ტელ: 593221132
skolakandidi@gmail.com

გამოქვეყნებულია 21-10-2019, 17:29
რატომ კანდიდი?!
კანდიდი-ადგილი, სადაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი გავატარე, გარემო, რომელმაც ჩემს მეხსიერებასა და გულში წარუშლელი კვალი დატოვა. ჩემი მოგონებების უამრავი, ყველაზე თბილი და მნიშვნელოვანი ფრაგმენტი მყარ, ურყევ, მჭიდრო კავშირშია სკოლასთან, რომელმაც მრავალი რამ მასწავლა. კანდიდი 12 წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად ვითარდებოდა, იზრდებოდა და უმჯებესდებოდა. ყოველი ჩვენგანისთვის ის ერთ დიდ ოჯახს, უსაყვარლეს ადგილს წარმოადგენდა. ადგილს, რომელიც მუდამ მოთმინებით გელოდა, მიუხედავად შენი შეცდომებისა. გელოდებოდნენ მასწავლებლები და კლასელები. როცა, თუნდაც, დაგვიანებული შეაბიჯებდი კლასში, აუცილებლად იგრძნობდი რაღაც უცნაურ სითბოსა დასიმშვიდეს, რომელსაც არღვევდა ზარის გამჭოლი და უსიამოვნო ხმა. ეს ხმა ძალაუნებურად გაფხიხლებდა, სასწავლო განწყობას გიქმნიდა .
როცა ჩემი ცხოვრების სასკოლო ეტაპი დასრულდა, დასრულდა თინეიჯერული ასაკის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და აქტიური წლები , აღმოჩნდა, რომ ეს არც ისეთი მარტივი იყო. მაგრამ ეს მე და ჩემმა მეგობრებმა ყველამ ერთად შევძელით, შევძელით იმიტომ, რომ სკოლაში დამკვიდრებულმა თავისუფალმა გარემომ, სკოლიდან გამოყოლილმა დიდმა სიყვარულმა და სითბომ, სკოლის მიერ მოცემულმა საკუთარი თავის რწმენამ მოგვცა უნარები და შესაძლებლობები, ამაყი, თამამი ნაბიჯები შეგვედგა ახალ სამყაროში, დაგვეწყო ახალი ეტაპი დამოუკიდებლად, დაგვეწყო ახალი ეტაპი უკვე როგორც პიროვნებებს, რომელთაც იციან რა უდათ და საკუთარი მიზნები ნათლად აქვთ ფორმირებული.
და რატომ კანდიდი.....?!.
ალბათ იმიტომ,რომ იქ ვუყვარვართ, ალბათ იმიტომ, რომ იქაურობა გვიყვარს, ალბათ იმიტომ, რომ იქ ყოველთვის გველიან....!
რატომ კანდიდი? რატომაც არა...?!

გამოქვეყნებულია 21-10-2019, 17:25
რატომ კანდიდი?
ჩემი დადებითი დამოკიდებულება საბოლოოდ მაშინ გავამართლე, როცა გამოცდაზე, ალბათ, ერთადერთი აღმოვჩნდი, ვრომელსაც ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მხოლოდ იმიტომ ეთაკილებოდა, რომ სკოლის დატოვება არ უნდოდა. ვუსმენდი სხვა აბიტურიენტებს და მიხაროდა, რომ ცხოვრების უმეტესი ნაწილი იქ არ გავატარე, საიდანაც ამხელა ნეგატივი დამრჩებოდა. ,,კანდიდის“ სწავლის დონეზე საუბარს აზრიც არ აქვს. ყოველ წელს მოსწავლეების მაღალი შედეგი, სათქმელს თვითონვე ამბობს. ეს არის ადგილი, სადაც არა მარტო მასწავლებელი, არამედ დირექტორიც შენი მეგობარია. დერეფანში უამრავი სითბოთი სავსე თვალების წყვილი რომ გიყურებს, ზუსტად ის გარემოა. პატარა სახლია,სადაც ხელოვნებასა და შემოქმედებას პატივს სცემენ და ყველანაირად ხელს გიწყობენ შენც შექმნა რაიმე შენებური. ნიჭის პატარა ბუდეა და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ამ ნიჭის არცერთი ნამცეცი არ დაიკარგოს. ,,კანდიდი“ მართლა ჩემი სახლია და, იმის მიუხედავად, რომ სკოლა დავამთავრე, არ დამზარებია და, ალბათ, არც დამეზარება აქ დროის გატარება. ,,კანდიდის“ კედლები ჩემს უამრავ მოგონებას იტევს, რომელიც ყოველთვის ტკბილად გამახსენდება. ეს ის სივრცეა, სადაც გრძნობ, რომ უყვარხარ და გიყვარს და აქამდეც არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ,,კანდიდი“ არის ადგილი, სადაც მე სიყვარული ვისწავლე.

