ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com

გამოქვეყნებულია 20-04-2018, 22:33
დედა ენის დღეს მიეძღვნა Iბ კლასელთა ვიზიტი დედა ენის ბაღში. ბავშვებმა მოინახულეს დედა ენის ძეგლი, წაიკითხეს ლექსები, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

გამოქვეყნებულია 16-04-2018, 23:17
დიდი ქართველი მწერლის ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და მოღვაწეობის უკეთ შესწავლისთვის 3 ა და 3 გ კლასების დამრიგებლებმა - ეკატერინე ხმალაძემ და მირანდა კეშელავამ გააცნეს მოსწავლეებს ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფია, საინტერესო ფაქტები მისი ბიოგრაფიიდან. საპროგრამო მასალის გარდა წაიკითხეს "ია", "ხმელი წიფელი", შვლის ნუკრის ნაამბობი". მოისმინეს კითხვის დიდოსტატების მიერ წაკითხული ვაჟას ლექსები, ვაჟას ლექსებზე შექმნილი სიმღერები. ნახეს დოკუმენტური ფილმი მწერლის შესახებ, რომელსაც მოსწავლეებმა დიდი ინტერესით ადევნეს თვალი, შემდეგ ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და სურვილისამებრ წაიკითხეს ვაჟას ლექსები.

გამოქვეყნებულია 16-04-2018, 10:53
დედა ენის კვირეულს მიეძღვნა I გ და 4 გ კლასელთა ვიზიტი დედაენის ბაღში. ბავშვებმა მოინახულეს დედაენის ძეგლი, წაიკითხეს ლექსები, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
1 გ კლასის პედაგოგი - მაია კახაია
4 გ კლასის პედაგოგი - ეთი ჯანეზაშვილი

გამოქვეყნებულია 16-04-2018, 10:48
სკოლა ,,კანდიდმა,, ტრადიციულად აღნიშნა ქათული ენის დღისადმი მიძღვნილი "დედაენის კვირეული" კვირეულს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა, რომლის წევრებმაც 5-12 კლასებში ჩაატერეს ლექცია- დისკუსია თემაზე"1978 წლის 14 აპრილის მოვლენები" კვირეული საზეიმოდ გახსნა სკოლის დირექტორმა მ.ქვრივიშვილმა

გამოქვეყნებულია 10-04-2018, 21:56
სკოლა "კანდიდის" V გ კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში(მასწავლებელი ქ. მაჩიტიძე) ჩატარდა ღია გაკვეთილი, თემა მიეძღვნა შ.რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის 850-ე წლისთავს.
მოსწავლეებმა ნაწარმოების თავიდან,, ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" თინათინის გამეფების ამბავი გაიაზრეს ,რომელიც თამარ მეფის გამეფების ლიტერატურული ინტერპრეტაციაა . მოსწავლეებს დაევალათ, ამოეცნოთ თინათინის გამეფების ქვეტექსტი და ჯგუფებში გაეაზრებინათ პერსონაჟის გამეფების მიზეზი ,შედეგი,მნიშვნელობა და საფრთხე.

გამოქვეყნებულია 10-04-2018, 10:12
მუსიკის პედაგოგმა - მაია ჯინჭველაშვილმა მე-3 და მე-4 კლასებში ჩაატარა ვიქტორინა თემებზე :" ქართული ხალხური საკრავები", "კლასიკური საკრავები", "ზ. ფალიაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა"," სანოტო დამწერლობა", "ი. ჰაიდნის ცხოვრება და მოღვაწეობა"," ვ. ა. მოცარტის ცხოვრება და მოღვაწეობა".
ვიქტორინის მიზანი: გამოუმუშაოს მოსწავლეს საკუთარი დამოკიდებულება მუსიკალური ნაწარმოების, კომპოზიტორის, ჟანრის, სტილისა და ფორმის მიმართ, განუვითაროს წარმოსახვით- ასოციაციური აზროვნება და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები.

გამოქვეყნებულია 9-04-2018, 20:34
2018 წლის 21 მარტს VIIIა კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ისტორიაში (პედ. ნანა სულაბერიძე).გაკვეთილის თემა იყო „ხავერდოვანი რევოლუციები“ ცენტრალურ, სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში. გაკვეთის ფარგლებში მოსწავლეებმა შეძლეს ფაქტებისა და მოვლენების დაკავშირება,„ხავერდოვანი რევოლუციების“ გამომწვევი მიზეზების,პროცესებისა და შედეგების აღწერა.ასევე სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტიკური რეჟიმის ურთიერთდაკავშირება

გამოქვეყნებულია 8-04-2018, 14:44
სკოლა "კანდიდში" წინა სააღდგომო სამზადისი :)

გამოქვეყნებულია 5-04-2018, 00:48
სკოლა „კანდიდი“-ში 2018 წლის 5 აპრილს მე-2 ,მე-3 და მე-4 კლასებში ,ინგლისურის მასწავლებლების: ნონა ძველაიას ,თიკო ბოჭორიშვილისა და მარიამ ბრეგვაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა “spelling competition” ,(სიტყვების მართლწერის კონკურსი) რომელშიც მოსწავლეთა საკმაოდ დიდმა ნაწილმა ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა .. გამოვლინდა გამარჯვებული მოსწავლეები ,რომლეთაც მიღწეული წარმატების შესაბამისი სიგელები გადაეცათ...

გამოქვეყნებულია 4-04-2018, 12:37
2018 წლის 29 მარტს VIIIა კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი რუსულ ენაში( პედაგოგი: მზია ყოინაშვილი.) თემაზე ჩაის ისტორია (სხვადასხვა საგნების ისტორიიდან).
გაკვეთილის დასაწყისში დასახელდა თემა, გაკვეთილის მიზანი და გაკვეთილის დაგეგმილი აქტივობები. მოსწავლებს დაურიგდათ შეფასების კრიტერიუმები.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)