ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com

გამოქვეყნებულია 28-12-2018, 18:41
2018 წლის 25, 26, 27, 28 დეკემბერს მოსწავლეთა თვითმართველობის ინიციატივით, კვალავა ც განხორციელდა ბაკურიანში შემეცნებითი, გასართობი პროექტი, სადაც ჩართულნი იყვნენ IX, X, XI, XII კლასის მოსწავლეები,ასევე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და კლასის ხელმძღვანელები. გასვლითი ღონისძიება მრავალფეროვანი და განსხვავებული აქტივობებით დატვირთული იყო. მოსწავლეებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის. მოსწავლეთა დიდი ჩართულობით განხორციელდა საკარნავალო ჩვენება, სადაც წარმოდგენილი იყო მუსიკალური, იუმორისტული, ქორეოგრაფიული და თეატრალური ნომრები. ჩვენებაზე თვითმართველობის წევრებმა წარმოადგინეს 2017-2018 მიმოხილვის შედეგად მოსწავლეთა და მასწავლებელთა ნომინაციები. ასევე გაიმართა ინტელექტუალური შეჯიბრი „რა? სად ? როდის,“ რომლის გამარჯვებული ქულათა მაქსიმალური რაოდენობით Xბ კლასი გახდა.
ასეთი ღონისძიებები ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრდა სკოლა „კანდიდიში“ და ვთვლით , რომ უმნიშვნელოვანესია ურთიერთობების გაღმავებისა და კიდევ უფრო ღია და ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებისათვის.

გამოქვეყნებულია 28-12-2018, 18:08
..

გამოქვეყნებულია 21-12-2018, 13:07
შავიზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოეწყო კომპიუტერული მეცნიერებისა და ინჟინერიის საგანმანათლებლო კვირეული, სადაც მონაწილეობა მიიღო სკოლა „კანდიდის“ მონაწილეებმა. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეების დაინტერესება ინჟინერიითა და კომპიუტერული მეცნიერებებით, ასევე მათი ჩაბმა Hour of Code (HOC)-ის მსოფლიო მარათონში. HOC იყო ერთსაათიანი აქტივობა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები გაეცნენ პროგრამირების საფუძვლებს, კოდირებას. ჩატარდა ტრენინგი ვიზუალურ დაპროგრამებაში, HTML-ისა და C#-ის საფუძვლებში.

გამოქვეყნებულია 4-12-2018, 11:55
სკოლა „კანდიდი“ VII და VIII კლასის მოსწავლეებს ინტელექტუალური კონკურსის „ტვინების ბრძოლის“ მეორე რეგიონალურ ტურში გამარჯვებას ულოცავს! ინტელექტუალური კონკურსის მეორე ეტაპზე წარმოდგენილი სკოლებიდან, გლდანი– ნაძალადევის რაიონში გამარჯვებული 13 გუნდიდან, 3 კანდიდელია!
სკოლის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ ულოცავს გამარჯვებულ გუნდებს და კიდევ უფრო დიდ წარმატებას უსურვებს მომდევნო საერთაშორისო ეტაპზე!

რეგიონალურ ეტაპზე გამარჯვებულ გუნდებს შორის არიან VII და VIII კლასები, გუნდი „გიკები“, გუნდი „ევერესტი“ და გუნდი „ბერმუდის სამკუთხედი“.

#გააზიარეწარმატება!
#ჩვენ გვიყვარს კანდიდი!

გამოქვეყნებულია 19-11-2018, 17:39
მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ ფინალისტი, სკოლა „კანდიდის“ კურსდამთავრებული, ივერი ჯაჯანიძე თიბისი ბანკის რჩეულია, რომელსაც ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნა.
სკოლა „კანდიდი“ ულოცავს ივერს ამ წარმატებას

გამოქვეყნებულია 19-11-2018, 16:15
ცნობილი ქართველი მოქანდაკის ელგუჯა ამაშუკელის 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად TBS ბანკის საგამოფენო დარბაზში მოეწყო მისი ნამუშევრების გამოფენა. სკოლა " კანდიდის" VIIIა კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ მაგდა გიორგბერიძესთან ერთად, იმყოფებოდნენ გამოფენაზე, სადაც დაათვალიერეს მოქანდაკის ცნობილი ნამუშევრების ასლები. გამოფენის დასასრულს კი, მონაწილეობა მიიღეს საინტერესო ინტერაქტიულ აქტივობაში.

გამოქვეყნებულია 24-06-2018, 11:00
საუკეთესო შვიდეულის დაჯილდოება - 2018
9 ივნისს უნივერსიტეტ „ნიუ ვიჟენში“ კინგსის ოლიმპიადებში
გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა სკოლა
"კანდიდის" წარმატებული მოსწავლე - ალექსანდრე კაცია ( პედაგოგი -
ეკატერინე ხმალაძე), რომელიც 2018 წლის გაზაფხულის სეზონის საუკეთესო
სამეულში მოხვედრისთვის ინტელექტუალურ–შემეცნებითი ბანაკის საგზურით
დასაჩუქრდა და ანაკლიის გამარჯვებულთა ბანაკში მიემგზავრება 17 ივნისს.
დაჯილდოებას ესწრებოდნენ თითოეული საგნის საუკეთესო შვიდეულები, მათი
მშობლები, მასწავლებლები და გულშემატკივრები. 2018 წლის გაზაფხულის
სეზონდაჯილდოებაზე სიტყვით გამოვიდა კინგსის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
სესილი გელოვანი, რომელმაც მოკლედ შეაჯამა 2018 წლის გაზაფხულის სეზონი,
ისაუბრა მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
ვულოცავთ ალექსანდრეს ამ წარმატებაას :)

გამოქვეყნებულია 4-06-2018, 10:16
საქართველოს საგუნდო საზოგადოების ორგანიზებით 2018 წლის აპრილი-მაისის თვეში ჩატარდა ბავშვთა და მოზარდთა საგუნდო კოლექტივების საგუნდო მუსიკის მე-4 ეროვნული კონკურსი., რომელიც ითვალისწინებდა ორ ტურს. კონკურსი ჩატარდა სამ სხვადასხვა კატეგორიაში:


გამოქვეყნებულია 25-05-2018, 22:57
სკოლა "კანდიდის 2, 3 და 4 კლასის მოსწავლეები KINGS - ის ოლიმპიადაში წარმატებებისთვის დაჯილდოვდნენ ინტელექტუალურ-შემეცნებით საზაფხულო ბანაკის "კინგსლენდის" 250 ლარიანი ვაუჩერებით.

გამოქვეყნებულია 22-05-2018, 11:32
სმარტის საზაფხულო კურსის წარმატებულად გავლისთვის დაჯილდოვდნენ სკოლა "კანდიდის' მოსწავლეები ანასტასია ტაბატაძე (3 ა კლ.), ნინო მეფარიშვილი (3 ბ კლასი) და გიორგი გოგოჭური ( 4 ა კლასი) , მათ მათემატიკის , ქართულის და ინგლისურის ოლიმპიადებზე მაღალი შედეგები დააფიქსირეს და გაიმარჯვეს ნომინაციაში - "რაციონალური ანალიზი', "სპეციფიკური აზროვნება" .
ასევე "სმარტ დამრიგებლის" სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ ნინო ქობულაშვილი, რუსუდან ალიბეგაშვილი და ეკატერინე ხმალაძე. "სმარტ სადამრიგებლო კლასის" წოდება კი დაიმსახურა 3 ბ კლასმა - დამრიგებელი - რუსუდან ალიბეგაშვილი

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)