გამოქვეყნებულია 21-12-2018, 12:37
სენტიმენტალურობა არ მჩვევია არასდროს,თუმცა ახლა,ამ სიტყვების წერისას,ვგრძნობ რომ მიჭირს ცრემლების შეკავება.ერთად იყრის თავს უამრავი ემოცია,რისი მიზეზიც ჩემი "კანდიდია".კანდიდი ჩვეულებრივი სკოლა არ არის,აქ მხოლოდ საშუალო განათლებას არ გაძლევენ.გერქვას კანდიდელი უდიდეს ბედნიერებასთან ერთად დიდი პრივილეგიაცაა,რადგან გაქვს შესაძლებლობა გახდე დიდი ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი.დიახ,ოჯახის 🙂 ჩემთვის კანდიდი ტკბილი სახლია,სადაც მუდამ მეგულებიან უძვირფასესი და უთბილესი ადამიანები.აქ გატარებული 12 წელიწადი ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპია.კანდიდი ჩემთვის სკოლის ეტალონია,იმიტომ არა რომ ჩემია,უბრალოდ აქ გაძლევენ უდიდეს შესაძლებლობებს,რათა გახდე ღირსეული და სრულფასოვანი პიროვნება.რა მომცა ჩემმა სკოლამ?რა თქმა უნდა, ცოდნის მაღალი ხარისხის გარდა,თვითრწმენა, მიზანდასახულობა,კანდიდის დიდმა ოჯახმა მასწავლა როგორ წარმოვაჩინო საკუთარი თავი და მივაღწიო დასახულ მიზნებს ნებისმიერ სიტუაციაში😊მოკლედ,კანდიდი არის ურთიერთობა!ამ სკოლის კედლებში გატარებული თითოეული დღე კი უძვირფასესია ყველა კანდიდელისთვის.

გამოქვეყნებულია 20-12-2018, 14:41
მოკლედ რომ ვთვქათ მოგზაურობა ხშირად მიწევდა.არა,სხვადასხვა ქვეყანაში კი არა,სკოლებში მოგზაურობა. ,,აქაც მე ვარ ,იქაც მე ვარ“-ის პრინციპით ხან საჯაროში ვსწავლობდი,ხან კერძოში.ერთი...ორი...სამი წლით.ბოლო გაჩერება ,,კანდიდი“ აღმოჩნდა და რომ იცოდეთ ,როგორ მშვიდად ,,ჩამოვცხოვრდი“ აქ.მოგიყვებით როგორ გავატარე სასკოლო ცხოვრების ბოლო ხუთი და წელი და,ვინ იცის ,იქნებ თქვენც აქ დაგეგმოთ შემდეგი მოგზაურობა.
დილის ათვლის წერტილი,რა თქმა უნდა, ,,კანდიდი“ იყო.ათის ნახევარზე მაგიური კარები იღებოდა.ჩაივლიდი დერეფანს,სადაც პერიოდულად თემატურად მორთული კედლები და კარები გვხდებოდა.საახალწლოდ ნაძვის ხეებსა და სათამაშოებს,სააღდგომოდ კვერცხებსა და პასკებს ხედავდი,გაზაფხულზე ბაღნარი გვქონდა,შემოდგომით ფოთოლცვენა ანუ განწყობა არასდროს გვაკლდა.კიბეების არბენისას დამრიგებელი შემოგხვდებოდა,რომელსაც რატომღაც მისი სახელის კნინობითი ფორმით მივმართავდით.დაიწყებოდა გაკვეთილი,45 წუთი მხიარულად გადიოდა,თან თუ ამაში პედაგოგიც ხელს გვიწყობდა ,რაც ძალიან ხშირად ხდებოდა.

