებული მოსწავლეების სიმრავლე, წარჩინებული კურსდამთავრებულები. ჩემი სკოლა ერთი დიდი ოჯახია, სადაც საქართველოს ღირსეულ მომავალს უზრდიან. აქ ყველანი, ყოფილი თუ ამჟამინდელი მოსწავლე და მასწავლებელი, სიამაყით ვატარებთ ნამდვილი "კანდიდელის" სახელს.

გამოქვეყნებულია 24-02-2017, 13:24
ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის კვლევის თანახმად,სკოლა „კანდიდი“ საქართველოს ლიდერ საწარმოთა ტოპ ასეულში „ოქროს რეიტინგით“ მე-11 ადგილს, ხოლო თბილისის ლიდერ საწარმოთა ტოპ სამოცეულში „ოქროს რეიტინგით“ მე-8 ადგილს იკავებს.
შედეგი საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რაც სკოლის მზარდი რეიტინგისა და დიდი პოტენციალის მორიგი დასტურია.
სკოლის ადმინისტრაცია უზიარებს ამ „გამარჯვებას“ სასკოლო საზოგადოებას და თვლის , რომ ეს გამარჯვება ერთობლივი შრომის შედეგია. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს პედაგოგებს და ადმინისტრაციას!

გამოქვეყნებულია 17-02-2017, 10:13
საქართველოს ეროვნულ არქივთან მუდმივი თანამშრომლობიდან გამომდინარე შპს ,, კანდიდი,, საშუალო სკოლის VI ა კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებელთან მაგდა გიორგბერიძეთან და ისტორიის მასწავლებელ თამარ ფესტვენიძესთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ ორგანიზებულ აკაკი შანიძის 130 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საღამოზე, ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა გაცნობოდნენ მოსწავლეები დიდი მეცნიერის ბიოგრაფიულ და საზოგადოებრივ ცხოვრების ამსახველ მასალებს.

გამოქვეყნებულია 16-02-2017, 10:58
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მარინე ირემაშვილმა VIIIა კლასი, ხელმძღვანელთან ნინო აბუაშვილთან ერთად წაიყვანა „საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში“.
მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად გაიხსენეს სამი შატბერდიელი ხელნაწერის თავგადასავალი, ისაუბრეს ძველ საწერ საშუალებებზე. შემდეგ საგამოფენო დარბაზის თანამშრომელმა მოსწავლეებს უჩვენა ძველი ხელნაწერების ამსახველი მეტად საინტერესო ფოტო და ვიდეო მასალა. დაათვალიერებინა „ვეფხისტყაოსნის“ ვახტანგისეული რედაქციისა და რამდენიმე ოთხთავის მულაჟი, რამაც მოსწავლეებზე დიდი ემოციური შთაბეჭდილება მოახდინა.

გამოქვეყნებულია 16-02-2017, 10:48
15 თებერვალს 6ა კლასის მოსწავლეები დამრიგებელ მაგდა გიორგბერიძესთან ერთად იმყოფებოდა TBS ბანკის საგამოფენო დარბაზში, სადაც წაროდგენილი იყო მირზაანის მუზეუმში დაცული, ნიკო ფიროსმანის ნამუშევართა სრული კოლექცია,მათ შორის TBS ბანკის დაფინანსებით აღდგენილი ორი ტილო „თამარ მეფე“ და „შოთა რუსთაველი“
გამოფენის დათვალიერების დასასრულს ბავშვებმა გალერისტების დახმარებით დახატეს ფიროსმანის ცნობილი ნახატები.
ექსკურსია ემსახურებოდა მოსწავლეებში ხელოვნებისადმი სიყვარულის გაღრმავაებას და თვალსაწიერის გაფართოებას.

გამოქვეყნებულია 16-02-2017, 10:08
16 თებერვალს Xა-Xბ კლასები, ფიზიკის მასწავლებელის ნათია ლოლაძის ინიციატივით ეწვივნენ ექსპერიმენტარიუმს.
ექსპერიმენტორიუმი მეცნიერებასა და მუზეუმზე თავიდან ბოლომდე ცვლის წარმოდგენას, რამდენადაც მათი გამოცდაა შესაძლებელი. იქ ფიზიკის ძალიან ბევრი ექსპონატია წარმოდგენილი... მოსწავლეებმა გაზომეს ყვირილის ძალა, დასხდნენ ლურსმნებიან სკამზე, აწიეს მეგობარი ჰაერში, ხელით დაიჭირეს ელვა, დახატეს ქვიშაზე, მიიღეს მონაწილეობა მეცნიერულ შოუებში , თავად გამოსცადეს ექსპონატებთან შეხება,.. აღსანიშნავია რომ ყველა ექსპონატი ინტერაქტიული იყო.
„კანდიდელების“ აზრით ექსპერიმენტორიუმი ქალაქის ყველაზე უჩვეულო მუზეუმია.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)