ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com
სკოლა "კანდიდი"
​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​
სწავლა - ნათელი მომავლისათვის
​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​
გამოქვეყნებულია 20-04-2018, 23:01
სკოლა "კანდიდის' 3 ბ კლასმა 14 აპრილი დედაენის ძეგლთან სტუმრობით აღნიშნა . კლასის ხელმძღვანელი - რუსუდან ალიბეგაშვილი
გამოქვეყნებულია 20-04-2018, 22:45
სკოლა "კანდიდის' IV ა კლასმა დედაენის დღე მთაწმინდის პანთეონში სტუმრობით აღნიშნა . კლასის ხელმძღვანელი - ნინო ქობულაშვილი
გამოქვეყნებულია 20-04-2018, 22:33
დედა ენის დღეს მიეძღვნა Iბ კლასელთა ვიზიტი დედა ენის ბაღში. ბავშვებმა მოინახულეს დედა ენის ძეგლი, წაიკითხეს ლექსები, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
გამოქვეყნებულია 17-04-2018, 23:26
სკოლა „კანდიდი“-ს მოსწავლეები 17-აპრილს შეხვდნენ კომპოზიტორ თამარ ვაშაკიძეს, სადაც შეასრულეს ქ. თამარის სიმღერა-„მზის საგალობელი“. დირიჟორი-ია ჯოჯუა, კონცერტმაისტერი-მაია ჯინჭველაშვილი. შეხვედრამ სასიამოვნო და მშვიდ გარემოში ჩაიარა და მოსწავლეები დადებითი ემოციებით აღსავსე დაბრუნდნენ სკოლაში.
გამოქვეყნებულია 16-04-2018, 23:17
დიდი ქართველი მწერლის ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და მოღვაწეობის უკეთ შესწავლისთვის 3 ა და 3 გ კლასების დამრიგებლებმა - ეკატერინე ხმალაძემ და მირანდა კეშელავამ გააცნეს მოსწავლეებს ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფია, საინტერესო ფაქტები მისი ბიოგრაფიიდან. საპროგრამო მასალის გარდა წაიკითხეს "ია", "ხმელი წიფელი", შვლის ნუკრის ნაამბობი". მოისმინეს კითხვის დიდოსტატების მიერ წაკითხული ვაჟას ლექსები, ვაჟას ლექსებზე შექმნილი სიმღერები. ნახეს დოკუმენტური ფილმი მწერლის შესახებ, რომელსაც მოსწავლეებმა დიდი ინტერესით ადევნეს თვალი, შემდეგ ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და სურვილისამებრ წაიკითხეს ვაჟას ლექსები.
გამოქვეყნებულია 16-04-2018, 10:53
დედა ენის კვირეულს მიეძღვნა I გ და 4 გ კლასელთა ვიზიტი დედაენის ბაღში. ბავშვებმა მოინახულეს დედაენის ძეგლი, წაიკითხეს ლექსები, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
1 გ კლასის პედაგოგი - მაია კახაია
4 გ კლასის პედაგოგი - ეთი ჯანეზაშვილი
გამოქვეყნებულია 16-04-2018, 10:48
სკოლა ,,კანდიდმა,, ტრადიციულად აღნიშნა ქათული ენის დღისადმი მიძღვნილი "დედაენის კვირეული" კვირეულს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა, რომლის წევრებმაც 5-12 კლასებში ჩაატერეს ლექცია- დისკუსია თემაზე"1978 წლის 14 აპრილის მოვლენები" კვირეული საზეიმოდ გახსნა სკოლის დირექტორმა მ.ქვრივიშვილმა
გამოქვეყნებულია 10-04-2018, 21:56
სკოლა "კანდიდის" V გ კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში(მასწავლებელი ქ. მაჩიტიძე) ჩატარდა ღია გაკვეთილი, თემა მიეძღვნა შ.რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის 850-ე წლისთავს.
მოსწავლეებმა ნაწარმოების თავიდან,, ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" თინათინის გამეფების ამბავი გაიაზრეს ,რომელიც თამარ მეფის გამეფების ლიტერატურული ინტერპრეტაციაა . მოსწავლეებს დაევალათ, ამოეცნოთ თინათინის გამეფების ქვეტექსტი და ჯგუფებში გაეაზრებინათ პერსონაჟის გამეფების მიზეზი ,შედეგი,მნიშვნელობა და საფრთხე.
გამოქვეყნებულია 10-04-2018, 10:12
მუსიკის პედაგოგმა - მაია ჯინჭველაშვილმა მე-3 და მე-4 კლასებში ჩაატარა ვიქტორინა თემებზე :" ქართული ხალხური საკრავები", "კლასიკური საკრავები", "ზ. ფალიაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა"," სანოტო დამწერლობა", "ი. ჰაიდნის ცხოვრება და მოღვაწეობა"," ვ. ა. მოცარტის ცხოვრება და მოღვაწეობა".
ვიქტორინის მიზანი: გამოუმუშაოს მოსწავლეს საკუთარი დამოკიდებულება მუსიკალური ნაწარმოების, კომპოზიტორის, ჟანრის, სტილისა და ფორმის მიმართ, განუვითაროს წარმოსახვით- ასოციაციური აზროვნება და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები.
გამოქვეყნებულია 9-04-2018, 20:34
2018 წლის 21 მარტს VIIIა კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ისტორიაში (პედ. ნანა სულაბერიძე).გაკვეთილის თემა იყო „ხავერდოვანი რევოლუციები“ ცენტრალურ, სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში. გაკვეთის ფარგლებში მოსწავლეებმა შეძლეს ფაქტებისა და მოვლენების დაკავშირება,„ხავერდოვანი რევოლუციების“ გამომწვევი მიზეზების,პროცესებისა და შედეგების აღწერა.ასევე სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტიკური რეჟიმის ურთიერთდაკავშირება

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)