გამოქვეყნებულია 6-12-2018, 12:47
კანდიდი - რამდენს იტევს ეს პატარა სიტყვა, პატარა სახლი დიდი ოჯახით, მაგრამ ულევი სიყვარულითა და სითბოთი. ეს არის ადგილი, სადაც ყოველთვის ბედნიერი ხარ, შესაძლებლობა, რომელიც ყოველთვის გეხმარება წინსვლაში, ოჯახი, რომელიც მუდამ შენს გვერდითაა. იგი არასდროსაა მხოლოდ სკოლა იგი ბევრად მეტია. განათლების გარდა, აქ ვითარდები შემოქმედებითად, იძენ საუკეთესო პიროვნულ თვისებებს და არაჩვეულებრივ მეგობრებს.

გამოქვეყნებულია 6-12-2018, 12:30
მე კანდიდელი ვარ! იმ პატარა და თბილი ოჯახის წევრი, რომელსაც კანდიდი ჰქვია. აქ გავიზარდე, ჩამოვყალიბდი პიროვნებად, ვისწავლე პრობლემის გადაჭრის მარტივი და სწრაფი გზები და რაც მთავარია, მივიღე განათლება, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. ამბობენ, სკოლა ის ადგილია,სადაც ცხოვრების საუკეთესო მომენტებს აგროვებ და თვალისჩინივით უფრთხილდები,რათა მეხსიერებიდან არასდროს ამოიშალოს და გახსენებისას ღიმილი მოგგვაროსო. მეთერთმეტე კლასში,როდესაც აბიტურიენტობას მივუკაკუნე, მივხვდი,რომ სკოლის წლების შეგრძნება თითქოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მითუმეტეს თუ ჩემსავით ნოსტალგიური ადამიანი ხარ. სწორედ კანდიდი მეხმარებოდა ამ ყველაფერში, თუნდაც გასვლითი ღონისძიებებით, კარნავალითა და უამრავი საინტერესო დღით, რომელსაც მე აქ, კანდიდში ვატარებდი. ვიცი, რომ სკოლაში მისვლისას ისევ ისეთი სითბო და სიყვარული დამხვდება,როგორიც დავტოვე და ვიცი, რომ მე დღესაც კანდიდელი ვარ! ეს ყოველთვის ასე იქნება. როგორც მაია მასწი იტყოდა -" ყოფილი კანდიდელი არ არსებობს.“ დიახ, მთავარია ერთხელ შეაბიჯო ამ სივრცეში და შენ ეს სტატუსი ცხოვრების ბოლომდე გაგყვება!

გამოქვეყნებულია 5-12-2018, 15:39
ხშირად ამბობენ, ყველაფერს მაშინ უფრო მეტად აფასებ, როდესაც უკვე მასთან აღარ ხარო. არასდროს მჯეროდა ამ სიტყვების, მაგრამ ჩემი ”კანდიდისგან” შორს ყოფნამ უკეთ გამააზრებინა, თუ რას წარმოადგენს ეს პატარა, თბილი და შეუფასებელი ადგილი ჩემთვის. როდესაც ”კანდიდის” კედლებში ვატარებდი ჩემი ყოველდღიურობის უდიდეს ნაწილს ვგრძნობდი, რომ ეს ადგილი ჩემთვის სკოლაზე მეტი იყო. დიახ, ”კანდიდს” თამამად ვუწოდებ ჩემს ოჯახს. იმ ოჯახს, რომელმაც საუკეთესო განათლების მოცემასთან ერთად, პიროვნებად ჩამომაყალიბა. მასწავლა რას ნიშნავს იყო ღირსეული პიროვნება, რა გჭირდება მომავლის საშენებლად ,იგი 12 წლის განმავლობაში ყოველდღე სათითაო აგურს მაწვდიდა.

გამოქვეყნებულია 7-07-2017, 20:55
რატომ კანდიდი?

ცხოვრებში განათლება რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამას კაცობრიობა დიდი ხნის წინ მიხვდა, თუმცა სკოლა, როგორც წესი, ასოცირდება არა დადებით ემოციებთან, არამედ გაურკვევლად „გაფლანგულ“ 12 წელთან. ეს განსაკუთრებით მაშინ ვიგრძენი, როცა სკოლის თემაზე კურსელებთან ჩამოვარდა ლაპარაკი და აღმოჩნდა, რომ ერთადერთი ვიყავი, ვინც თავის სკოლაზე ენთუზიაზმითა და ნოსტალგიით საუბრობდა, დანარჩენებს კი უხაროდათ, რომ თავი დააღწიეს ამ გაუგებრობას, განსაკუთრებით, სკოლის პერსონალს.

გამოქვეყნებულია 7-07-2017, 20:50
როცა მეკითხებიან, რომელ სკოლაში ვსწავლობდი, იმდენი სათქმელი მიგროვდება ხოლმე, სიტყვების მწყობრი რიგი მაშინვე ირღვევა, ამოხეთქვას ლამობენ. მინდა , ძალიან მიდნა ყველას გავაგებინო, რომ საოცრად საოცარია (ტავტოლოგია, რომლიც კანდიდდთან მიმართებით არათუ დასაშვები, აუცილებელიცაა !!! ) ჩემი კანდიდი. ურთიერთობა, მეგობრობა, სიყვარული... არ არსბეობს ჩემს ცხოვრებაში ჩემი სკოლის გარეშე!
რა მომცა ჩემმა სკოლამ, როგორც იტყვიან, “educational background”-თან ერთად? თვითრწმენა, , ბრძოლის უნარი, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების ძალიან, ძალიან მყარი საფუძველი!
გგონიათ, მხოლოდ მოსწავლეობის პერიოდში ? დღესაც, ჩემი სკოლა ,ჩემი დირექტორი, ჩემი მასწავლებლები, პირადი მოტივაციაა ! არ ვიცი როგორ, რანაირად, ყოველთვის იციან ,რა ხდება ჩემ თავს, ახარებთ პატარა წარმატებაც და დიდი სიყვარულით მილოცავენ ხოლმე. ვგრძნობ, რომ ისევ იქ ვარ, არა მოსწავლის სტატუსით, ურბალოდ. საოცრად მახარებს ეს ფაქტი .
ყოველთვის, როცა კი მკითხავენ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტების შესახებ, უპირველეს ყოვლისა სკოლას გავიხსენებ ! რატომ? ამაზე საუბარიც კი ზედმეტია .
დიახ, მე ვარ ანანო, კანდიდელი, ამაყი იმით, რომ იქ სულ დიდი სიხარულით მელიან; ბედნიერი, რომ ამ დიდი ოჯახის წევრად შემიძლია დავიგულო თავი!

გამოქვეყნებულია 7-07-2017, 20:46
რომ მკითხოთ, თუ როდის შემიყვარდა სკოლა „კანდიდი,“ ალბათ, პასუხს ვერ გაგცემთ, რაც შეგნებული ცხოვრება დავიწყე, იმ მომეტიდანვე არსებობს ეს სიყვარული ჩემში.
პირველი მოგონება? პირველი მოგონება უკავშირდება ჩემს პირველ ნაბიჯებს, როდესაც თეთრი ლურჯწიწკლიანი აბადოკით ბაღიდან გამოსული სკოლისაკენ მივიკვლევდი გზას.

kandidi
გამოკითხვა
მოგწონთ ვებ-გვერდის დიზაინი?
კი
არა

 
ბმულები
არქივი
ივლისი 2023 (1)
ივნისი 2023 (6)
მაისი 2023 (7)
აპრილი 2023 (15)
მარტი 2023 (11)
თებერვალი 2023 (8)